Skip to content Skip to footer

ლელა ტაბლიაშვილი 1986-92 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე ანიმაციის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვეფხისტყაოსანის ანიმაციური ვერსია –ხელმძღვანელი მამია მალაზონია. 1988 წელს იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკაზე ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სამხატვრო აკადემიაში. 1994 წლიდან არის იუნესკოს გრფიკოს-დიზაინერთა კავშირის წევრი მოსკოვში. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის…

გოგი მიქელაძე – ფერმწერი და კინომხატვარი – იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდგომ (1965), თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე დაეუფლა კინომხატვრობის ოსტატობას (1965 – 1971).  ის არის დამდგმელი მხატვარი მრავალი ცნობილი და პოპულარული ქართული ფილმისა, რომელთა შორისაა ელდარ შენგელაიას „სავარძელი“ (2016),  რუსუდან გლურჯიძის „უცხო სახლი“(2014),…

ქართველი ემიგრანტი მხატვარი ვანო ენუქიძე 1907 წელს ქუთაისში დაიბადა. 1920 წელს, ენუქიძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც ვანო ენუქიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც  წარმატებით დაასრულა 1928 წელს. როგორც ცნობილია, ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე  პოლიტიკურ მოვლენებში, ქართველი სტუდენტებიც აქტიურად …

აფრინდი ცაში და გადმოსძახე მსოფლიოს მის არასრულყოფილებაზე… – ასე ხედავდა ხელოვანის მისიას სოლომონ გერშოვი (1906, დვინსკი, დღევანდელი დაუგავპილსი, ლატვია -1989, ლენინგრადი, დღევანდელი პეტერბურგი, რუსეთი), ებრაული წარმოშობის მხატვარი, გრაფიკოსი, რუსული ავანგარდის წარმომადგენელი.სოლომონ გერშოვის შემოქმედებითი გზა რთულია და არაერთგვაროვანი. მისი მხატვრად ჩამოყალიბება ქალაქ ვიტებსკსა და იმ ცნობილ…

დაიბადა მოქანდაკის ოჯახში. სახლში, რომელიც იმავდროულად სახელოსნოც იყო და ის გარემო, სადაც მუდმივი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ, მის ნამუშევრებში იგრძნობა ინტერესი ფორმების პლასტიკური გადმოცემისა და ფერის, ჰაერისა და მათ გარშემო არსებული სივრცის ასახვისადმი. 1992 წელს თამარ მელიქიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური…

ჟანრი ლოლაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ადამიანი-ისტორიის ევროპული ორდენის კავალერი, სხვა უამრავი ჯილდოსა და წოდების მფლობელია. „მხატვრობაში მე ვარ რეჟისორიც, დრამატურგიც, სცენოგრაფიც და მსახიობიც. ეს განცდა, ეს ემოცია გაძლევს უფლებას, უფრო მეტად თავისუფალი იყო. აქ ყველაფერი გამოგონილია. უფრო ილუზიური სამყაროა. საერთოდაც, რაც…

გიგო ზაზიაშვილი  დაიბადა ქართული აბრების მხატვრის, ივანე ზაზიაშვილის, ოჯახში. თვითნასწავლ  მხატვარს ხელმოკლეობის გამო  არ მიუღია დაწყებითი განათლება,   14 წლის ასაკში  კი  დაობლდა. მომავალ მხატვარს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და დაოსტატებაში დაეხმარა მხატვარია გიგო გაბაშვილი.  მოგვიანებით  მას  მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის ქართველ რეალისტ მხატვრებთან. გ. ზაზიაშვილის შემოქმედებისათვის…

ფოტოხელოვანი და პედაგოგი, იური მეჩითოვი ფოტოგრაფირებით ბავშვობიდან იყო გატაცებული, რამაც, სულ მალე,  მისი პროფესიული გზა განსაზღვრა – 1972 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ, მან მუშაობა ფოტოგრაფად დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი ცხოვრების დიდი ნაწილიც სწორედ კინოხელოვნებას დაუკავშირდა. მეჩითოვის  პირველი პერსონალური გამოფენა თბილისის „კინოს სახლში“  1978…

თამარ მინაშვილი დაიბადა 1964 წელს ქ. თბილისში. 1980-1984 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის სპეციალობაზე; იყო ელენე ახვლედიანის სახ. სტიპენდიანტი. სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩააბარა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულებაზე. 1991-1993 წლებში გაიარა ასპირანტურის…

დავით გაბიტაშვილი  დაიბადა 1920 წელს ქ. თბილისში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის დამთავრების შემდგომ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში  (ხელმძღვანელი უჩა ჯაფარიძე). სწავლის დასრულებიდან (1952) მალევე,   1953 წლიდან,  მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. დ. გაბიტაშვილის შემოქმედება გამოირჩეოდა თხრობითი ხასიათით. მხატვარი ქმნიდა  ცხოვრების პოეტურ მონახაზებს, ასევე ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის სურათებს. …

ფოტოხელოვანი, რომელიც მუშაობს როგორც ქუჩისა და რეპორტაჟული ასევე, მხატვრული ფოტოს მიმართულებებით.  გურამ წიბახაშვილმა 1985 წლიდან თანამოაზრეებთან ერთად, სათავე დაუდო ვიზუალური ბანკის შექმნის პროექტს; მისი  ნამუშევრები 1990- იანი წლების საქართველოს ისტორიის გარდამტეხი მომენტებისა და  თბილისის  სოციალურ-პოლიტიკური და  შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველ მოცულობითი ფოტო-დოკუმენტაციას ქმნის.  ამ ფოტორეპორტაჟებში ასახულია…

საქართველოს სახალხო მხატვრის რუსუდან ჯავრიშვილის შემოქმედება მჭიდროდაა   დაკავშირებული ქართული პეიზაჟური ხელოვნების განვითარებასთან. მისი შემოქმედების განმსაზღვრელი მშობლიური ბუნებაა,  რომლის სილამაზესაც იგი ბავშვობიდანვე ეზიარა   სოფელ ერთაწმინდაში. ექვსი წლის რუსუდანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსე თოიძისა და შალვა მამალაძის მიერ მშობლიურ სოფელში წმინდა ესტატეს ტაძრის ტილოზე ასახვამ, რამაც მხატვრის…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.