Skip to content Skip to footer

ვახტანგ გივის ძე გულისაშვილი  –  ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი, დიზაინერი და მთეგავი; სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. 1960–1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ უჩა ჯაფარიძე და სერგო ქობულაძე. მისი შემოქმედება უკავშირდება XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ხელოვნებას და მოიცავს დაზგურ…

გივი გულისაშვილი – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი  მოსე თოიძე). ამავე  წლიდან დაიწყო მონაწილეობა რეგულარულ სამხატვრო გამოფენებში.   მისი შემოქმედების ძირითადი მოტივებია ცხენების გამოსახულებები, ნატურმორტები და ისტორიულ პირთა პორტრეტები. დასურათებული აქვს წიგნები: ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯა, იროდიონ …

ზაურ გოლავამ 1970 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი   (აპოლონ ქუთათელაძის სახელონო). სწავლა განაგრძო სსრკ-ის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ შემოქმედებით სახელოსნოში სადაც მისი ხელმძღვანელი უჩა ჯაფარიძე იყო. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ჯგუფურ გამოფენებში.    შეასრულა   მეორე მსოფლიო ომის თემაზე საყურადღებო ნამუშევრები: 1941 წელი, შურისძიება,…

ფერმწერი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ნანა მესხიძე ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მამა – ლოტბარი,  დედა – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც მისი პედაგოგი უჩა ჯაფარიძე იყო.   ნანა მესხიძე  იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის ფერწერის პედაგოგად მუშაობდა. 1965 წელს…

გრიგორი გრიგორის ძე გაგარინი XIX საუკუნის რუსი მხატვარი, ილუსტრატორი, ხელოვნების მკვლევარი და არქიტექტორი; საიმპერატორო კარის ობერ-ჰოფმაისტერი და რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. იგი მუშაობდა ფერწერის, გრაფიკის, ილუსტრაციის, ლითოგრაფიის, მონუმენტური მხატვრობისა და არქიტექტურის მიმართულებით. გაგარინის შემოქმედება განსაკუთრებით უკავშირდება კავკასიას და XIX საუკუნის შუა პერიოდის საქართველოსა და…

გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, ორიენტალისტი. 1893 წელს დიდი ვერცხლის მედლით დაასრულა რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია. 1890 წლიდან მონაწილეობდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. 1912-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კავკასიაში; ქმნიდა ეთნოგრაფიული ხასიათის ნამუშევრებს; იყო ნატიფ ხელოვნებათა საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამაარსებელი; ლადო გუდიაშვილის…

ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქანდაკების სპეციალობით. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში. საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული მრავალი პროექტის ავტორია. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ვლადიმერ იმერლიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელოვანია. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში თანამედროვე ხელოვნებას და ამ პერიოდში ასპარეზზე გამოსულ თაობას,…

ვახტანგ კოტეტიშვილი – ფილოლოგი, ფსიქოლოგი, ეთნოგრაფი, მოქანდაკე. 1911 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1914 წელს – პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის ფაკულტეტი; 1918 წელს – დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1929 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე). 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა…

მოდერნისტი ხელოვანი (ექსპრესიონისტი, კუბო-ფუტურისტი,კონსტრუქტივისტი); თეატრისა და კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი; ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის მამათავარი. ირაკლი გამრეკელი იყო სცენოგრაფიის ტექნიკის უბადლო მცოდნე და პირველი ქართველი მხატვარი, რომელმაც ფუტურისტული თეატრის პრინციპის თანახმად, დარგის მნიშვნელობა რეჟისურას გაუთანაბრა. მას 50 ზე მეტი სპექტაკლი აქვს გაფორმებული და დღეს, ქართული თეატრის…

ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, რესტავრატორი, საქართველოში სამუზეუმო საქმის ფუძემდებელი, 1920-30-იანი წლების საქართველოს კულტურული ცხოვრების მოთავე და მონაწილე.დაიბადა 1885 წელს საქართველოში, სოფელ ბახვში. 1906-1914 წლებში იმყოფება მიუნხენში, სწავლობს სამხატვრო აკადემიაში და მუშაობს. იქ ყალიბდება მისი მხატვრული პროფესიონალიზმი.დიმიტრი შევარდნაძე განსაკუთრებული ფიგურაა ქართულ მოდერნიზმში; იგია ის…

ქართველი მოდერნისტი – გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, ქართულ-რუსული ე. წ. კუბო-ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ორკესტრული ფერწერის შემქნელი, რაც ილია ზდანევიჩის ვსიოჩესტვოს კონცეფციის ვიზუალური ნაირსახეობაა მხატვრობაში.დაიბადა 1892 წელს საქართველოში, კოჯორში. მამა წარმოშობით პოლონელი იყო, დედა კი, გამრეკლიძის ქალი, უძველეს ქართულ წარჩინებულ გვართა შთამომავალი.თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობს…

ქეთევან მაღალაშვილი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე , საქართველოს სახალხო მხატვარი დაიბადა საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. 1911-1915 წლებში ის კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. 1914 წელს მოსკოვში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ კ.კოროვინი, ნ.კასატკინი და სხვები..1917…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.