Skip to content Skip to footer

კაკაბაძე თამაზ (კაკაჩა)

თამაზ კაკაბაძე ( კაკაჩა ) იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი – მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ქართული მხატვრობის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მან 1954-1996 დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო. მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემებია პეიზაჟი, ნატურმორტი და კომპოზიცია; მისი მხატვრობისთვის დამახასიათებელია თეთრი ფერი; მხატვარი ოსტატურად იყენებს თეთრი ფერის მთელ დიაპაზონს, რითაც მისი ნამუშევრები – თეთრი პეიზაჟების თუ, თეთრი სახლების სერიები გამორჩეული და დასამახსოვრებელია; აღსანიშნავი ნამუშევრებია: “თეთრი ქალაქი”, “გრამაფონი”, “და მიცურავს გემი”, “შადრევანთან”, “ძველი თბილისი”, “ბერნარდა ალბას სახლი”, “მონაზვნები”, “ზინგერი”, “ტრამვაი სტალინი” და სხვ; 1980 – იან წლებში იყო თბილისში, აბანოთუბანში ახალგაზრდა მხატვრების კლუბ “ფიროსმანის” ერთერთი დამაარსებელი; 1987 წელს იმუშავა ფილმზე “საიდუმლო”- მიტროფანე ლაღიძე“, მხატვარ მიხეილ იაშვილთან ერთად. იგი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო 1986-1996 წლებში. მიღებული აქვს მონაწილეობა 5 პერსონალურ და 25 ჯგუფურ გამოფენაში. 2011 წელს “ბაია” გალერეამ მოაწყო თამაზ კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა და გამოსცა ალბომი “კაკაჩა”. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებში.

თამაზ კაკაბაძე (კაკაჩა)
დაბადების თარიღი1 სექტემბერი, 1954გარდაცვალების თარიღი1996Share

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.