Skip to content Skip to footer
მალხაზ შველიძე
დაბადების წელი1960Share

შველიძე მალხაზ

მალხაზ შველიძე, მხატვარი-კერამიკოსი, ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში (საქართველო); დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება. 1992-1993 წწ. მუშაობდა კერამიკის პედაგოგად ჰერნინგში (დანია); 1979 წლიდან მონაწილებდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრებია: შადრევანი, სოჭის მსახიობის სახლი (1989); “მხედრები” (1990); “ადგილის სული” (იტალია, 1992); სერია “მჯდომარე ფიგურები” (1991-1999). მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: “ახალგაზრდა ქართველი კერამიკოსები” (კაუნასი, (1989), პარიზი, კანი (1990), “ახალგაზრდა ქართველი მხატვრები საფრანგეთში” (გალერეა “მონა ბისმარკი”), “ქართული ხელოვნება” (ვარნა, 1990; რომი, 1992; თბილისის “ივერთბანკი” და გალერეა “ორიენტი”, 1996), “თანამედროვე ქართული ხელოვნება” (ბრინდიზი, 1991), კერამიკის (ჰერნინგი, 1993), გალერეა “თბილისი” (1996-1997), გალერეა “ორიენტი” (1998-1999). მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, იტალიის, დანიის, გერმანიის, აშშ, ბულგარეთის, ჰოლანდიის კერძო კოლექციებში..

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.