Skip to content Skip to footer

მდივანი ირაკლი

ირაკლი მდივანმა 1930 წელს დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემია (ე.ლანსერეს კლასი). 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს დრამატულ თეატრებში. 1930 წლიდან იყო თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი. მან გააფორმა ნინა გერნეტის „ალადინის ჯადოსნური ლამფა“, ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, ლეონიდ ბრაუსევიჩის „ჩექმებიანი კატა“, ალექსეი ტოლსტოის „ბურატინოს თავგადასავალი“ და სხვა. ირაკლი მდივანის მიერ XX საუკუნის 30-იან წლებამდე შექმნილ ნამუშევრებში კარგად ჩანს მხატვრის მოდერნისტული მისწრაფებები, რომლებიც ქართულ მხატვრობაში 1937 წლის ცნობილი რეპრესიების შემდეგ, ფაქტობრივად, შეწყდა.

ირაკლი მდივანი
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1907-1991Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.