საქართველოს თანამედროვე სახვითი ხელოვნების ვებ-არქივი www.art.gov.ge საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული გრძელვადიანი ციფრული პროექტია, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს, ვითარდება, ივსება და ახლდება.
იგი წარმოადგენს საქართველოში პირველ სისტემატიზებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას მხატვრების, სახელოვნებო ინსტიტუციებისა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. მისი მიზანია ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
პორტალის მეშვეობით ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მხატვრების შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები, მათი ნამუშევრების ციფრული გალერეები, ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სახელოვნებო ინსტიტუციების შესახებ, ასევე საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო ისტორია და კატალოგები.
ვებ-არქივის პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო; განმახორციელებელი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი. პროექტი ხორციელდება პროგრამის „კულტურის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
რით არის საინტერესო art.gov.ge?
დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს მიიღოს ინფორმაცია ახალი და უახლესი პერიოდის ქართველი მხატვრების შესახებ; ქონდეს წვდომა მათ ბიოგრაფიებზე, ნამუშევრებზე, და სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულ სახელოვნებო ღონისძიებებზე.
ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების მონაცემთა ბაზა
არა მხოლოდ მაღალი ხარისხის კოლექცია - ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, თანამედროვე ხელოვნების ფორმატები - არამედ გამოფენები და სხვა აქტივობები ვიზუალური ხელოვნების სფეროში
