Skip to content Skip to footer

გიორგი გეგეჭკორი – ფერმწერი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგი გეგეჭკორი არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. 1990-იანი წლებიდან…

აკაკი ჯაშის პროფესიული განათლება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში იწყება, ხატვისა და ფერწერის მიმართულებით (2000-2005). მოგვიანებით მან სწავლა თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, სადაც ჯერ სახვითი ფაკულტეტის კინო-ტელე მხატვრობის სპეციალობაზე ბაკალავრის ხარისხი დაიცვა (2005-2009), ხოლო შემდეგ თეატრის მხატვრობის სპეციალობით მაგისტრის ხარისხი მოიპოვა (2009-2011).…

დაიბადა 1988 წლის 3 მარტს მოსკოვში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. თეონა ბავშვობიდან ხატავდა. მოსკოვში დაამთავრა სამხატვრო სკოლა, 2009 წელს კი –  თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. ფულბრაიტის პროგრამით 2015 წელს ნიუ-იორკში  ჩავიდა და სწავლა დაიწყო სირაკუზის უნივერსიტეტის ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯში, სადაც ფერწერის მაგისტრის წოდებაც…

ლევან ხარანაული 1963 წლის 29 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, ფარნაოზ ლაპიაშვილის კლასი. იგი ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის დიზაინერია, რომლის შემოქმედებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პორტრეტს, მშობლიური გარემოს გამოსახვასა და წიგნის მხატვრულ გაფორმებას. 1983 წლიდან მხატვარი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობს.…

გაიანე ხაჩატურიანი

გაიანე ხაჩატურიანი დაიბადა 1942 წლის 9 მაისს თბილისში. ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თუმცა მხატვრობით განსაკუთრებულად 12 წლის ასაკში დაინტერესდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო სახლში ხანგრძლივად ყოფნისას მან საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება და მისი ხატვის გზით გამოხატვა დაიწყო. სკოლაში სწავლის პარალელურად, გაიანე ფერწერის გაკვეთილებს მოსე თოიძის სამხატვრო…

თამარ კარბელაშვილი დაიბადა 1937 წლის 11 სექტემბერს. მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულებებია დაზგური გრაფიკა, წიგნის გაფორმება და ილუსტრაცია, თუმცა მხატვარი ფერწერულ ტილოებსაც ქმნიდა. იგი 1962–1966 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „განათლებაში“, მოგვიანებით კი თანამშრომლობდა სხვა გამომცემლობებთანაც და…

Dimitri Eristavi

დიმიტრი ერისთავი, ქართველი გრაფიკოსი, კინოს მხატვარი და წიგნის დიზაინერი დაიბადა 1931 წელს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იოსებ შარლემანი, სერგო ქობულაძე, ვლადიმერ გრიგოლია და დავით გაბაშვილი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ მხატვრად, ხოლო 1967…

ვიქტორია (ვიკა) ბერიშვილი

ვიქტორია (ვიკა) ბერიშვილი, არტისტი და დიზაინერი, დაიბადა 1984 წლის 30 აგვისტოს თბილისში. 2001–2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, ხოლო 2014–2016 წლებში — იტალიაში, მილანის დიზაინის პოლიტექნიკურ სკოლაში (Scuola Politecnica di Design). ამჟამად მუშაობს დიზაინერად და არტისტად, ასევე კითხულობს ლექციებს ინტერიერის დიზაინში. ბერიშვილი…

Beka Chkhaidze

ბექა ჩხაიძე – ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი, თანამედროვე ქართული ქანდაკების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი. დაიბადა 1998 წლის 16 აგვისტოს, თბილისში. 2016-2024 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულებაზე, ლევან მუზაშვილის კურსზე. ჩხაიძის შემოქმედება მოიცავს პორტრეტულ, ფიგურატიულ, აბსტრაქტულ და მონუმენტურ ქანდაკებას. მის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი…

Maka Jishkariani

მაკა ჯიშარიანი დაიბადა 1971 წლის 11 მარტს, თბილისში. 1986-1989 წლებში სწავლობდა ყარამან ქუთათელაძის სახელობის სახვითი ხელოვნების სტუდიაში. 1989 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ფერწერისა და მონუმენტური რესტავრაციის მიმართულებით. მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია. მიუხედავად ეპოქის სიძნელეებისა, მან საქმიანობა მხატვრობის მონათესავე სფეროს  სარეკლამო…

თეონა პაიჭაძე — თბილისში მოღვაწე თანამედროვე ხელოვანია. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე მიიღო პროფესიული განათლება. მისი შემოქმედება მრავალშრიან, მულტიდისციპლინურ ვიზუალურ პრაქტიკაში ტრანსფორმირდება და ფორმის, აღქმისა და ვიზუალური ნარატივის თანმიმდევრულ კვლევას ემსახურება. პაიჭაძის შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს ფერწერას, გრაფიკას და შერეულ…

დავით გაგოშიძემ 1982 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1984 წელს კი – მოსკოვის გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი შუა საუკუნეების მხატვრობის კოპირების სპეციალობით, 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, 1990-1991 წლებში – უჩა ჯაფარიძის სახელობის შემოქმედებითი სტუდიის ფერწერის სახელოსნოში.…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.