Skip to content Skip to footer

ზაურ გოლავამ 1970 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი   (აპოლონ ქუთათელაძის სახელონო). სწავლა განაგრძო სსრკ-ის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ შემოქმედებით სახელოსნოში სადაც მისი ხელმძღვანელი უჩა ჯაფარიძე იყო. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ჯგუფურ გამოფენებში.    შეასრულა   მეორე მსოფლიო ომის თემაზე საყურადღებო ნამუშევრები: 1941 წელი, შურისძიება,…

მოქანდაკე და პედაგოგი, რომელმაც იაკობ ნიკოლაძესთან ერთად, ქართული საქანდაკო სკოლას ჩაუყარა საფუძველი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ კანდელაკი პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის თავისუფალი მსმენელი გახდა. სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო, თვენახევარი საპატიმროში გაატარა. გათავისუფლების შემდგომ, დავით კაკაბაძესთან ერთად, დიმიტროვ-კავკაზსკის სამხატვრო სტუდიაში გააგრძელა სწავლა.…

კობა გურულმა – მოქანდაკემ, თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და საქართველოს სსრ-ის  დამსახურებულმა მხატვარმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. ლითონმქანდაკებლობაში მან დანერგა მრავალი ახალი ტექნიკურ-მხატვრული ხერხი და  შექმნა მოჩარჩოების რამდენიმე ორიგინალური ფორმა. მის ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ციკლი ქართული სოფლის ცხოვრების თემაზე –…

ფერმწერი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ნანა მესხიძე ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მამა – ლოტბარი,  დედა – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც მისი პედაგოგი უჩა ჯაფარიძე იყო.   ნანა მესხიძე  იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის ფერწერის პედაგოგად მუშაობდა. 1965 წელს…

მოქანდაკე, პედაგოგი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი.  ნელი ალექსიძემ 1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (სილოვან კაკაბაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნო). ძირითადად ქმნიდა დაზგურ ქანდაკებებს – პორტრეტებსა და მცირე ზომის ფიგურულ კომპოზიციებს. ამ უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ცეკვის თემაზე გაკეთებული მცირე ზომის სკულპტურები: ცეკვა ქართული (1951, თაბაშირი),…

მოქანდაკე, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი; მისი  სახიდან უჩა ჯაფარიძემ პოეტ ბესიკის (ბესარიონ გაბაშვილის) პორტრეტი შექმნა. ბიძინა ავალიშვილმა 1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე). მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებს.  ქართველ მოქანდაკეთა შორის, მან  პირველმა გააკეთა პორტრეტები ხის მასალაში. საჯარო…

მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი, თბილისის საპატიო მოქალაქე; საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი; საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მერაბ მერაბიშვილმა 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მოქანდაკის სპეციალობით. 1961 წლიდან იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 1978 წელს გახდა სამხატვრო…

კონსტანტინე მერაბიშვილმა 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სახელოსნო  (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე). 1934 წლიდან იქვე დაიწყო  პედაგოგიურ საქმიანობა; მუშაობდა მონუმენტური და პორტრეტული სკულპტურის ჟანრებში. 1937 წელს მოქანდაკემ  შოთა რუსთაველის ძეგლის კონკურსში გაიმარჯვა.   მონუმენტი თბილისში   1942 წელს აღიმართა.  ამ ნამუშევრისთვის  მერაბიშვილი  სსრკ-ის სახელმწიფო პრემიით…

რუსი მოყვარული მხატვარი, ილუსტრატორი, ხელოვნების მკვლევარი და არქიტექტორი; საიმპერატორო კარის ობერ-ჰოფმაისტერი და რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გრიგორი გაგარინი  სწავლბდა სორბონაში არქიტექტურისა და სამშენებლო საქმის ფაკულტეტზე, პარალელურად, ისმენდა ლექციებს მათემატიკაში, იურისპრუდენციაში, ფილოლოგიასა და ფილოსოფიაში.  მან დაასურათა პუშკინის სალთან მეფის ზღაპარი და რამდენიმე ლექსი, რამაც პოპულარობა…

სიხარულიძე ბათუ – მოქანდაკე და პედაგოგი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგები: ირაკლი ოქროპირიძე, გოგი ოჩიაური). მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში პროფესორ მერაბ ბერძენიშვილის კლასში. 1994 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასწავლის ბოსტონის უნივერსიტეტში, სადაც არის ქანდაკების კათედრის გამგე და სამაგისტრო სახელოსნოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2010…

გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, ორიენტალისტი. 1893 წელს დიდი ვერცხლის მედლით დაასრულა რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია. 1890 წლიდან მონაწილეობდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. 1912-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კავკასიაში; ქმნიდა ეთნოგრაფიული ხასიათის ნამუშევრებს; იყო ნატიფ ხელოვნებათა საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამაარსებელი; ლადო გუდიაშვილის…

ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქანდაკების სპეციალობით. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში. საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული მრავალი პროექტის ავტორია. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ვლადიმერ იმერლიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელოვანია. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში თანამედროვე ხელოვნებას და ამ პერიოდში ასპარეზზე გამოსულ თაობას,…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.