Skip to content Skip to footer

რაზმაძე ირინა

ირინა რაზმაძე მუშაობდა გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციის, თეატრის მხატვრობის დარგში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულება. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ა. ციმაკურიძე, ვ. კროტკოვი, ს. ქობულაძე, დ. ქუთათელაძე. ილუსტრირებული ჰქონდა 200-მდე წიგნი, 400-მდე მუსიკალური ნაწარმოები, შექმნა მრავალი კინოპლაკატი. ირინა რაზმაძის მსუბუქი გრაფიკული მანერით შესრულებულ ნამუშევრებში ილუსტრატორის მახვილი თვალი იგრძნობა. კარგად მოწესრიგებული, ყოველმხრივ მოგვარებული კომპოზიციები ყოველთვის ადამიანებზე მოგვითხრობს და მათ არსებობაზე მიგვანიშნებს. პეიზაჟი ირინა რაზმაძესთან არა იმდენად ბუნების სურათის გადმოცემაა, რამდენადაც მასზე ადამიანის ზეგავლენის ასახვა.
ი. რაზმაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახელ – მუზეუმი საგურამოში, თელავის ისტორიულ მუზეუმში; ერმიტაჟის კამერონის გალერეაში, რუსულ მუზეუმში (პეტერბურგი), ა. პუშკინის მუზეუმში (მოსკოვი), საჯარო ბიბლიოთეკის გრავიურის განყოფილება (მოსკოვი), შუშენსკოეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში; აგრეთვე – საქართველოსა და რუსეთის კერძო კოლექციებში.

ირინა რაზმაძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1914-1976Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.