გიორგი ჩაჩანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984- 1989). 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1993 მუშაობდა საქართველოს ფოლკლორის სასახლესთან არსებულ ხატვის წრის ხელმძღვანელად, ხოლო 1994-2006 წლებში იყო ს.ტ.უ. სახვითი ხელოვნების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის,ხატვის მიმართულებაზე…
თენგიზ სამსონაძე ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი იყო ქართულ სახვით ხელოვნებაში. მან 1949 წელს იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მისი სპეციალობები გახდა ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური და კინო-სატელევიზიო მხატვრობა. იგი გამორჩეული იყო თავისი პედაგოგიური მოღვაწეობითაც. 1955 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში. თენგიზ…
თვითნასწავლი მხატვარი ივანე (ვანო) მელიაშვილი დაიბადა თიანეთში. მხატვარი კარგად იცნობდა ქართულ მოზაიკასა და მის ტექნიკას, რაც კარგად ჩანს მის სურათებში – თამარ მეფის პორტრეტი, ვაჟა-ფშაველა და მისი ოჯახი. ვანო მელიაშვილის მიერ ქართული მინიატიურული ხელოვნების ცოდნა კი ნათლად გამოვლინდა მის სურათებში, სადაც გამოსახულია სცენები ზაქარია ფალიაშვილის…
ოლეგ ქოჩაკიძე, ქართველი ფერმწერი, თეატრის მხატვარი, არქიტექტორი, რეჟისორი და სცენარისტი დაიბადა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. აქ გაიცნო ალექსანდრე სლოვენსკი და იური ჩიკვაიძე, რომლებსაც დაუკავშირა თავისი მომავალი შემოქმედებითი ცხოვრების გზა. ო. ქოჩაკიძის, ა. სლოვინსკისა და ი. ჩიკვაიძის მიერ 1957…
გამოჩენილი სცენოგრაფი, არქიტექტორი, რეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი, იური ჩიკვაიძე დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. იქ გაცნობილ ოლეგ ქოჩაკიძესა და ალექსანდრე სლოვინსკისთან ერთად 1957 წელს დააარსა შემოქმედებითი ჯგუფი სამეული, რომლის შემოქმედებითი საქმიანობა ითვალისწინებდა სპექტაკლებისთვის დეკორაციების შექმნას. ჯგუფს განსაკუთრებული ღვაწლი…
ალექსანდრე სლოვინსკი დაიბადა 1935 წელს თბილისში, ცნობილი ინჟინრის, ნიკოლოზ სლოვინსკისა და მისი მეუღლის, ბარბარე იოსავას, ოჯახში. ალ. სლოვინსკიმ 1953 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ის იქ დაუმეგობრდა თანაკურსელებს – იური ჩიკვაიძესა და ოლეგ ქოჩაკიძეს, 1957 წელს კი მათთან ერთად დააარსა…
დიმიტრი ნალბანდიანი – მხატვარი, პორტრეტისტი, ანიმატორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1969), სოციალისტური შრომის გმირი (1976), ლენინისა (1982) და სტალინის ორი (1946, 1951) პრემიის ლაურეატი, ჯავაჰარლალ ნეჰრუს ჯილდოს მფლობელი (1970). წარმოშობით სომეხი მხატვარი დიმიტრი ნალბანდიანი დაიბადა თბილისში. 1924 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც სწავლობდა ე. ლანსერესა…
რობერტ კონდახსაზოვი დაიბადა თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც ფერწერას ეუფლებოდა ვ. შუხაევისა და ს. ქობულაძის ხელმძღვანელობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1969 წლიდან, მუშაობდა ინტერიერის დიზაინის, წიგნის გრაფიკისა და სცენოგრაფიის ჟანრებში. 1973 წელს მიიღო საქართველოს თოჯინების თეატრში სპექტაკლების სცენოგრაფიისთვის…
დავით გველესიანი მხატვარ რომანოზ (რომან) გველესიანის ძმისშვილი იყო. 1906 -1907 წლებში სწავლობდა ტფილისის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, ხოლო 1911 წელს დაამთავრა ვაჟთა I გიმნაზია. 1912 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ხოლო 1932…
თამარ ხარაბაძე – მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი 1970-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია. 1974 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ფრანგული ენის ფაკულტეტი), 1972-1976 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, ფერწერის სპეციალობით. 1976 წლიდან დღემდე…
დავით მელიქიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო პედაგოგიური სასწავლებელი. 1979-84 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1989 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალთან “ანო და ვანო”. გაფორმებული აქვს გარეკანი წიგნისათვის მარინა მამულაშვილის პროზა. მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, კერამიკასა და ასევე ფოტოსკულპტურაში. ხატავს ძირითადად პორტრეტებს, ასევე კომპოზიციებსა და…
დავით (დევი) ხმალაძე დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში, ამიტომ ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა. თავდაპირველად, განათლება იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მიიღო, 1985 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სტუდენტობის პერიოდში ხმალაძე გაცვლითი პროგრამით პრაღის სამხატვრო აკადემიაში მიავლინეს, საიდანაც ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა…
