Skip to content Skip to footer

მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელი. გურამ კორძახიამ სამხატვრო აკადემია 1952 წელს დაამთავრა და მაშინვე საკავშირო მასშტაბით  გაითქვა სახელი: მისმა  სადიპლომო ნამუშევარმა, ვლადიმირ მაიაკოვსკის ქანდაკებამ, 29 წლის სკულპტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა.  ქანდაკება თავდაპირველად  მოსკოვში, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში დადგეს; მოგვიანებით კი მისი ასლი…

მოქანდაკე, ხელოვანი ლიზა ეპიტაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. 1981 წელს დაამთავრა ქანდაკების ფაკულტეტი. მუშაობდა სსრკ სამხატვრო აკადემიის სკულპტორთა თბილისის სამხატვრო სტუდიაში (1983-1986). 1988-2005  წლებში  ლიზა ეპიტაშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგრადში (სერბეთი). 2005 წლიდან 2012 წლამდე იყო თბილისის ლითოგრაფიის შემოქმედებითი სტუდიის კოორდინატორი. საქართველოს კულტურის სამინისტროს საექსპერტო საბჭოს…

თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლადო გრიგოლია ქართული წიგნის ხელოვნების დიდოსტადად ითვლება. მისი მემკვიდრეობა მოიცავს წიგნის გრაფიკას, ნახატებს, შრიფტს, წიგნის მორთულობის ნიმუშებსა  და ქანდაკებას. დაწერილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“.…

მოქანდაკე და იუველერი, დაიბადა 1941 წელს ბორჯომში, საქართველო. ბავშვობა გაატარა ბათუმში. სამი წლის მანძილზე სწავლობდაათბილისის სამხატვრო აკადემიისაქანდაკების ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში საცხოვრებლადამოსკოვშიაგადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლის ასაკში საბჭოთა მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1969 წელს იქორწინა საფრანგეთის მოქალაქე კატრინ ბარსაკზე, ცნობილი თეატრალური…

მოქანდაკე, გრაფიკოსი, თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1999). გია ჯაფარიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1968 წელს დაამთავრა; 1972 წელს კი  ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში დაასრულა სწავლა. 1970 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991);…

მოქანდაკე კარლო გრიგოლია ნონკონფორმისტული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და ქართული აბსტრაქტული ქანდაკების ფუძემდებელია. 1956 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაამთავრების შემდეგ იგი აკადემიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. კარლო გრიგოლიას შემოქმედებას საფუძვლად ბერძნული კლასიკური პრინციპები უდევს, მის ნამუშევრებში მკაფიოდ გამოვლენილია მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი და მისწრაფება პლასტიკური ფორმის განზოგადებისაკენ.…

მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი. ირაკლი ოჩიაურმა სამხატვრო აკადემია 1951 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ვაჟა ფშაველა.“ გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან. ამავე წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ირაკლი ოჩიაური სახელს უკავშირდება ქართული ჭედურობის ტრადიციის აღორძინება, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე…

მოქანდაკე, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გოგი ოჩიაური დაიბადა 1927 წელს, ახიელში, დუშეთის რაიონი. იგი ქართველ მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია, რომელთა შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეროვნული იდენტობის გამომხატველი ხასიათისა და მოტივების ძიებას ჰქონდა. მის მიერ შექმნილ სკულპტურებს შორის განსაკუთრებით ცნობილია მონუმენტური ქანდაკებები: „აჯანყება“…

მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის მხატვარი  ელგუჯა ამაშუკელი, მისი პლეადის მოქანდაკეთა მსგავსად, მონუმენტურ სკულპტურაში ეროვნული იდენტობის მქონე ხატების ავტორია. მეფეთა გამოსახულებები და სიმბოლური და ალეგორიული შინაარსის ურბანული ქანდაკებები: ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, ვეფხი და მოყმე, „ცოდნის ზარი“ (დედა-ენა), დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი, დიდების მონუმენტი („კოლხი დედა“)…

მოქანდაკე, გრაფიკოსი და ფერმწერი; ქართულ მონუმენტურ ქანდაკებაში, XX საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული ეროვნულ-პარტიოტული მიმართულების ერთ-ერთი შემოქმედი. იტალიური რენესანსისა და მანერიზმის ესთეტიკაზე დაფუძნებული მისი ძლიერი,  გმირული ხასიათის პლასტიკა, რომელშიც გამოჩენილი ქართველი მეფეებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ხატებია ასახული, ასევე –   საქართველოს ისტორიის გარდამტეხი  მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალები, ცალკე…

ოლგა ფლორენსკაია (დ.1960) – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი და მოქანდაკე, დაიბადა ლენინგრადში,მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. მეუღლე ალექსანდრ ფლორენსკისთან ერთად არის ჯგუფ “Митьки”-ს შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985), პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი (1988). ალექსანდრე ფლორენსკისთან ერთად განახორციელა არაერთი მასშტაბური…

მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. პირველი ქალი მონუმენტალისტი საქართველოში. აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეიადის წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროინდელი ნამუშევრებით მიიპყრო მოსე თოიძისა და კოტე…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.