Skip to content Skip to footer

ქართული კერამიკული ხელოვნების  გამორჩეული წარმომადგენელი და  პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი,  ზაქარია მაისურაძე ერთდორულად იყო მხატვარიცა და მკვლევარიც. მან პირველმა დაიწყო შუა საუკუნეების ქართული კერამიკის ტექნოლოგიის შესწავლა; ამას გარდა, პირველმა შექმნა კერამიკული დეკორატიული პანოები და ფერადოვნებით გამორჩეული დაზგური კერამიკული  კომპოზიციები,…

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალში დროშა მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი მხატვრი. როგორც მხატვრობაში, ისე ქანდაკებაში მან შექმნა სახასიათო ფორმათა სისტემა. მისი ქანდაკებებისათვის დამახასიათებელია მონუმენტურობა, ფორმის განზოგადება, მასალის ხაზგასმული ტექსტურულობა. ნამუშევართაგან აღსანიშნავია:…

1977 წელს მალხაზ თავაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია კინო-ტელემხატვრის სპეციალობით (პედაგოგები: სერგო  ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, დიმიტრი თაყაიშვილი, გოგი თოთიბაძე). 1980-1983 წლებში სწავლა განაგრძო  სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში. მხატვრის ძირითადი ნამუშევრებია:  საგალობლები (1980), ძველი თბილისი (1981), ოფორტებისა და მონოტიპიების სერიები, ლითოგრაფიები… მისი მრავალდარგობრივი…

ავთანდილ მონასელიძე 1968-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე (პედაგოგები: ვალენტინ თოფურიძე, გოგი ოჩიაური). მხატვრის ძირითადი ნამუშევრებია: მინდვრის დედოფალი (1975. ბრინჯაო), ქირონი და ორფეოსი (1988. ბრინჯაო), მრავალფიგურიანი კომპოზიცია ბერიკაობა (1991. ბრინჯაო. თბილისი), მეტრო ვარკეთილის შესასვლელი (1986), რელიეფი თბილისის აეროპორტის ვესტიბიულისთვის… მოქანდაკეს მიღებული აქვს…

ზაირა ბეჭვაიამ, იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1973 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე პედაგოგების, გამოჩენილი სახალხო მხატვრების ა. ქუთათელაძის, კ. მახარაძისა და ე. კალანდაძის კლასში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა, წამყვან ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. მას ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა: მოსკოვის მხატვრის…

მანანა ბელიაშვილმა 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ პედაგოგები: ვ. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, ი. შარლემანი. სადიპლომო ნამუშევარი იყო ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები, ი. შარლემანის ხელმძღვანელობით.წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში წიგნის გრაფიკის სფეროში; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: “სახელგამი”, “საბჭოთა მწერალი”, “ზარია ვოსტოკა”. მუშაობდა აგრეთვე…

ქეთევან რუხაძე   – გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და დეკორატორი, 1968-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე. იყო სამხატვრო აკადემიის კერამიკა-მინისა (1983-1991) და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის უფროსი პედაგოგი (1989). მისი ძირითადი ნამუშევრები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის შექმნილი დეკორატიული კომპოზიციებია.  ხელოვანის  ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მესტიის…

ვახტანგ გულისაშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, დეკორატორი, დიზაინერი, მთეგავი. 1960-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე  (პედაგოგები: უჩა ჯაფარიძე, სერგო ქობულაძე). მხატვარს შექმნილი აქვს მნიშვნელოვანი ნამუშევრები ბიჭვინთის ხელოვნების სახლისა და მოსკოვის სასტუმრო მოჟაისკისთვის. მისი მრავალდარგოვანი ნამუშევრები ინახება  საქართველოს ეროვნულ გალერეასა და  კერძო კოლექციებში. „წიწამური.“1987.…

გივი გულისაშვილი – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი  მოსე თოიძე). ამავე  წლიდან დაიწყო მონაწილეობა რეგულარულ სამხატვრო გამოფენებში.   მისი შემოქმედების ძირითადი მოტივებია ცხენების გამოსახულებები, ნატურმორტები და ისტორიულ პირთა პორტრეტები. დასურათებული აქვს წიგნები: ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯა, იროდიონ …

მოქანდაკე, მთეგავი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. ანთიმოზ გორგაძემ 1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემის ქანდაკების ფაკულტეტი, იაკობ ნიკოლაძის სახელოსნო. 1951 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ძირითადად  მუშაობდა  ლითონმქანდაკებლობის დარგში, სადაც მისი ძირითადი სამუშაო მასალა იყო ალუმინი. გამორჩეული ნამუშევრებია: ვეფხვი (1966. ალუმინი), ხარები (1967.…

ზელიმხან გოგოლაშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი,  საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, 1941 – 1947 წლებში სწავლობდა  თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში. 1947 წლიდან მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის  იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ხატავდა…

მხატვარი, გრაფიკოსი, პედაგოგი, პროფესორი, გრაფიკული დიზაინის კათედრის გამგე, საქართველოს სსრ-ის  სახალხო მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ზურაბ ლეჟავამ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი გრაფიკოსის სპეციალობით. 1960 წლიდან იქვე მუშაობდა პედაგოგად. 1962-1970 წლებში     საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეა; 1968-1972 წლებში – სსრკ-ის  მხატვართა…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.