კონსტანტინე გძელიშვილი იყო ფერმწერი. 1922-27 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1937-70 წლებში თავად ასწავლიდა აკადემიაში, ხოლო 1968 წლიდან იყო პროფესორი. 1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება და მისი არქიტექურული ძეგლები. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი განსხვავება პეიზაჟების მცირე ზომის ეტიუდებისა…
ირინა რაზმაძე მუშაობდა გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციის, თეატრის მხატვრობის დარგში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულება. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ა. ციმაკურიძე, ვ. კროტკოვი, ს. ქობულაძე, დ. ქუთათელაძე. ილუსტრირებული ჰქონდა 200-მდე წიგნი, 400-მდე მუსიკალური ნაწარმოები, შექმნა მრავალი კინოპლაკატი. ირინა რაზმაძის მსუბუქი გრაფიკული მანერით…
შალვა მამალაძე, ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, 1922- 28 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ალ.ციმაკურიძე. 1939- 63 წლებში თავდვე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.შალვა მამალაძის შემოქმედებაში წამყვანია პეიზაჟის ჟანრი, „ბუნება მუდამ…
ნუგზარ მეძმარიაშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, შექმნილი აქვს მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნებისა და მინანქრის ნიმუშები. იყენებს ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკას, გატაცებულია კომპიუტერული გრაფიკით. 1971 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებსა (1976, 1981 ) და სიმპოზიუმებში (1961,…
თეა ჯორჯაძე 1971 წელს დაიბადა თბილისში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში (გერმანია). 1993 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. აკადემიის დასრულების შემდეგ განათლების მიიღება განაგრძო გერიტ რიტველდის აკადემიაში. 1999-2003 წლებში იყო დუსელდორფის ხელოვანთა ჯგუფის, hobby POP Museum-ის წევრი. თეა ჯორჯაძე მოღვაწეობს მულტიმედიურად ვიზუალურ ხელოვნებაში, მუშაობს…
თინათინ ჩხიკვიშვილი თანამედროვე მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა ინტერესს ნაივური ხედვისადმი სწრაფვა და გამომსახველობითი ფორმების სიმარტივე წარმოადგენს. .მხატვარ თინათინ ჩხიკვიშვილის ნამუშევრების ძირითადი მახასიათებელი წინა პლანზე წამოწეული უკანა ფონებია ცოცხალი არსებების გარეშე, სადაც კონტაქტი მაყურებელს და სურათს შორის უმეტესწილად ცოცხალი არსებების გარეშე მყარდება მეორეხარისხოვან დეტალებზე აქცენტირებით და…
როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს.როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი…
გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას შვილია. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გულდა კალაძე მრავალფეროვანი შემოქმედი იყო. მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი გამოვლინდა ფერწერასა და გრაფიკაში, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც…
ანდრო ვეკუა დაიბადა საქართველოში, სწავლობდა ხელოვნებას საქართველოსა და ბაზელში, შვეიცარია. მან შეიმუშავა ვიზუალური ენა, რომელიც ეფუძნება ადამიანის გამოცდილებათა შესწავლას, მეხსიერების ფრაგმენტული აბსტრაქციების ტრანსფორმაციას ნარატიულ სიგნალებად, მისი თემები მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკას და საშინელებათა ჟანრებს, ანდრო ვეკუა ქმნის ფანტასტიკურ და ხშირად მაკაბრულ ცხრილებს, ავლენს რეკონსტრუქციისა და ფრაგმენტაციის…
ალდე კაკაბაძე — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976). საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1987). ღირსების ორდენის კავალერი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. კაკაბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, მასალის, კოლორიტის, პროპორციების ფაქიზი შეგრძნება, მკაფიოდ გამოსახული ეროვნულობა, პოეტურობა. ნამუშევრები:„საქორწილო დოქი“…
კოტე ჯინჭარაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ 1992 – 1996 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა პეტერბურგში; 1996 –1997 წლებში კი-მოსკოვში. 2001 წლიდან კოტე ჯინჭარაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 2000-იანი წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახელწოდებით მხატვრის გამოფენები მოეწყო არაერთ სახელოვნებო სივრცეში: „OBJECT SPACE”. Rouin გალერეა (ჟენევა, შვეიცარია.…
მალხაზ შველიძე, მხატვარი-კერამიკოსი, ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში (საქართველო); დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება. 1992-1993 წწ. მუშაობდა კერამიკის პედაგოგად ჰერნინგში (დანია); 1979 წლიდან მონაწილებდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრებია: შადრევანი, სოჭის მსახიობის სახლი (1989); “მხედრები” (1990); “ადგილის სული” (იტალია, 1992); სერია…
