ლია ბაგრატიონი – თანამედროვე ქართველი მხატვარი. IAC-ის (კერამიკის საერთაშორისო აკადემიის) წევრი ჟენევაში, შვეიცარია. ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდის თანადამფუძნებელი, კერამიკის ოფისი თბილისში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი.
მისი ძირითადი სამუშაო მასალა თიხაა და მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ამ ტრადიციული მასალის პოპულარიზაციაში. ექსპერიმენტირება და ახალი მიდგომების ძიება ლია ბაგრატიონის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ალბათ სწორედ ამით არის განპირობებული მის შემოქმედებაში მედიუმების მრავალფეროვნება. მიუხედავად იმისა, თუ რა მედიუმში მუშაობს, ლია ბაგრატიონი ყოველთვის ახერხებს ზუსტად გადმოსცეს ის, რისი თქმაც სურს, ამავდროულად მაყურებელს ინტერპრეტაციისთვის განუსაზღვრელ სივრცეს უტოვებს.
On The Road – from the exhibition – A Mad Tea Party -2018
ლია ბაგრატიონის ინსტალაცია, სახელწოდებით – ბაბილონი (1922) გამოუწვავი აგურის კონსტრუქციაა, რომელიც მაყურებლის თვალწინ იწყებს დაშლას კონსტრუქციის თავზე დამონტაჟებული წყლის რეზერვუარიდან მომდინარე წყლის ნაკადის ზემოქმედებით. ტექნიკურად, წყალი შლის მშრალ, გამოუწვავ თიხას. თიხის ეს თვისება თავად წარმართავს შემოქმედებით პროცესს, ისე, რომ თავადვე ხდება საკუთარი თავის „შემოქმედი“. 10 დღის განმავლობაში წყლისა და თიხის ურთიერთობით გამოწვეულ დაშლის პროცესს მხატვარი თეთრ ტილოზე აკრილის საღებავით აფიქსირებდა.