ბექა ჩხაიძე-ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი, თანამედროვე ქართული ქანდაკების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი. დაიბადა 1998 წლის 16 აგვისტოს, თბილისში. 2016-2024 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულებაზე, ლევან მუზაშვილის კურსზე. ჩხაიძის შემოქმედება მოიცავს პორტრეტულ, ფიგურატიულ, აბსტრაქტულ და მონუმენტურ ქანდაკებას. მის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეხსიერების,…
ლევან მუზაშვილი დაიბადა 1983 წელს, ქალაქ თბილისში. 1999 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ქანდაკების მიმართულებით. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ვიქტორ ჭუმბურიძე, გოგი ოჩიაური, ლევან ცუცქირიძე, რუსუდან გაჩეჩილაძე და თამაზ შათირიშვილი. 2005 წელს, გოგი ოჩიაურის სახელოსნოში, წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი —…
ირაკლი ჟვანია თანამედროვე ქართული მონუმენტალისტი მოქანდაკედაიბადა 1966 წლის 1 სექტემბერს. ხელოვანმა განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1987-91 წლებში, ზურაბ წერეთლის მონუმენტური ქანდაკების კურსზე. მისი შემოქმედება მოიცავს მონუმენტურ და კინეტიკურ ქანდაკებებს, ფიგურულ კომპოზიციებსა და სკულპტურულ შადრევნებს. მოქანდაკის შემოქმედებითი კარიერის დასაწყისია მისი სადიპლომო ნამუშევარი „პატარა უფლისწული“.…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი. დაიბადა თბილისში, მხატვრისა და ხელოვნებათმცოდნის ოჯახში. სამხატვრო განათლება იაკობ ნიკოლაძის სახელობის სპეციალურ სამხატვრო სასწავლებელში, შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, სადაც მოქანდაკის ხელობას პროფესორ გიორგი ოჩიაურის სახელოსნოში ეუფლებოდა. 1990 წელს, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ, გაწევრიანდა ჯერ საქართველოს, შემდგომ – მოსკოვის…
ქართველი და რუსი ფერმწერი, მოქანდაკე, მონუმენტალისტი და პედაგოგი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი (1997–2025), სოციალისტური შრომის გმირი (1990), საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1980), რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი (1994). ლენინური პრემიის ლაურეატი (1976), ლენინის ორდენის კავალერი (1990), სსრკ-ისა და რუსეთის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1970, 1982, 1996). მისი…
ქართული კერამიკული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი და პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ზაქარია მაისურაძე ერთდორულად იყო მხატვარიცა და მკვლევარიც. მან პირველმა დაიწყო შუა საუკუნეების ქართული კერამიკის ტექნოლოგიის შესწავლა; ამას გარდა, პირველმა შექმნა კერამიკული დეკორატიული პანოები და ფერადოვნებით გამორჩეული დაზგური კერამიკული კომპოზიციები,…
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალში დროშა მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი მხატვრი. როგორც მხატვრობაში, ისე ქანდაკებაში მან შექმნა სახასიათო ფორმათა სისტემა. მისი ქანდაკებებისათვის დამახასიათებელია მონუმენტურობა, ფორმის განზოგადება, მასალის ხაზგასმული ტექსტურულობა. ნამუშევართაგან აღსანიშნავია:…
ავთანდილ მონასელიძე 1968-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე (პედაგოგები: ვალენტინ თოფურიძე, გოგი ოჩიაური). მხატვრის ძირითადი ნამუშევრებია: მინდვრის დედოფალი (1975. ბრინჯაო), ქირონი და ორფეოსი (1988. ბრინჯაო), მრავალფიგურიანი კომპოზიცია ბერიკაობა (1991. ბრინჯაო. თბილისი), მეტრო ვარკეთილის შესასვლელი (1986), რელიეფი თბილისის აეროპორტის ვესტიბიულისთვის… მოქანდაკეს მიღებული აქვს…
მოქანდაკე, მთეგავი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. ანთიმოზ გორგაძემ 1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემის ქანდაკების ფაკულტეტი, იაკობ ნიკოლაძის სახელოსნო. 1951 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ძირითადად მუშაობდა ლითონმქანდაკებლობის დარგში, სადაც მისი ძირითადი სამუშაო მასალა იყო ალუმინი. გამორჩეული ნამუშევრებია: ვეფხვი (1966. ალუმინი), ხარები (1967.…
მოქანდაკე და პედაგოგი, რომელმაც იაკობ ნიკოლაძესთან ერთად, ქართული საქანდაკო სკოლას ჩაუყარა საფუძველი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ კანდელაკი პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის თავისუფალი მსმენელი გახდა. სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო, თვენახევარი საპატიმროში გაატარა. გათავისუფლების შემდგომ, დავით კაკაბაძესთან ერთად, დიმიტროვ-კავკაზსკის სამხატვრო სტუდიაში გააგრძელა სწავლა.…
კობა გურულმა – მოქანდაკემ, თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და საქართველოს სსრ-ის დამსახურებულმა მხატვარმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. ლითონმქანდაკებლობაში მან დანერგა მრავალი ახალი ტექნიკურ-მხატვრული ხერხი და შექმნა მოჩარჩოების რამდენიმე ორიგინალური ფორმა. მის ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ციკლი ქართული სოფლის ცხოვრების თემაზე –…
მოქანდაკე, პედაგოგი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი. ნელი ალექსიძემ 1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (სილოვან კაკაბაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნო). ძირითადად ქმნიდა დაზგურ ქანდაკებებს – პორტრეტებსა და მცირე ზომის ფიგურულ კომპოზიციებს. ამ უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ცეკვის თემაზე გაკეთებული მცირე ზომის სკულპტურები: ცეკვა ქართული (1951, თაბაშირი),…
