თეა ჯორჯაძე 1971 წელს დაიბადა თბილისში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში (გერმანია). 1993 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. აკადემიის დასრულების შემდეგ განათლების მიიღება განაგრძო გერიტ რიტველდის აკადემიაში. 1999-2003 წლებში იყო დუსელდორფის ხელოვანთა ჯგუფის, hobby POP Museum-ის წევრი. თეა ჯორჯაძე მოღვაწეობს მულტიმედიურად ვიზუალურ ხელოვნებაში, მუშაობს…
თინათინ ჩხიკვიშვილი თანამედროვე მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა ინტერესს ნაივური ხედვისადმი სწრაფვა და გამომსახველობითი ფორმების სიმარტივე წარმოადგენს. .მხატვარ თინათინ ჩხიკვიშვილის ნამუშევრების ძირითადი მახასიათებელი წინა პლანზე წამოწეული უკანა ფონებია ცოცხალი არსებების გარეშე, სადაც კონტაქტი მაყურებელს და სურათს შორის უმეტესწილად ცოცხალი არსებების გარეშე მყარდება მეორეხარისხოვან დეტალებზე აქცენტირებით და…
როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს.როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი…
გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას შვილია. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გულდა კალაძე მრავალფეროვანი შემოქმედი იყო. მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი გამოვლინდა ფერწერასა და გრაფიკაში, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც…
ანდრო ვეკუა დაიბადა საქართველოში, სწავლობდა ხელოვნებას საქართველოსა და ბაზელში, შვეიცარია. მან შეიმუშავა ვიზუალური ენა, რომელიც ეფუძნება ადამიანის გამოცდილებათა შესწავლას, მეხსიერების ფრაგმენტული აბსტრაქციების ტრანსფორმაციას ნარატიულ სიგნალებად, მისი თემები მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკას და საშინელებათა ჟანრებს, ანდრო ვეკუა ქმნის ფანტასტიკურ და ხშირად მაკაბრულ ცხრილებს, ავლენს რეკონსტრუქციისა და ფრაგმენტაციის…
ალდე კაკაბაძე — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976). საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1987). ღირსების ორდენის კავალერი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. კაკაბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, მასალის, კოლორიტის, პროპორციების ფაქიზი შეგრძნება, მკაფიოდ გამოსახული ეროვნულობა, პოეტურობა. ნამუშევრები:„საქორწილო დოქი“…
კოტე ჯინჭარაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ 1992 – 1996 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა პეტერბურგში; 1996 –1997 წლებში კი-მოსკოვში. 2001 წლიდან კოტე ჯინჭარაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 2000-იანი წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახელწოდებით მხატვრის გამოფენები მოეწყო არაერთ სახელოვნებო სივრცეში: „OBJECT SPACE”. Rouin გალერეა (ჟენევა, შვეიცარია.…
მალხაზ შველიძე, მხატვარი-კერამიკოსი, ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში (საქართველო); დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება. 1992-1993 წწ. მუშაობდა კერამიკის პედაგოგად ჰერნინგში (დანია); 1979 წლიდან მონაწილებდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრებია: შადრევანი, სოჭის მსახიობის სახლი (1989); “მხედრები” (1990); “ადგილის სული” (იტალია, 1992); სერია…
ოთარ ვეფხვაძე დაიბადა ქალაქ ბორჯომში (საქართველო). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (1975). სხვადასხვა წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (1990-1992); ფენიქსის სამხატვრო უნივერსიტეტის (არიზონის შტატი, აშშ) პედაგოგი (1991). ოთარ ვეფხვაძე არის ავტორი ნამუშევრებისა: “გაზაფხული” (1978), “ჰელლადოს” (1986), “გელათი” (პიკასოს…
გიგიშა პაჭკორია, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1986); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007).გიგიშა პაჭკორიას ინტერესი კერამიკისადმი ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა. „მამაჩემი მხატვარი იყო, სახლში თიხა მოჰქონდა და სხვადასხვა საგანს ვაკეთებდი. მახსოვს, როცა დედაჩემმა პირველად მიმიყვანა მუზეუმში, სადაც გავეცანი უძველეს…
ლალი ქუთათელაძე, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1982); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007).1980/1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში, როგორც ხელოვანი და კურატორი: “Fest I Nova 2017” – „ურთიერთობის მრავალფერი ხალიჩა“, Art Villa…
ნატო ერისთავი, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1989-1994); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი (2006-2013); ბავშვთა კერამიკული ძერწვისა და ხატვის სახელოსნოს ხელმძღვანელი (1999-2015), ქართული კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის “თიხის ოფისის” თანადამფუძნებელი (2007); ქართული ფაიფურის შემოქმედებითი სახელოსნოს “White Studio” დამფუძნებელი (2013); პირველი ქართული…
