Skip to content Skip to footer

საქართველოს სსრ – ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ევგენია დონცოვა დაიბადა რუსეთის ქალაქ როსტოვში. თბილისში დიდი სამამულო ომის დროს, ევაკუაციისას, მოხვდა.  1942 – 1949 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში  თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე, სადაც მას  დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე ასწავლიდნენ. 1950 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა გრიბოედოვის…

მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი გიორგი (უფრო ცნობილი როგორც გიგი) კეშელავა ცხოვრობდა 1932 – 1993 წლებში თბილისში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა დაიწყო მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში,  სადაც ფერწერასა და ხატვას გრიგოლ მესხის ხელძღვანელობით ეუფლებოდა. 1952 წელს გიგი კეშელავამ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…

მიხეილ ბილანიშვილი ქართველი მოდერნისტი მხატვარების წრეს მიეკუთვნება. მისი მშობლები იყვნენ არმიის პოლკოვნიკის იოსებ ბილანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე თარხნიშვილი. მიხეილი, უფროსი და-ძმის სოსოსა და და ნინოს მსგავსად, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჯერ გიგო გაბაშვილთან, შემდეგ კი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძესთან. შესაძლოა ის ასევე სწავლობდა ევგენი ლანსერეს…

იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები.…

ქართველი მხატვარი თამარ ბალანჩივაძე ბალანჩივაძეების ცნობილი ოჯახის (მამა – კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937);  ძმები – გიორგი /  ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983) – ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი; ანდრია (1906-1992) –  კომპოზიტორი )  ერთ-ერთი წარმომადგენელია.  თ. ბალანჩივაძე 1929 წელს ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გიგო გაბაშვილის კლასს და …

ესმა ონიანის შემოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. მისი ფერწერული ტილოები კოლორისტული სიმდიდრით და სულიერი სიღრმით გამოირჩევა. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს ბავშვობის ხატოვანი მოგონებები, რომლებიც გამუდმებით ჩნდებიან მის პოეტურ, ნოსტალგიურ სურათებში.  ესმა ონიანი 1938 წლის 20 ივლისს დაიბადა, თბილისში. 1957–1963 წლებში სწავლობდა თბილისის…

ვერა ბელეცკაია – წარმოშობით რუსი გრაფიკოსი, სსრ-ის დამსახურებული მხატვარი  1914 წელს დაიბადა თბილისში.  იგი 1931-1937 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვ. სიდამონ-ერისთავისა და ი. შარლემანის ხელმძღვანელობით. მისი შემოქმედების  ძირითადი მიმართულებები იყო ილუსტრაცია და პეიზაჟები. ვ. ბელეცკაია მუშაობდა    გუაშით,  ტემპერითა და    აკვარელით.    აღსანიშნავია, მისი ფერადი ლინოგრავიურები …

მოქანდაკე ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა დაიბადა 1944 წელს, ხოლო 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. ხელოვანი არქაული ფორმებით გამორჩეული თავისი ნამუშევრების  მასალად იყენებს    გრანიტს, მარმარილოსა და  სილექსს.     მოქანდაკე საგანგებოდ უნარჩუნებს  „ქვას  საწყის მდგომარეობას“,  რათა  ხაზი გაუსვას  მის ბუნებრიობასა და სიმკვრივეს. „მე მას პირდაპირ…

Poirtyrait of Shalom Koboshvili by David Gvelesiani

შალომ კობოშვილი თვითნასწავლი მხატვარია. პრიმიტივისტული მანერით, ზეთის, ანდა წყლის საღებავებით შესრულებული მისი  ნამუშევრები, მხატვრული ღირებულების მქონე კოლექციის გარდა,  ქართველი ებრაელების ყოფაცხოვრებისა  და სარწმუნოებრივი რიტუალების ამსახველ მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ დოკუმენტაციას წარმოადგენს. კობოშვილი ახალციხეში,  ღარიბი ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა.  მძიმე ბავშვობისა და სიყმაწვილის გამო სრულფასოვანი განათლება ვერ მიიღო.…

ჯონი გოგაბერიშვილი 70-იანელთა თაობის ქართველ მოქანდაკეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკულპტორია, რომლის მონუმენტური, ქვაში შესრულებული ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დგას.  განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი შემოქმედება ახალ მილენიუმში.   ჯონი გოგაბერიშვილმა 1976 წელს დაამთავრა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე;  ასპირანტურა კი 1983 წელს ვალენტინ თოფურიძისა და…

ბ. ლომსიანიძე დაიბადა ქუთაისში. ქუთაისის სახვითი ხელოვნების სკოლის და შემდეგ სანქტ-პეტერბურგის ა. შტიგლიცის სახ. ხელოვნების და დიზაინის სახელმწიფო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ესპანეთში მოღვაწეობს. ბ. ლომსიანიძე მულტიდისციპლინური არტისტია, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისშივე ირჩევს ქსოვილს როგორც მედიუმს: ქსოვილის მოქნილობა და ელასტიკურობა მხატვარს მის ტილოებსა და ინსტალაციებში…

1964-1970 წლებში, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. მის სადიპლომო ნამუშევარს – ფიროსმანის  სამი მეტრის სიმაღლის ფიგურული კომპოზიციას, მაღალი  შეფასება მისცა დიპლომების დაცვაზე მოწვეულმა მოქანდაკემ, მიხაილ ანიკუშინმა, რომელსაც იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის  მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნის პოსტი ეკავა.  მისი მიწვევით, ნეველი ჯიქიამ სწავლა განაგრძო საბჭოთა…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.