Skip to content Skip to footer
კოტე ჯინჭარაძე
დაბადების წელი1962Share

ჯინჭარაძე კოტე

კოტე ჯინჭარაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ 1992 – 1996 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა პეტერბურგში; 1996 –1997 წლებში კი-მოსკოვში. 2001 წლიდან კოტე ჯინჭარაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 2000-იანი წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახელწოდებით მხატვრის გამოფენები მოეწყო არაერთ სახელოვნებო სივრცეში: „OBJECT SPACE”. Rouin გალერეა (ჟენევა, შვეიცარია. 2011 ), „დუმილი თანხმობის ნიშანია“. პერფორმანსი (პონტ-ნეფი, პარიზი, საფრანგეთი. 2011) „დროის სუბსტანციები”. კოტე ჯინჭარაძე მუშაობს კონცეპტუალური ხელოვნების მიმართულებით. მისი პროექტებისა და გამოფენების მთავარი თემაა მნიშვნელოვანი ეპოქალური გამოგონებები. ეს გამოგონებები პირველყოფილი ადამიანის ცეცხლის ასანთები ნაკეთობა, თუ თანამედროვე ურთულესი მექანიზმები, მინიმალისტური გამომსახველობითი საშუალებებით მის მიერ შესრულებულ ფერწერულსა და გრაფიკულ ნახატებში მოგვაგონებს ნაცნობსა თუ უცნობ დანადგარებსა და საგნებს. მხატვრის მიერ ამ ფორმით შემოთავაზებული პროექტები მნახველს აძლევს ფიქრისა და განსჯის საშუალებას.

საინტერესოა მისი პოლიტიკურ-სოციალური აქცია-პერფორმანსებიც, მაგალითად, 2013 წელს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში, ჩატარებული აქცია-პერფორმანსი „დუმილი თანხმობის ნიშანია” ან 2014წელს თბილისში კანცელარიის შენობასთან მუშათა უფლებების დასაცავად მოწყობილი პერფორმანსი „წყლის ნაყვა”.

კოტე ჯინჭარაძემ 2005 წელს რაჭაში პირველი საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტრა” დააფუძნა და რეგიონის მუზეუმებსა და სახელოვნებო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ყოველწლიურ ღონისძიებებს მასპინძლობს.

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.