Skip to content Skip to footer

ჩინგიზ ფარზალიევი დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია, 2010 წლიდან – აზერბაიჯანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი. ჩინგიზ ფარზალიევი გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწეა. არის მრავალი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის, ორდენისა თუ…

მხატვარი, გობელენის ოსტატი, კერამიკოსი. გივი ყანდარელის სახელს  უკავშირდება თანამედროვე ქართული გობელენის სკოლის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარება. მან  პირველმა დაიწყო საბჭოთა პერიოდში ახალი ტიპის დეკორატიულ-გამოყენებითი ჟანრის საფეიქრო ნიმუშების შექმნა. ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქართული პატრიოტული შინაარსის ხელოვნებამ, როგორც დაზგურ, ასევე, მონუმენტურ და დეკორატიულ  დარგებში,…

ანგელინა დამენია დაიბადა 1972 წლის 7 აგვისტოს უკრაინაში, ქ. ვინიცაში, საქართველოში ცხოვრობს 1984 წლიდან. ხატავს ადრეული ბავშვობიდან, 2 წლის ასაკიდან.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღეს მისაღები გამოცდების გარეშე, გამონაკლისის სახით, სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით და, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ხელწერა, დაამთავრა თეორიული ფაკულტეტი – სახვითი ხელოვნების ისტორია…

1979 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1986), მუშაობდა სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად. შემდგომ მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად. იგი სისტემატიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. გაფორმებული აქვს სპექტაკლები. 2007 წელს…

თემო მაჭავარიანი დაიბადა 1944 წლის 16 მაისს, ქ. თბილისში. 1975 წ. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1978-81 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ შემოქმედებით სახელოსნოში. 1970 წლიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში ისე საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. 1990 წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა…

ვალერიან (შალვა) ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაწყებითი განათლება მან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, სადაც იგი პარალელურად ხატვასაც ეზიარა. შემდეგ, სწავლა თბილისში,“სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან” არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძლა. 1913 -1918 წლებში კი შალვა ძნელაძე წარჩინებით სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო…

ვერა როხლინა-შლეზინგერი (1896 -1934) – რუსი და ფრანგი მხატვარი, პარიზის სკოლის წარმომადგენელი. სწავლობდა კიევში ალექსანდრა ექსტერთან. არის მოდერნისტული ხელოვნების საინტერესო შემოქმედი. 1919-1920 წლებში ცხოვრობდა თბილისში, მონაწილეობდა ეროვნულ გალერეაში მოწყობილ გამოფენებში. შესრულებული აქვს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები თბილისის თემაზე. 1920 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. მონაწილეობდა პარიზის…

რუსული წარმოშობის ქართველი მხატვარი, ვალენტინ შერპილოვი თბილისში, 1911 წელს დაიბადა. 1932 – 39 წლებში თბილისის სამხატრო აკადემიაში ჯერ სკულპტურას სწავლობდა, შემდეგ   – ფერწერას დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით. აკადემიის დასრულებისთანავე, მოსე თოიძის ასისტენტი გახდა. 1939 წლიდან ასწავლიდა ფერწერას იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში.…

მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიისა და სტალინის პრემიების ლაურეატი. საშუალო სკოლა ვალენტინ თოფურიძემ სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს თბილისში დაბრუნდა  და  ახლადგახსნილი სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკოლოზ…

ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი და მონუმენტალისტი; გაერთიანება Мир искусства (ხელოვნების სამყარო)-ს წევრი და ამავე გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი, ევგენი ლანსერე ხელოვანების ოჯახში დაიბადა: მისი მამა – მოქანდაკე ევგენი ლანსერე უფროსი; მისი და – ფერმწერი ზინაიდა სერებრიაკოვა; ძმა – არიტექტორი ნიკოლაი ლანსერე; დეიდაშვილი – ალექსანდრ…

  გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან,  გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს  რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა:  იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა…

ანტონ ბალანჩივაძე დაიბადა 1978 წელს თბილისში. 1995–2001 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის მიმართულება. მუშაობს სხვადასხვა მედიუმში და ჟანრში. რეგულარულად ატარებს გამოფენებს სამშობლოში და მის გარეთ, მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და პროექტებში. ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, გერმანიის, შვეიცარიის, ინგლისის, ავსტრიის, რუსეთის, ნიდერლანდების,…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.