მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი. დაიბადა თბილისში, მხატვრისა და ხელოვნებათმცოდნის ოჯახში. სამხატვრო განათლება იაკობ ნიკოლაძის სახელობის სპეციალურ სამხატვრო სასწავლებელში, შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, სადაც მოქანდაკის ხელობას პროფესორ გიორგი ოჩიაურის სახელოსნოში ეუფლებოდა. 1990 წელს, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ, გაწევრიანდა ჯერ საქართველოს, შემდგომ – მოსკოვის…
ქართველი და რუსი ფერმწერი, მოქანდაკე, მონუმენტალისტი და პედაგოგი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი (1997–2025), სოციალისტური შრომის გმირი (1990), საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1980), რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი (1994). ლენინური პრემიის ლაურეატი (1976), ლენინის ორდენის კავალერი (1990), სსრკ-ისა და რუსეთის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1970, 1982, 1996). მისი…
ნინა გამსახურდია-ბარდაველიძე — ქართველი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, რომელიც 1992 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ბაზელში (შვეიცარია). ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო. ამავდროულად, მან შეისწავლა რესტავრაციის ტექნოლოგიები, რაც მისი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა. სწავლის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, სადაც…
მზია დედანაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1961-1967 წლებში, გრაფიკის ფაკულტეტზე. 1968-1970 წლებში მუშაობდა სამხატვრო აკადემიის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. 1972-1991 იყო გამომცემლობა ‘მერანი’-ს მხატვარ- ილუსტრატორი. 1982 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2001 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა „მცირე ზომის გრაფიკა—ექსლიბრისი“, დიზაინერთა საგამოფენო დარბაზში, თბილისი,…
ზურაბ ფორჩხიძე დაიბადა ქუთაისში, 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების გრაფიკის ფაკულტეტზე (წიგნის ილუსტრაციის სახელოსნო, ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ ყუბანეიშვილი). 1970 წელს დაასრულა დაზგური გრაფიკის კათედრის ასპირანტურა (ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ კეშელავა).საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე ზურაბ…
ეკა გელოვანმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერ-პედაგოგის კვალიფიკაციით. ეკა გელოვანი მიეკუთვნება მხატვართა იმ რიცხვს, რომელთათვისაც ფერით წერა საუკეთესო საშუალებაა ადამიანებთან, თანამედროვეობასთან ურთიერთობისათვის. სწორედ ამ პროცესში აფიქსირებს იგი სიახლის დაბადებას. მხატვრის აღნიშნულ კონცეფციას ადასტურებს თუნდაც ის, რომ პერსონალურზე მეტად უპირატესობას ანიჭებს თემატურ, ჯგუფურ…
ელენე რაქვიაშვილი მულტიდისციპლინარული არტისტია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობს ფერწერის, ინსტალაციის, კონცეპტუალური ფოტოგრაფიის, ვიდეო და ციფრული ხელოვნების მიმართულებით. მისი ნამუშევრები ხშირად ორიენტირებულია იდენტობის საკითხებზე, საარსებო გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების პრობ-ლემებზე. ხელოვანის შემოქმედებაში აღსანიშნავია სოციალური ასპექტებით დაინტერესება – პერფორმანსი როგორც მედია, რომელიც ღვინით…
ჯულიეტა ბერძენიშვილი 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: პურის ცხობა ქართლში (1978), ძველი თბილისის კუთხე, ძველი თბილისის მოტივები. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნული გალერეისა და თერჯოლის გალერეის ფონდებში, ასევე ხარაგაულის მუზეუმში.
თენგიზ ქართველიშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი და ექსპოზიციონერი, 1970-იანი წლების მხატვართა თაობას მიეკუთვნება. სცენოგრაფიისა და პლაკატის გარდა, მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი მიმართულება ფერწერაა, სადაც ძირითადი მოტივი ურბანული პეიზაჟია. შექმნილი აქვს ძველი თბილისის ამსახველი მრავალი ტილო, რომელშიც ხშირად იყენებს კოლაჟის ტექნიკას. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია…
რომუალდ (რომა) ცუხიშვილი 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი კერამიკოსის სპეციალობით (პედაგოგები: სერგო ქობულაძე, ვახტანგ ჯაფარიძე გიორგი სესიაშვილი, რევაზ იაშვილი). 1963-1966წწ. მუშაობდა სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში, შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში რესტავრატორად; 1970 წელს დაამთავრა თსსა-იის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად.1981-1984 წლებში საქართველოს…
ჯუმბერ ხუხუნაიშვილი – ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი, ლითონის მხატვრული დამუშავების ოსტატი, გრაფიკოსი, პედაგოგი. სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა (1953-59) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1959-62). მისი პედაგოგები იყვნენ ივანე ჩხენკელი, ალექსანდრე ქურდიანი. ჭედურობის დარგში აღსანიშნავია მისი ნამუშევრები: ცხენები, ოთხი ჯიხვი (1965), ლომები, ვეფხვი და…
მზია ჯაფარიძე 1965-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გრაფიკის სპეციალობით; შემდგომ – სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში. მისი პედაგოგები იყვნენ: ლადო გრიგოლია, დინარა ნოდია. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს, იაპონიისა და რუსეთის კერძო კოლექციებში.…
