
მაკა ჯიშარიანი დაიბადა 1971 წლის 11 მარტს, თბილისში. 1986-1989 წლებში სწავლობდა ყარამან ქუთათელაძის სახელობის სახვითი ხელოვნების სტუდიაში. 1989 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტზე, ფერწერისა და მონუმენტური რესტავრაციის მიმართულებით.
მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია. მიუხედავად ეპოქის სიძნელეებისა, მან საქმიანობა მხატვრობის მონათესავე სფეროს სარეკლამო და გრაფიკულ დიზაინს დაუკავშირა. სხვადასხვა დროს ცდიდა ძალებს ტანსაცმლის, ტყავის აქსესუარების, ავეჯის, კერამიკისა და ინტერიერის დიზაინში, თუმცა მისი შემოქმედების ამოსავალი წერტილი ყოველთვის ფერწერა იყო. გარემოზე დაკვირვება, ყოფით ნივთებში სილამაზის დანახვა და ციფრულ ფორმატში გადატანა მისი სამყაროს გამოხატულებაა.
ჯიშკარიანის შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს ფერწერას, კომპიუტერულ გრაფიკას და ფუნქციონალურ ხელოვნებას (არტ-ავეჯი, საყოფაცხოვრებო ობიექტები და სხვა). პროფესიული საქმიანობა დაიწყო საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არტ-დირექტორის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სარეკლამო კომპანიებში („კედი ტივი“, „მაქქენ თბილისი“ არტ-დირექტორი). 2012–2019 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი, ხოლო 2024 წელს, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ჟიურის წევრი. ბოლო წლებში მუშაობს ფრილანსერად.
მონაწილეობდა მრავალ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში, მათ შორის: 2019-პერსონალური გამოფენა (საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი), 2024-TAF (თბილისის ხელოვნების ბაზრობა), ჯგუფური გამოფენა ქუთაისში (დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა), ასევე გამოფენებში ბაზელში (შვეიცარია) და ანტვერპენში (ბელგია) და სხვა მრავალი.
მისი ნამუშევრებია:
ორი სკამი და ყავის მაგიდა “ბაღში“ (ხე, საღებავი, ტექსტილი, ლითონის ელემენტები, 2024; 170x140x50 cm)
ზამთარი. პორტრეტი (iPad drawing, 2024)
ავტოპორტრეტი (iPad drawing, 2023)
სკამი “მეზღვაურის საყვარელი“ (ხე, საღებავი, ტექსტილი, 2021; 120x140x50 cm)
ყვავილების ლარნაკი “აკვალანგი“ (ხე, საღებავი, ორგმინა, 2022; 44x38x9 cm)
ყვავილების ლარნაკი “გულით“ (ხე, საღებავი, ორგმინა, 2026; 56x60x12 cm)
„თავდაყირა ფიქრები“ (ტილო, აკრილი, 2026; 6ც, R46 cm)







