თენგიზ ღვინიაშვილი, მოქანდაკე და პედაგოგი; პროფესორი; საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1965), ღირსების ორდენის კავალერი (1995) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2002), გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოვიდა სახელოვნებო ასპარეზზე, ჯერ როგორც პორტრეტისტი მოქანდაკე, შემდგომ კი – მონუმენტალისტი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა 1955 წლიდან. თენგიზ ღვინიაშვილის უამრავი ქანდაკებაა დადგმული…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, პედაგოგი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გიორგი სესიაშვილი 1893 წელს დაიბადა. 1912 წელს, ფრანგული ენის შესასწავლად ის შვეიცარიაში გაემგზავრა. პარალელურად, ჟენევის „ეკოლ დე ბოზ-არ“-ში შევიდა სასწავლებლად. ამ პერიოდის გრაფიკული ნამუჯშევრებში, ერთი ჯგუფი ქართული სოფლის ყოფით ჩანახატებს ასახავს; მეორე – ეროტიკულ სცენებს. 1913…
მიხეილ (მიშა) სვანიძე 1998-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და ეუფლებოდა კერამიკის ხელოვნებას. სამხატვრო აკადემიიდან გარიცხვის შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია. მიშა სვანიძე ქმნის სხვადასხვა მასალით შესრულებულ სამგანზომილებიან მხატვრულ ფორმებს.მისი ნამუშევრები, იქნება ეს მსუქანი მაგიდა, ანგელოზი, ერთი ამბავი, კულტურული ხერხემალი თუ შერეული ტექნიკით შესრულებული სხვა…
ლევან ყიფშიძე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ვიზუალურ ხელოვნებაში, ძირითადად – ქანდაკების მიმართულებით. მისი დიზაინერული პროექტებიც კი ნაწილობრივ სკულპტურულ არსს ატარებდა. მისი შემოქმედება მოიცავდა აბსტრაქტულ სკულპტურებს პოსტმოდერნული შინაარსითა და განზოგადებული კონცეპტუალური თემებით. იგი მუშაობდა სხვადასხვა მასალაზე, მათ შორის ლითონზე (რკინა და სპილენძი), ხესა და…
გიორგი ტყაბლაძე დაიბადა 1971 წელს ქუთაისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების სპეციალობით და ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი ქანდაკებისა და სახელოვნებო განათლების მიმართულებით (თბილისი, საქართველო). გ. ტყაბლაძე ქმნის აბსტრაქტული ქვის, ხისა და შერეული ტექნიკის ქანდაკებებს კონკრეტულ თემებსა და იდეებზე და ფოკუსირებულია თანამედროვე საზოგადოების…
რეზო ხასია, მოქანდაკე, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, სწავლობდა ნიკოლოზ კანდელაკისა და ვალენტინ თოფურიძის სახელოსნოში. სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე, მონაწილეობდა რეგულარულ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში, რომლებზეც მოდერნისტულ კომპოზიციებს წარადგენდა. 2000 წელს, მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა თბილისის ყოფილი კადეტთა კორპუსის შენობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაციის…
მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი გიორგი (უფრო ცნობილი როგორც გიგი) კეშელავა ცხოვრობდა 1932 – 1993 წლებში თბილისში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა დაიწყო მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც ფერწერასა და ხატვას გრიგოლ მესხის ხელძღვანელობით ეუფლებოდა. 1952 წელს გიგი კეშელავამ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…
მოქანდაკე ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა დაიბადა 1944 წელს, ხოლო 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. ხელოვანი არქაული ფორმებით გამორჩეული თავისი ნამუშევრების მასალად იყენებს გრანიტს, მარმარილოსა და სილექსს. მოქანდაკე საგანგებოდ უნარჩუნებს „ქვას საწყის მდგომარეობას“, რათა ხაზი გაუსვას მის ბუნებრიობასა და სიმკვრივეს. „მე მას პირდაპირ…
ჯონი გოგაბერიშვილი 70-იანელთა თაობის ქართველ მოქანდაკეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკულპტორია, რომლის მონუმენტური, ქვაში შესრულებული ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დგას. განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი შემოქმედება ახალ მილენიუმში. ჯონი გოგაბერიშვილმა 1976 წელს დაამთავრა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე; ასპირანტურა კი 1983 წელს ვალენტინ თოფურიძისა და…
1964-1970 წლებში, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. მის სადიპლომო ნამუშევარს – ფიროსმანის სამი მეტრის სიმაღლის ფიგურული კომპოზიციას, მაღალი შეფასება მისცა დიპლომების დაცვაზე მოწვეულმა მოქანდაკემ, მიხაილ ანიკუშინმა, რომელსაც იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნის პოსტი ეკავა. მისი მიწვევით, ნეველი ჯიქიამ სწავლა განაგრძო საბჭოთა…
სიმონ (სიკო) გირკელიძის შემოქმედების მთავარი სფერო ქანდაკება იყო; პარალელურად მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში და აფორმებდა წიგნებს. მის ქანდაკებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პორტრეტს, მითოლოგიურ და რელიგიურ თემებს, ანიმალისტურ სახეებსა და საბჭოთა სინამდვილის კრიტიკულ გააზრებას. გირკელიძის ქანდაკებებს ახასიათებს ექსპრესიული ფორმა, ირონია და გროტესკი. ამ მხრივ გამორჩეულია კომპოზიცია…
მოქანდაკე რამაზ მანჯგალაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია – იყო ირაკლი ოქროპირიძისა და კოტე მერაბიშვილის სტუდენტი. აკადემიის დასრულებისთანავე მონაწილეობდა ყველა რესპუბლიკურ, საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენაში. 1977 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც ჩაიბარა გალერეის ქანდაკების ფონდი. 1990-იანი წლების არეულობის დროს, განადგურებას გადაარჩინა ფონდის მრავალი ნამუშევარი.…
