გიორგი გეგეჭკორი – ფერმწერი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგი გეგეჭკორი არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. 1990-იანი წლებიდან…
ია გიგოშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ სერგო ქობულაძე და ლორეტა შენგელია. აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა სერგო ქობულაძის სახელოსნოს ასპირანტურაში უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ქართველმხატვრებს შორის ია გიგოშვილმა პირველმა აითვისა და საქართველოში დაამკვიდრა სერიგრაფიის ტექნიკა, რომელიც საბჭოთა კავშირში…
აკაკი ჯაშის პროფესიული განათლება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში იწყება, ხატვისა და ფერწერის მიმართულებით (2000-2005). მოგვიანებით მან სწავლა თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, სადაც ჯერ სახვითი ფაკულტეტის კინო-ტელე მხატვრობის სპეციალობაზე ბაკალავრის ხარისხი დაიცვა (2005-2009), ხოლო შემდეგ თეატრის მხატვრობის სპეციალობით მაგისტრის ხარისხი მოიპოვა (2009-2011).…
დაიბადა 1988 წლის 3 მარტს მოსკოვში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. თეონა ბავშვობიდან ხატავდა. მოსკოვში დაამთავრა სამხატვრო სკოლა, 2009 წელს კი – თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. ფულბრაიტის პროგრამით 2015 წელს ნიუ-იორკში ჩავიდა და სწავლა დაიწყო სირაკუზის უნივერსიტეტის ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯში, სადაც ფერწერის მაგისტრის წოდებაც…
ლევან ხარანაული 1963 წლის 29 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, ფარნაოზ ლაპიაშვილის კლასი. იგი ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის დიზაინერია, რომლის შემოქმედებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პორტრეტს, მშობლიური გარემოს გამოსახვასა და წიგნის მხატვრულ გაფორმებას. 1983 წლიდან მხატვარი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობს.…
გაიანე ხაჩატურიანი დაიბადა 1942 წლის 9 მაისს თბილისში. ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თუმცა მხატვრობით განსაკუთრებულად 12 წლის ასაკში დაინტერესდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო სახლში ხანგრძლივად ყოფნისას მან საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება და მისი ხატვის გზით გამოხატვა დაიწყო. სკოლაში სწავლის პარალელურად, გაიანე ფერწერის გაკვეთილებს მოსე თოიძის სამხატვრო…
თამარ კარბელაშვილი დაიბადა 1937 წლის 11 სექტემბერს. მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულებებია დაზგური გრაფიკა, წიგნის გაფორმება და ილუსტრაცია, თუმცა მხატვარი ფერწერულ ტილოებსაც ქმნიდა. იგი 1962–1966 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „განათლებაში“, მოგვიანებით კი თანამშრომლობდა სხვა გამომცემლობებთანაც და…
ლაკა ფოფხაძე ქართველი ხელოვანია, დაიბადა 1967 წელს თბილისში. 1987–1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე. ხელოვანი სწავლას აგრძელებს თბილისის ხელოვნების პროფესიულ სასწავლებელში, გია ეძგვერაძისა და ყარამან ქუთათელაძის სტუდიებში. მუშაობდა ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის მიმართულებითაც. ამჟამად მუშაობს ART FABRIC-ის სამხატვრო სტუდიაში. ფოფხაძის შემოქმედება ხასიათდება…
გიორგი ხანიაშვილი (დ. 1982, თბილისი) თანამედროვე ქართველი ფერმწერი და მოქანდაკეა. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში (1997–2002), შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით (2002–2007). მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებასა და რელიეფში. მის ნამუშევრებს ახასიათებს გროტესკი, ირონია და გარდასახვა: ადამიანისა და ცხოველის, საკრალურისა და…
დიმიტრი ერისთავი, ქართველი გრაფიკოსი, კინოს მხატვარი და წიგნის დიზაინერი დაიბადა 1931 წელს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იოსებ შარლემანი, სერგო ქობულაძე, ვლადიმერ გრიგოლია და დავით გაბაშვილი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ მხატვრად, ხოლო 1967…
ვიქტორია (ვიკა) ბერიშვილი, არტისტი და დიზაინერი, დაიბადა 1984 წლის 30 აგვისტოს თბილისში. 2001–2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, ხოლო 2014–2016 წლებში — იტალიაში, მილანის დიზაინის პოლიტექნიკურ სკოლაში (Scuola Politecnica di Design). ამჟამად მუშაობს დიზაინერად და არტისტად, ასევე კითხულობს ლექციებს ინტერიერის დიზაინში. ბერიშვილი…
ბექა ჩხაიძე – ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი, თანამედროვე ქართული ქანდაკების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი. დაიბადა 1998 წლის 16 აგვისტოს, თბილისში. 2016-2024 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულებაზე, ლევან მუზაშვილის კურსზე. ჩხაიძის შემოქმედება მოიცავს პორტრეტულ, ფიგურატიულ, აბსტრაქტულ და მონუმენტურ ქანდაკებას. მის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი…
