კატალოგები
ქართველ ქალ მხატვართა ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე
ექსპოზიციის მეშვეობით უნგრეთის აუდიტორია ქართველ ქალ ხელოვანთა შემოქმედებას გაეცნო. გამოფენა ბუდაპეშტში, ხელოვნების ცენტრ „პეშტი ვიგადოს“ დარბაზებში მოეწყო 2024 წლის 29 მაისი - 30 ივნისი პერიოდში; ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. კატალოგები გამოიცა უნგრულ და ქართულ ენებზე.
ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2022
2021-2022 წლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდების შევსების მიზნით შეძენილი ნამუშევრების კატალოგი. შესყიდვა განხორციელდა სამინისტროს ინიცირებული პროექტის “ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება“ ფარგლებში.
რუსუდან გაჩეჩილაძე - რეტროსპექტივა
ექსპოზიცია მოეწყო საქართველოს ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 14 თებერვალი - 03 მარტის პერიოდში. წარმოდგენილი იყო ხელოვანის საქანდაკო შემოქმედება და აქტიური შემოქმედებითი პერიოდის ბოლო წლებში შექმნილი გრაფიკული სერიები.
თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება
ექსპოზიცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 20 ივნისი - 10 სექტემბრის ჩათვლით და მიეძღვნა მხატვრის დაბადებიდან 85 წლისთავს.
მირო - მირიან შველიძის რეტროსპექტივა
ექსპოზიცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 22 დეკემბერი - 2024 წლის 28 იანვრის პერიოდში. წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი შემომქმედის, მირიან შველიძის ნამუშევრები: ფერწერა, სცენოგრაფია და კედლის მხატვრობა.
მერაბ აბრამიშვილი
მერაბ აბრამიშვილის გამოფენის კატალოგი. ექსპოზიცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მხატვრის დაბადებიდანბ 65 წლის აღსანიშნავად.
საქართველოს ეროვნული გალერეის საანგარიშო კატალოგი
2021 წლის სექტემბერი - დეკემბერი
ჩინგიზ ფარზალიევი – დროის საფეხურებზე
საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა, 2023 წლის 12 მაისი -10 აპრილი, ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის ჩინგიზ ფარზალიევის გამოფენა – დროის საფეხურებზე.
2021-2023 წლებში დაბრუნებული სამუზეუმო კოლექციები
სამუზეუმო ფონდებში დაბრუნდა სერგო ქობულაძის, ელენე ახვლედიანის, აპოლონ ქუთათელაძის, ედმონდ კალანდაძის, დიმიტრი ხახუტაშვილის, გურამ (ხიტა) ქუთათელაძის, გივი თოიძის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ზაზა ბერძენიშვილის, ზაურ გოლავას, თამაზ კაკაბაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, თემო ჯაფარიძის, ვაჟა მელიქიშვილის, ნოდარ თოფურიას, სიმონ გირკელიძის, ნელი ალექსიძის, გრიგოლ ჩირინაშვილის, შოთა ლეჟავას, ზაურ დეისაძის, კოტე ჭანკვეტაძისა და გელა მანჯავიძის და სხვების ნამუშევრები. ასევე, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა გრიგორი გაგარინის, ლევ ლაგორიოს, კარლ ჟუკოვსკის, ევგენი ლანსერესა და ბორის ფოგელის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2023-2024
ახალი შესყიდვების კატალოგი (2023–2024) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 2023–2024 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია. მუზეუმის კოლექციის განახლებისა და შევსების პროცესი 2023 წლის იანვარში განახლდა. ამ პერიოდში მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების, დასავლეთ ევროპის ხელოვნების, რუსული ხელოვნებისა და მეზობელი ქვეყნების ხელოვნება 69 ნამუშევრებით გამდიდრდა, მათ შორის ფერწერული, გრაფიკა. , ქანდაკებები და კოლაჟები. ამ შენაძენებში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქიანი, კირილ ზდანევიჩი, ვერა როკლინ-შლეზინგერი, ფელიქს ვარლამიშვილი, კარლო გრიგოლია, ვაჟა მელიქიშვილი, ვლადიმერ იაკოვლევი, რუსუდან გაჩეჩილაძე, გაიანე ხაჩატურიანი, სიმონ გირკელიძე და სხვა.
სოფიო ჩერქეზიშვილი: და მერე მან თქვა ალბათ
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გაიმართა სოფიო ჩერქეზიშვილის გამოფენა – და მერე მან თქვა ალბათ. ამ ისტორიას ვუძღვნი ხეებს, რომლებიც ვიცი, რომ დაფრინავენ, ხიდებსა და ლაბირინთებს, რომლებსაც ვიცი, რომ ავაშენებ, ზღაპრებს, რომლებსაც ვიცი, რომ დავიჯერებ და ზარებს, რომლებსაც ვიცი, რომ ალბათ გავიგონებ, – ასე განმარტავს მხატვარი გამოფენის ძირითად ჩანაფიქრსა და კონსტრუქციულ პრინციპს. 28 ფერწერული ნამუშევრის გარდა, გამოფენის შემადგენელი ნაწილი იყო ინსტალაცია – ხეებმა იციან გვერდში დგომა.