Skip to content Skip to footer

ალდე კაკაბაძე — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976). საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1987). ღირსების ორდენის კავალერი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. კაკაბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, მასალის, კოლორიტის, პროპორციების ფაქიზი შეგრძნება, მკაფიოდ გამოსახული ეროვნულობა, პოეტურობა. ნამუშევრები:„საქორწილო დოქი“…

კოტე ჯინჭარაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ 1992 – 1996 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა პეტერბურგში; 1996 –1997 წლებში კი-მოსკოვში. 2001 წლიდან კოტე ჯინჭარაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 2000-იანი წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახელწოდებით მხატვრის გამოფენები მოეწყო არაერთ სახელოვნებო სივრცეში: „OBJECT SPACE”. Rouin გალერეა (ჟენევა, შვეიცარია.…

მალხაზ შველიძე, მხატვარი-კერამიკოსი, ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში (საქართველო); დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება. 1992-1993 წწ. მუშაობდა კერამიკის პედაგოგად ჰერნინგში (დანია); 1979 წლიდან მონაწილებდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრებია: შადრევანი, სოჭის მსახიობის სახლი (1989); “მხედრები” (1990); “ადგილის სული” (იტალია, 1992); სერია…

ოთარ ვეფხვაძე დაიბადა ქალაქ ბორჯომში (საქართველო). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (1975).  სხვადასხვა წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (1990-1992); ფენიქსის სამხატვრო უნივერსიტეტის (არიზონის შტატი, აშშ) პედაგოგი (1991).  ოთარ ვეფხვაძე არის ავტორი ნამუშევრებისა: “გაზაფხული” (1978), “ჰელლადოს” (1986), “გელათი” (პიკასოს…

გიგიშა პაჭკორია, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1986); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007).გიგიშა პაჭკორიას ინტერესი კერამიკისადმი ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა. „მამაჩემი მხატვარი იყო, სახლში თიხა მოჰქონდა და სხვადასხვა საგანს ვაკეთებდი. მახსოვს, როცა დედაჩემმა პირველად მიმიყვანა მუზეუმში, სადაც გავეცანი უძველეს…

ლალი ქუთათელაძე, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1982); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007).1980/1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში, როგორც ხელოვანი და კურატორი: “Fest I Nova 2017” – „ურთიერთობის მრავალფერი ხალიჩა“, Art Villa…

ნატო ერისთავი, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1989-1994); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი (2006-2013); ბავშვთა კერამიკული ძერწვისა და ხატვის სახელოსნოს ხელმძღვანელი (1999-2015), ქართული კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის “თიხის ოფისის” თანადამფუძნებელი (2007); ქართული ფაიფურის შემოქმედებითი სახელოსნოს “White Studio” დამფუძნებელი (2013); პირველი ქართული…

ლია ბაგრატიონი – თანამედროვე ქართველი მხატვარი. IAC-ის (კერამიკის საერთაშორისო აკადემიის) წევრი ჟენევაში, შვეიცარია. ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდის თანადამფუძნებელი, კერამიკის ოფისი თბილისში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი. მისი ძირითადი სამუშაო მასალა თიხაა და მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ამ ტრადიციული მასალის პოპულარიზაციაში. ექსპერიმენტირება…

ვახო ბუღაძე 1982-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1990-იანი წლების საქართველოში არსებული რთული პოლიტიკურ-სოციალური სიტუაცია, ბუნებრივია, აისახა კულტურაზეც. ასეთ ვითარებაში მხატვარი ხელოვნებას გადარჩენის ზონად კი აღარ აღიქვამს, არამედ, პირიქით, ხელოვნების ენით ხმამაღლა აცხადებს თავის დამოკიდებულებას ეპოქალური პრობლემებისადმი. რთულიაგანისაზღვროს ვახო ბუღაძის მხატვრული სტილი, რადგან ის…

დავით (დევი) ხმალაძე  დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში, ამიტომ ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა. თავდაპირველად,  განათლება  იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მიიღო, 1985 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სტუდენტობის პერიოდში ხმალაძე  გაცვლითი პროგრამით  პრაღის სამხატვრო აკადემიაში მიავლინეს, საიდანაც ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა…

გივი მიზანდარი – მოქანდაკე, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის კავალერი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი იყო. ის გახლდათ პირველი მხატვარი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც 1960 წელს, 27 წლის ასაკში, ჰანოის სამხატვრო ინსტიტუტში  (ვიეტნამი) გაგზავნეს პედაგოგად.  აქ მან ჩამოაყალიბა ქანდაკების კათედრა და რამდენიმე წელიწადში,…

ვაჟა (ვაჟიკო)  ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში. ის, თავდაპირველად,  სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით სასწავლებლად გადავიდა  ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität der Künste – UdK),  სადაც დაასრულა პროფესორ გრეგორ შნეიდერის კლასი, შემდეგ სწავლობდა ამსტერდამის გერიტ რიტველდის აკადემიაში. ვ. ჩაჩხიანის შემოქმედების დიდი ნაწილი ფილმები, ქანდაკებები, ფოტოები…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.