ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1923 წელს კი, 16 წლის, მშობლებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ვერა 1926–33 წლებში სწავლობდა დეკორატიული ხელოვნების სკოლაში, 1932 წლიდან ჩაირიცხა რანსონის კერძო აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ფრესკულ ფერწერას როჟე ბისიერთან. 1943 წელს გაეცნო ჟანა ბუშეს, რომელმაც მოაწყო მისი და დორა…
ვლადიმერ (ლადო) ასათიანი – მხატვარი, ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების პროფესორი ავტორია ნახატებისა და ესთეტიკის სხვადასხვა კვლევითი ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიის „ხელოვნების ანატო-ფიზიოლოგია“. მრავალი საერთაშორისო და პერსონალური გამოფენის მონაწილე, აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1977 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის…
1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება. 1977-1978 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; არის გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მოწაფე, რომლის სახელოსნოში ემზადებოდა და წლების მანზილზე მუშაობდა. 1978 წლიდან დღემდე ასწავლის სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტი, ნატურმორტი,…
ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას აღწერს. ბეჟან შველიძის შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მან დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, უჩა ჯაფარიძის და სერგო ქობულაძის კლასი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს დამსახურებული…
თბილისელი ფერმწერი, მხატვართა 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელი. მისი ფერწერის მთავარი მოტივებია თბილისის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და შიშველი ფიგურები. ლევ ბაიახჩევმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს დაამთავრა, სადაც სწავლობდა სერგო ქობულაძის, ვასილ შუხაევის, აპოლონ ქუთათელაძისა და კორნელი სანაძის სახელოსნოებში სწავლობდა. წარჩინებული სწავლისთვის მოსკოვსა და ლენინგრადში მოგზაურობით…
გია მიმინოშვილი, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1983); მიიღო თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის კინო-ფოტო ფაკულტეტის „ავტორ-ოპერატორის“ დიპლომი (1987); „ვარძია არტ ჯგუფი“ დამაარსებელი (1989); 1993 წლიდან დღემდე ცხოვრებს და მუშაობს კიევში, როგორც ინტერიერის კერამიკული გამფორმებელი, ფუნქციური სივრცითი ობიექტების დიზაინერი და თავისუფალი ხელოვანი, რომელიც მონაწილეობს სოლო…
რადიშ თორდია — ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დოცენტი და პედაგოგი. მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში. 1953-1957 წლებში სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ იმავე წელს ჩაირიცხა…
სერგო (ჩახო) ჩახოიანცი გასული საუკუნის ქართველ ფერმწერთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია. ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის მისი შემოქმედება 2000-იანი წლების პირველი დეკადიდან გახდა ცნობილი, როდესაც გარდაცვალების შემდგომ, ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა მხატვრის პერსონალური გამოფენები. ჩახოიანცის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია გვიანდელი პერიოდის, ზეთის საღებავებით დახატული ნამუშევრები – მრვალშრიანი ექპრესიული აბსტრაციები…
ვახტანგ ქოქიაშვილი ვიტრაჟული ხელოვნების ჟანრის პიონერია საქართველოში, მისი ნამუშევრები ამშვენებდა პოპულარულ საჯარო და კერძო სივრცეებს საქართველოს ქალაქებში – თბილისის ფუნიკულიორის საბაგირო სადგურის ინტერიერიდან შავი ზღვის საკურორტო ქალაქების ინტერიერებამდე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1956 წელს. 1962-1969წწ, 1974-1979წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის საწარმოო კომბინატის მთავარი…
გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკეთა 60-იანი წლების თაობის წარმომადგენელი, თბილისის საპატიო მოქალაქე. სამხატვარო აკადემია დაამთავრა 1964 წელს. იყო ნიკოლოზ კანდელაკის, ვალენტინ თოფურიძისა და გოგი ოჩიაურის მოსწავლე. 1975 წელს მოქანდაკემ შექმნა ქალის შიშველი ფიგურა, სახელწოდებით “ახალგაზდრობა”, რომელიც, სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, საკავშირო…
ფელიქს ვარლამიშვილი დაიბადა ქუთაისში 1903 წელს ფინანსისტ გრიგოლ ვარლამიშვილისა და როზა ფალიაშვილის ოჯახში. დედის ნაადრევად გარდაცვალების გამო, ახალციხეში დეიდასთან იზრდებოდა. 1912 წელს ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შევიდა, 1920 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1922 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში…
მირიან შველიძე (1947–2022) – სცენოგრაფი, ფერმწერი და ინტერიერის მხატვარი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. რობერტ სტურუასთან მრავალწლიანი თანამშრომლობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის მხატვრული ენის განახლებაში. მის სცენოგრაფიაში სახვითი მხარე დრამატული მოქმედების თანაბარმნიშვნელოვანი კომპონენტია: სასცენო სივრცე, საგნები, კოსტიუმები და მათი…
