Skip to content Skip to footer

გიორგი ხანიაშვილი (დ. 1982, თბილისი) თანამედროვე ქართველი ფერმწერი  და მოქანდაკეა. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში (1997–2002), შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით (2002–2007). მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებასა და რელიეფში. მის ნამუშევრებს ახასიათებს გროტესკი, ირონია და გარდასახვა: ადამიანისა და  ცხოველის, საკრალურისა და…

Dimitri Eristavi

დიმიტრი ერისთავი, ქართველი გრაფიკოსი, კინოს მხატვარი და წიგნის დიზაინერი დაიბადა 1931 წელს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იოსებ შარლემანი, სერგო ქობულაძე, ვლადიმერ გრიგოლია და დავით გაბაშვილი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ მხატვრად, ხოლო 1967…

თეონა პაიჭაძე — თბილისში მოღვაწე თანამედროვე ხელოვანია. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე მიიღო პროფესიული განათლება. მისი შემოქმედება მრავალშრიან, მულტიდისციპლინურ ვიზუალურ პრაქტიკაში ტრანსფორმირდება და ფორმის, აღქმისა და ვიზუალური ნარატივის თანმიმდევრულ კვლევას ემსახურება. პაიჭაძის შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს ფერწერას, გრაფიკას და შერეულ…

ლევან მუზაშვილი დაიბადა 1983 წელს, ქალაქ თბილისში. 1999 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ქანდაკების მიმართულებით. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ვიქტორ ჭუმბურიძე, გოგი ოჩიაური, ლევან ცუცქირიძე, რუსუდან გაჩეჩილაძე და თამაზ შათირიშვილი. 2005 წელს, გოგი ოჩიაურის სახელოსნოში, წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი —…

დავით გაგოშიძემ 1982 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1984 წელს კი – მოსკოვის გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი შუა საუკუნეების მხატვრობის კოპირების სპეციალობით, 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, 1990-1991 წლებში – უჩა ჯაფარიძის სახელობის შემოქმედებითი სტუდიის ფერწერის სახელოსნოში.…

ზურაბ გაბუნიას შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლების მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება. მის შემოქმედებაში ძირითად, და შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკას ზეთის საღებავები. ასევე, სამუშაოდ იყენებს აკრილს, პასტელს, ნახშირს. ზურაბ გაბუნიას შემოქმედებაში პეიზაჟი მრავალფეროვნებით ხასიათდება, იგი ფართოდ მოიცავს საქართველოს ბუნებას, ისტორიას, დღევანდელობას (მაგ. „საღამო…

თამარ გედევანიშვილი თანამედროვე ქართველი ვიზუალური არტისტია, რომლის შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს ფერწერას, გრაფიკასა და შერეულ მედიუმებში შესრულებულ სერიებს. იგი მუშაობს  აკრილით, ასევე, ქმნის ქაღალდის ხელსახოცებზე შესრულებულ გრაფიკულ სერიებს. მისი  შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ კვლევის საგანს წარმოადგენს ადამიანი და მისი სხეული, რომელიც  მეხსიერებას, პირად გამოცდილებასა და შინაგან მდგომარეობას…

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (პედაგოგები: კ. სანაძე, ა. ქუთათელაძე, ვ. შუხაევი), რის შემდეგაც აკადემიაშივე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხოლო 1979–2001 წლებში იყო მოსამზადებელ კურსების დირექტორი. 1962 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორის: „კუბა მხატვრის თვალით“ (1968, თბილისი), „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება“…

ქართველი გრაფიკოსი, მხატვარ-რესტავრატორი, საქართველოში დაზგური ფერწერის რესტავრაციის სკოლის ფუძემდებელი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თროგორც პეიზაჟისტი-აკვარელისტი, რეგულარულად მონაწილეობდა მხატვართა კავშირის ეგიდით ორგანიზებულ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებსა და შემოქმედებით სახელოსნოებში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ (იოსებ შარლემანის სახელოსნო),  თეონა ასიტაშვილმა სწავლა განაგრძო დრეზდენის სამხატვრო გალერეის რესტავრაციის სახელოსნოში…

ნანა (ნანული) ბურდული დაიბადა 1960 წელს თბილისში, მხატვრის, ლევან ბურდულის ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა თეატრის მხატვრად და სწავლის პარალელურად თანამშრომლობდა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრთან და თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრთან. ასწავლიდა ხატვას ქართული ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში, თბილისში. 1986 წლიდან მონაწილეობდა…

ქართველი და რუსი ფერმწერი, მოქანდაკე, მონუმენტალისტი და პედაგოგი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი (1997–2025), სოციალისტური შრომის გმირი (1990), საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1980), რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი (1994). ლენინური პრემიის ლაურეატი (1976), ლენინის ორდენის კავალერი (1990), სსრკ-ისა და რუსეთის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1970, 1982, 1996). მისი…

მზია დედანაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1961-1967 წლებში, გრაფიკის ფაკულტეტზე. 1968-1970 წლებში მუშაობდა სამხატვრო აკადემიის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. 1972-1991 იყო გამომცემლობა ‘მერანი’-ს მხატვარ- ილუსტრატორი. 1982 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2001 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა „მცირე ზომის გრაფიკა—ექსლიბრისი“, დიზაინერთა საგამოფენო დარბაზში, თბილისი,…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.