წარმოშობით თბილისელი, ალექსანდრე ზალცმანი საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლებული გერმანელების ოჯახში დაიბადა და საფუძვლიანი აღზრდა და ადრეული განათლება მიიღო ხელოვნებაში, მუსიკასა და დრამაში. მამამისმა – საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა არქიტექტორმა, ალბერტ ზალცმანმა დიდების ტაძრის შენობა (დღევანდელი საქართველოს ეროვნული გალერეა) დააპროექტა. ალექსადნრე ზალცმანი თავისუფლად ფლობდა ოთხ…
სიმონ გირკელიძემ, მას შემდეგ, რაც მხატვრობა მოწოდებად აირჩია, თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფია – გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა მიატოვა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1970 წელს, მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით დაასრულა. მუშაობდა ძირითადად ქანდაკების ჟანრში. ამის პარალელურად, ფერწერულ ნამუშევრებსაც ქმნიდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა ჯერ კიდევ…
ცნობილი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი და მხატვარი. დაიბადა 1941 წლის 21 აგვისტოს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ანდრია ბალანჩივაძის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, სადაც მისი პედაგოგები ცნობილი მუსიკოსები ლევ ობორინი და მარია იუდინა იყვნენ. ადრეული ბავშვობიდანვე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, ერთი მხრივ როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე მის…
დიმიტრი ხახუტაშვილი მიეკუთვნება ორმოცდაათიანი წლების ქართველ მხატვართა თაობას. იგი დაიბადა 1927 წელს, ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იმ პერიოდისათვის ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი და სხვა. 1960 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა…
ვლადიმერ კანდელაკი არის 1970-იანი წლების ქართველი მხატვრების თაობის გამორჩეული წარმომადგენელი. მისი, როგორც ნონკონფორმისტი მხატვრის ჩამოყალიბება, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო, მაგრამ ის ბრმად არასოდეს მისდევდა ევროპული სტილისტური მიმდინარეობების ფორმებს. მისი შემოქმედება მოიცავს ტრადიციულ ქართულ ელემენტებს და საბჭოთა მოტივებს და ამით უნიკალური ტიპის ეთნო- სიურეალიზმს ქმნის. ვლადიმერ…
ირაკლი სუთიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მხატვარს მკაფიოდ ინდივიდუალური წერის მანერა გამოარჩევს. მისთვის სახასიათო მხატვრული ხერხები (ოქროსფერი ფონი; მრავალშრიანი ფაქტურული ზედაპირი; ახლო პლანით მოცემული გამოსახულებები) მის მონუმენტურ კოპოზიციებს რომანტიულობის ელფერს ანიჭებს. სიუჟეტებში უგულვებელყოფილია დროის შეგრძნება. ნარატივისგან დაცლილი სცენები განზოგადოებულ სახე-ხატებად წარმოგვიდგებიან, რელიგიურ თუ მითოლოგიურ…
მოქანდაკე რამაზ მანჯგალაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია – იყო ირაკლი ოქროპირიძისა და კოტე მერაბიშვილის სტუდენტი. აკადემიის დასრულებისთანავე მონაწილეობდა ყველა რესპუბლიკურ, საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენაში. 1977 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც ჩაიბარა გალერეის ქანდაკების ფონდი. 1990-იანი წლების არეულობის დროს, განადგურებას გადაარჩინა ფონდის მრავალი ნამუშევარი.…
გელა ფილაური დაიბადა გორში, 1961 წლის 8 მაისს. 1976 -1980 წლებში სწავლობდა მ.თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (ცხინვალი), შემდგომ — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, 1981 – 1987 წლებში. გელა ფილაური მრავალი შემოქმედებითი კავშირების წევრია – საქართველოს მხატვართა კავშირის (2012 წ.-დან), ამავე წლიდან —…
მოქანდაკე და პედაგოგი, ნოდარ თოფურია ძირითადად მცირე პლასტიკის ჟანრიში მუშაობდა – მის მიერ შექმნილმა, დახვეწილი ფორმის დაფერილი თაბაშირის სკულპტურებმა მაშინვე მიიპყრო პროფესიული წრეების ყურადღება. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში (1964-1970), ნოდარ თოფურია ნიკოლოზ კანდელაკის სტუდენტი იყო. 1973 წელს მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ გამოფენაში, რის შემდგომაც…
დინარა ნოდიამ ემოქმედებითი გზის დასაწყისშივე (1950-იანი წლები) ახალი ტიპის გამომსახველობა შეიტანა ქართულ გრაფიკაში. ინდუსტრიალიზაციის ამსახველი, შრომის პათოსისა და სოციალისტური საზოგადოების წინსვლას მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები, დაფუძნებული ავანგარდული კინოსა და ალექსანდრ როდჩენკოს ესთეტიკის პრინციპებზე, საკავშირო არტ-კრიტიკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მონუმენტული სტილისტიკის მქონე, ფერადი ლინოგრავიურების სერიები – „ჭიათურა“…
ჯუმბერ ჯიქია – მოქანდაკე და პედაგოგი; სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის კათედრის გამგე. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1974 წელს დაამთავრა. მონაწილეობდა ქანდაკების საერთაშორისო კონკურსებში: “ტრადიცია და ძიება”, “ფანანო არტე”, “ზამთრის სალონი”. ჯუმბერ ჯიქიას შესრულებული აქვს საპარკო და მონუმენტური პლასტიკის პროექტები: მისი გამოქანდაკებულია…
ვლადიმერ იაკოვლევი (1934-1998) – მოსკოველი მხატვარი, საბჭოთა ანდერგრაუნდის ერთ-ერთი განსაკუთრებით ნიჭიერი და ორიგინალური წარმომადგენელი. თავდაპირველად, განიცდიდა ჯექსონ პოლოკისა და პიკასოს გავლენას, შემდეგ მუშაობდა „ახალი ფიგურატიულობის“ სტილისტიკით. არაოფიციალურ ხელოვანთა წრეშიც კი მისი პიროვნება და შემოქმედება გამორჩეული იყო სამყაროს განსაკუთრებულად მწვავე და ტრაგიკული აღქმით, რასაც ამძაფრებდა მხატვრის…
