Skip to content Skip to footer

მოქანდაკე, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი; მისი  სახიდან უჩა ჯაფარიძემ პოეტ ბესიკის (ბესარიონ გაბაშვილის) პორტრეტი შექმნა. ბიძინა ავალიშვილმა 1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე). მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებს.  ქართველ მოქანდაკეთა შორის, მან  პირველმა გააკეთა პორტრეტები ხის მასალაში. საჯარო…

მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი, თბილისის საპატიო მოქალაქე; საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი; საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მერაბ მერაბიშვილმა 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მოქანდაკის სპეციალობით. 1961 წლიდან იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 1978 წელს გახდა სამხატვრო…

კონსტანტინე მერაბიშვილმა 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სახელოსნო  (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე). 1934 წლიდან იქვე დაიწყო  პედაგოგიურ საქმიანობა; მუშაობდა მონუმენტური და პორტრეტული სკულპტურის ჟანრებში. 1937 წელს მოქანდაკემ  შოთა რუსთაველის ძეგლის კონკურსში გაიმარჯვა.   მონუმენტი თბილისში   1942 წელს აღიმართა.  ამ ნამუშევრისთვის  მერაბიშვილი  სსრკ-ის სახელმწიფო პრემიით…

სიხარულიძე ბათუ – მოქანდაკე და პედაგოგი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგები: ირაკლი ოქროპირიძე, გოგი ოჩიაური). მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში პროფესორ მერაბ ბერძენიშვილის კლასში. 1994 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასწავლის ბოსტონის უნივერსიტეტში, სადაც არის ქანდაკების კათედრის გამგე და სამაგისტრო სახელოსნოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2010…

ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქანდაკების სპეციალობით. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში. საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული მრავალი პროექტის ავტორია. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ვლადიმერ იმერლიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელოვანია. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში თანამედროვე ხელოვნებას და ამ პერიოდში ასპარეზზე გამოსულ თაობას,…

ვახტანგ კოტეტიშვილი – ფილოლოგი, ფსიქოლოგი, ეთნოგრაფი, მოქანდაკე. 1911 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1914 წელს – პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის ფაკულტეტი; 1918 წელს – დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1929 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე). 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა…

იაკობ ნიკოლაძე დაიბადა 1876 წელს, ქუთაისში. პირველი ქართველი პროფესიონალი მოქანდაკე, მრგვალი ქანდაკების სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი, სსრკ სახალხო მხატვრი, სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922).იაკობ ნიკოლაძემ სამხატვრო განათლება მიიღო მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში…

მოდერნისტი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძე ამავდროულად ხელოვნების თეორეტიკოსი, მეცნიერი და გამომგონებელიცაა. მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობის ისტორიაში მისი სახელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.დავითი 1889 წელს იმერეთში, სოფელ კუხში დაიბადა. მალე ოჯახი ქუთაისში დაფუძნდა და ის ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს. დავითი ბავშვობიდან გამორჩეული იყო მრავალმხრივი ინტერესებით, მიდრეკილებით როგორც საბუნებიმეტყველო საგნების…

ერეკლე წულაძემ სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯი დაასრულა – გრაფიკის ფაკულტეტი, შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი. ერეკლე წულაძე, ინოვაციური მასალებითა და ტექნოლოგიებით შესრულებულ ქანდაკებაზე მუშაობს.ერეკლეს ქანდაკება საჯარო სივრცეში პირველად დაიდგა 2012 წელს- ,,მე შენ და ბათუმი“, ქალაქ ბათუმის ბულვარში. ემოციური…

როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს.როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი…

გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას შვილია. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გულდა კალაძე მრავალფეროვანი შემოქმედი იყო. მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი გამოვლინდა ფერწერასა და გრაფიკაში, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც…

ანდრო ვეკუა დაიბადა საქართველოში, სწავლობდა ხელოვნებას საქართველოსა და ბაზელში, შვეიცარია. მან შეიმუშავა ვიზუალური ენა, რომელიც ეფუძნება ადამიანის გამოცდილებათა შესწავლას, მეხსიერების ფრაგმენტული აბსტრაქციების ტრანსფორმაციას ნარატიულ სიგნალებად, მისი თემები მოიცავს  სამეცნიერო ფანტასტიკას და საშინელებათა ჟანრებს,  ანდრო ვეკუა ქმნის ფანტასტიკურ და ხშირად მაკაბრულ ცხრილებს, ავლენს რეკონსტრუქციისა და ფრაგმენტაციის…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.