Skip to content Skip to footer

ერისთავი ნატო

ნატო ერისთავი, ქართველი ხელოვანი და კერამიკოსი დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2006–2013 წლებში იყო აკადემიის მოწვეული პედაგოგი. 1999-2015 წლებში ხელმძღვანელობდა ბავშვთა კერამიკული ძერწვისა და ხატვის სახელოსნოს. 2007 წელს დააფუძნა ქართული კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის „თიხის ოფისი“, 2013 წელს ქართული ფაიფურის შემოქმედებითი სახელოსნო „White Studio“, ხოლო 2014 წელს პირველი ქართული კერამიკის ცენტრი და გალერეა „Workshop“.

2000-იანი წლებიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, კერამიკის სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს კერამიკის ფესტივალების კურატორობასა და ორგანიზებას, რაც საქართველოში კერამიკის თანამედროვე პრაქტიკის განვითარებასა და პოპულარიზაციას უკავშირდება.

ერისთავის მხატვრული პრაქტიკის ძირითადი სფეროა კერამიკული ქანდაკება. მისთვის თიხა არა მხოლოდ მასალა, არამედ მხატვრული აზრისა და ემოციის გამოხატვის საშუალებაა. შემოქმედებით პროცესში თიხა ბუნებრივ ძალებს, ადამიანის ემოციასა და ენერგიას აერთიანებს და ხელშესახებ მხატვრულ ფორმად გარდაქმნის.

მისი ნამუშევრებია:
სერია „გარგულიები“;
„თვალი“  
სერიიდან „პორტალი“;
„სამუშაო პროცესი“;
ინსტალაცია „ლოპოტას ტბა“ – მიძღვნილი გოგა მაისურაძის ხსოვნას;
„ბახუსი“

ნატო ერისთავი
დაბადების თარიღი12 ნოემბერი, 1972Share

Leave a comment

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.