Skip to content Skip to footer

დიმიტრი ერისთავი დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1962 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი; 1967-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ “ნიანგთან”, ჟურნალ “ცისკართან”, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოსთან”. მხატვარია შემდეგი ფილმების: “ექსპრეს-ინფორმაცია”…

თეიმურაზ ყუბანეიშვილი დაიბადა თბილისში. 1946-1953 წელებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხოლო, 1954-1956 ლენინგრადის სამხატვრო აკადემია, სსრკ /ასპირანტურა/. 1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1973-1990წწ. დაზგური გრაფიკის კათედრის ხელმძღვანელი; ცნობილია ძირითადად როგორც წიგნის ილუსტრატორი : ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივი” (ავტოლიტოგრაფია, 1957), ვაჟა-ფშაველას სამი პოემა “გველის მჭამელი”,…

ნინო ჩიტაიშვილმა 1989 წ. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, თეატრის მხატვრის სპეციალობით. როგორც სცენოგრაფმა და კოსტიუმების მხატვარმა გააფორმა  50-ზე მეტი სპექტაკლი . მათ შორის არის: ვერის უბნის ბავშვთა, კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის, ოპერის და ბალეტის, მოზარდ მაყურებელთა თეატრები, თეატრალური სარდაფი, ქუთაისის, თელავის დრამატული თეატრები, ჰააგის თეატრალური…

თემო გოცაძე – ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1989) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), პროფესორი. თბილისის სამხატვრო აკადემიაში თემო გოცაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში სწავლობდა. პირველი ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა მხატვარმა სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ, საგაზაფხულო გამოფენაზე წარადგინა იყო „ლურჯა ცხენები“ (1965).  სიმბოლისტური შინაარსისა და აბსტრაქტული გამომსახველობის…

ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1923 წელს კი, 16 წლის, მშობლებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ვერა 1926–33 წლებში სწავლობდა დეკორატიული ხელოვნების სკოლაში, 1932 წლიდან ჩაირიცხა რანსონის კერძო აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ფრესკულ ფერწერას როჟე ბისიერთან. 1943 წელს გაეცნო ჟანა ბუშეს, რომელმაც მოაწყო მისი და დორა…

ვლადიმერ (ლადო) ასათიანი – მხატვარი, ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების პროფესორი ავტორია ნახატებისა და ესთეტიკის სხვადასხვა კვლევითი ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიის „ხელოვნების ანატო-ფიზიოლოგია“. მრავალი საერთაშორისო და პერსონალური გამოფენის მონაწილე, აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1977 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის…

1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება. 1977-1978 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; არის გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მოწაფე, რომლის სახელოსნოში ემზადებოდა და წლების მანზილზე მუშაობდა. 1978 წლიდან დღემდე ასწავლის სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტი, ნატურმორტი,…

ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას აღწერს. ბეჟან შველიძის შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მან დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, უჩა ჯა­ფა­რი­ძის და სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძის კლა­სი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რი, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი…

თბილისელი ფერმწერი, მხატვართა 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელი. მისი ფერწერის მთავარი მოტივებია თბილისის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და შიშველი ფიგურები. ლევ ბაიახჩევმა  თბილისის სამხატვრო აკადემია  1954 წელს დაამთავრა, სადაც სწავლობდა სერგო ქობულაძის, ვასილ შუხაევის, აპოლონ ქუთათელაძისა და კორნელი სანაძის სახელოსნოებში სწავლობდა. წარჩინებული სწავლისთვის მოსკოვსა და ლენინგრადში მოგზაურობით…

გია მიმინოშვილი, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1983); მიიღო თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის კინო-ფოტო ფაკულტეტის „ავტორ-ოპერატორის“ დიპლომი (1987); „ვარძია არტ ჯგუფი“ დამაარსებელი (1989); 1993 წლიდან დღემდე ცხოვრებს და მუშაობს კიევში, როგორც ინტერიერის კერამიკული გამფორმებელი, ფუნქციური სივრცითი ობიექტების დიზაინერი და თავისუფალი ხელოვანი, რომელიც მონაწილეობს სოლო…

რადიშ თორდია — ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დოცენტი და პედაგოგი. მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში. 1953-1957 წლებში სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ იმავე წელს ჩაირიცხა…

სერგო (ჩახო) ჩახოიანცი  გასული საუკუნის ქართველ ფერმწერთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია. ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის მისი  შემოქმედება 2000-იანი წლების პირველი დეკადიდან გახდა ცნობილი, როდესაც გარდაცვალების შემდგომ, ერთმანეთის მიყოლებით  გაიმართა მხატვრის პერსონალური გამოფენები. ჩახოიანცის შემოქმედებაში  განსაკუთრებით აღსანიშნავია გვიანდელი პერიოდის, ზეთის საღებავებით დახატული ნამუშევრები –  მრვალშრიანი ექპრესიული აბსტრაციები…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.