ლადო თევდორაძე დაიბადა 1957 წელს. იგი 1974-1977 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, ხოლო 1979-1985 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ლადო თევდორაძის ნამუშევრებში გადმოცემულია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ყოველდღიური ყოფის ამსახველი სცენები. პერსონაჟთა სახასიათო სტილიზება, მაჟორული ფერთა გამა ერთის მხრივ ნოსტალგიურ და ამავდროულად…
ნათელა გრიგალაშვილი – ფოტოგრაფი და ხელოვანი, რომელმაც სახელი გაითქვა საკუთარი ცხოვრებისა და განცდების ამსახველი ე.წ. პირადი ფოტოპროექტებით და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების ჩაკეტილი თემების შესახებ გაკეთებული ფოტორეპორტაჟებით. გრიგალაშვილი ფოტოგრაფიით მას მერე დაინტერესდა, რაც 1984 წელს მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა და მუშაობა მინიატურების სახელმწიფო თეატრში…
ბუბა არაბულმა დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1996 წელს.მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალია. ნაზი პასტელური ტონებით შექმნილ კოლორიტში, გამჭვირვალე ჰაეროვანი ფიგურები ერთიან დეკორატიულ ზედაპირს ქმნიან. ზოგჯერ შერეულ ტექნიკას იყენებს და ნამუშევრის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ფაქტურით…
მიხეილ ხვიტია დაიბადა 1924 წელს ზუგდიდში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ ალექსანდრე ციმაკურიძის კლასი. იყო რეპინის სახელობის სტიპენდიანტი. 1948–51 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში პროფესორ უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ძირითადად მუშაობდა პეიზაჟის ჟანრში, თუმცა შექმნილი აქვს შესანიშნავი ნატურმორტები, პორტრეტები, შიშველი…
გივი მიზანდარი – მოქანდაკე, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის კავალერი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი იყო. ის გახლდათ პირველი მხატვარი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც 1960 წელს, 27 წლის ასაკში, ჰანოის სამხატვრო ინსტიტუტში (ვიეტნამი) გაგზავნეს პედაგოგად. აქ მან ჩამოაყალიბა ქანდაკების კათედრა და რამდენიმე წელიწადში,…
ვაჟა (ვაჟიკო) ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში. ის, თავდაპირველად, სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით სასწავლებლად გადავიდა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität der Künste – UdK), სადაც დაასრულა პროფესორ გრეგორ შნეიდერის კლასი, შემდეგ სწავლობდა ამსტერდამის გერიტ რიტველდის აკადემიაში. ვ. ჩაჩხიანის შემოქმედების დიდი ნაწილი ფილმები, ქანდაკებები, ფოტოები…
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სან პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და პარიზის შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი იყო. საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა. ჯერ საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი მოღვაწეობა ბრაზილიაში გააგრძელა. მისი ბიოგრაფია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს უკავშირდება. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, პარიზში, მადლენ ვატიესა და ბერნარ…
თენგიზ ღვინიაშვილი, მოქანდაკე და პედაგოგი; პროფესორი; საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1965), ღირსების ორდენის კავალერი (1995) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2002), გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოვიდა სახელოვნებო ასპარეზზე, ჯერ როგორც პორტრეტისტი მოქანდაკე, შემდგომ კი – მონუმენტალისტი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა 1955 წლიდან. თენგიზ ღვინიაშვილის უამრავი ქანდაკებაა დადგმული…
სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – სერაპიონ ვაწაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია: მან 1922 წელს ჩააბარა ქანდაკებისა და დეკორატიული მხატვრობის ფაკულტეტზე, თუმცა, ამ მომენტისთვის დეკორატორობა უკვე მისი მოწოდება და ხელობა იყო – 1913 წლიდან, ათი წლის მანძილზე, ჯერ კიდევ ყრმობის…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, პედაგოგი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გიორგი სესიაშვილი 1893 წელს დაიბადა. 1912 წელს, ფრანგული ენის შესასწავლად ის შვეიცარიაში გაემგზავრა. პარალელურად, ჟენევის „ეკოლ დე ბოზ-არ“-ში შევიდა სასწავლებლად. ამ პერიოდის გრაფიკული ნამუჯშევრებში, ერთი ჯგუფი ქართული სოფლის ყოფით ჩანახატებს ასახავს; მეორე – ეროტიკულ სცენებს. 1913…
ალექსანდრე ვარვარიძე ვიზუალური არტისტია. ყველაზე აქტიურად მუშაობს ფერწერაში. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინდივიდუალური ხასიათით, მის ნამუშევრებში ჭარბობს ფიგურატიული ფორმები და ინტენსიური ლაკონური ფერები. მისი პორტრეტებში ვლინდება სამყაროს მხატვრისეული ემოციური აღქმა, რაც მისი ნამუშევრების ინტერპრეტაციისთვის ფართო შესაძლებლობებს ქმნის. ალექსანდრე ვარვარიძის აბსტრაქტულ ნამუშევარში მქრქალი ზედაპირის, ბუნებრივი ფაქტურის, ზეთის…
ნიკოლოზ კოკა ციხელაშვილი დაიბადა თბილისში. 1982-1988 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. სადიპლომო ნამუშევარი გაიგზავნა მოსკოვში საბჭოთა კავშირის საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრების გამოფენაზე. 2005 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი. კოკა ციხელაშვილი ძირითადად მუშაობს ორ მედიუმში – ფერწერასა და…
