Skip to content Skip to footer

მარი გირკელიძე ქართველი გრაფიკოსი, ილუსტრატორი, წიგნის დიზაინერი, და ხელნაკეთი საავტორო წიგნების შემქმნელია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს მიუნსტერში (გერმანია). 1997–2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული მხატვრობის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ ნოდარ ამაშუკელი და ბადრი სამსონაძე. 2003–2008 წლებში სწავლა მიუნსტერის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტზე…

Maka Jishkariani

მაკა ჯიშარიანი დაიბადა 1971 წლის 11 მარტს, თბილისში. 1986-1989 წლებში სწავლობდა ყარამან ქუთათელაძის სახელობის სახვითი ხელოვნების სტუდიაში. 1989 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ფერწერისა და მონუმენტური რესტავრაციის მიმართულებით. მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია. მიუხედავად ეპოქის სიძნელეებისა, მან საქმიანობა მხატვრობის მონათესავე სფეროს  სარეკლამო…

თეონა პაიჭაძე — თბილისში მოღვაწე თანამედროვე ხელოვანია. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე მიიღო პროფესიული განათლება. მისი შემოქმედება მრავალშრიან, მულტიდისციპლინურ ვიზუალურ პრაქტიკაში ტრანსფორმირდება და ფორმის, აღქმისა და ვიზუალური ნარატივის თანმიმდევრულ კვლევას ემსახურება. პაიჭაძის შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს ფერწერას, გრაფიკას და შერეულ…

Beka Chkhaidze

ბექა ჩხაიძე-ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი, თანამედროვე ქართული ქანდაკების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი. დაიბადა 1998 წლის 16 აგვისტოს, თბილისში. 2016-2024 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულებაზე, ლევან მუზაშვილის კურსზე. ჩხაიძის შემოქმედება მოიცავს პორტრეტულ, ფიგურატიულ, აბსტრაქტულ და მონუმენტურ ქანდაკებას. მის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეხსიერების,…

ლევან მუზაშვილი დაიბადა 1983 წელს, ქალაქ თბილისში. 1999 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ქანდაკების მიმართულებით. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ვიქტორ ჭუმბურიძე, გოგი ოჩიაური, ლევან ცუცქირიძე, რუსუდან გაჩეჩილაძე და თამაზ შათირიშვილი. 2005 წელს, გოგი ოჩიაურის სახელოსნოში, წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი —…

დავით გაგოშიძემ 1982 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1984 წელს კი – მოსკოვის გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი შუა საუკუნეების მხატვრობის კოპირების სპეციალობით, 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, 1990-1991 წლებში – უჩა ჯაფარიძის სახელობის შემოქმედებითი სტუდიის ფერწერის სახელოსნოში.…

ზურაბ გაბუნიას შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლების მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება. მის შემოქმედებაში ძირითად, და შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკას ზეთის საღებავები. ასევე, სამუშაოდ იყენებს აკრილს, პასტელს, ნახშირს. ზურაბ გაბუნიას შემოქმედებაში პეიზაჟი მრავალფეროვნებით ხასიათდება, იგი ფართოდ მოიცავს საქართველოს ბუნებას, ისტორიას, დღევანდელობას (მაგ. „საღამო…

თამარ გედევანიშვილი თანამედროვე ქართველი ვიზუალური არტისტია, რომლის შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს ფერწერას, გრაფიკასა და შერეულ მედიუმებში შესრულებულ სერიებს. იგი მუშაობს  აკრილით, ასევე, ქმნის ქაღალდის ხელსახოცებზე შესრულებულ გრაფიკულ სერიებს. მისი  შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ კვლევის საგანს წარმოადგენს ადამიანი და მისი სხეული, რომელიც  მეხსიერებას, პირად გამოცდილებასა და შინაგან მდგომარეობას…

თვითნასწავლმა მხატვარმა, პროფესიით ენერგეტიკოსმა, ხატვა 1970-იან წლებში დაიწყო. მისი ნამუშევრები  ყურადღებას იპყრობს ინდივიდუალური ნაივური მანერითა და უშუალობით, საინტერესო კოპოზიციებითა და დახვეწილი კოლორიტით. ანთეოს გოგვაძე 2005-2006 წლების ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ფესტივალის ლაურეატია. მონაწილეობდა საკავშირო და რესპუბლიკურ  ჯგუფურ გამოფენებში. 2019 წელს ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში მოეწყო მხატვრის პირველი…

ქართველი გრაფიკოსი, მხატვარ-რესტავრატორი, საქართველოში დაზგური ფერწერის რესტავრაციის სკოლის ფუძემდებელი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თროგორც პეიზაჟისტი-აკვარელისტი, რეგულარულად მონაწილეობდა მხატვართა კავშირის ეგიდით ორგანიზებულ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებსა და შემოქმედებით სახელოსნოებში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ (იოსებ შარლემანის სახელოსნო),  თეონა ასიტაშვილმა სწავლა განაგრძო დრეზდენის სამხატვრო გალერეის რესტავრაციის სახელოსნოში…

ნანა (ნანული) ბურდული დაიბადა 1960 წელს თბილისში, მხატვრის, ლევან ბურდულის ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა თეატრის მხატვრად და სწავლის პარალელურად თანამშრომლობდა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრთან და თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრთან. ასწავლიდა ხატვას ქართული ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში, თბილისში. 1986 წლიდან მონაწილეობდა…

ია არსენიშვილმა 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1996 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1992 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა ანიმატორად საქართველოს ეროვნულ კინოსტუდიაში. 1999 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. იგი მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბატიკის ხელოვნების…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.