ოთარ ჩხარტიშვილი (1938-2006) იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის წამყვანი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვარი და გრაფიკოსი, რომლის შემოქმედებაც ტოტალიტარული რეჟიმისა და ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს წარმოადგენდა. ქართულ ხელოვნებაში მან პირველმა დაამკვიდრა ანტიფორმალისტური მიდგომა, სადაც ესთეტიკა კონცეფციას დაუთმო. მისი მხატვრული მემკვიდრეობის ცენტრია 18 წლის მანძილზე შექმნილი ასეულობით ფერწერული…
კარლო კაჭარავამ, მხატვარმა, პოეტმა და არტკრიტიკოსმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986-1994 წლებში იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. 1988–1990 წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სემინარებსა და ფესტივალებში (ბაკურიანი, ნარვა, პალანგა, სენეჟი, პარიზი, ბარსელონა). ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობის…
ლევან ჭოღოშვილი დაიბადა 1953 წელს, თბილისში. 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და 1973 წლიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალური მხატვარი ხდება, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტები ქმნიან საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფებს ხელოვნების ისტორიკოსებთან ერთად, როგორიცაა ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი თუმანიშვილისა და გიორგი მარჯანიშვილის ჯგუფი. სხვა არაოფიციალურ მხატვრებთან ერთად…
ლალი ზამბახიძე შემოქმედებით ასპარეზზე 1970-იანი წლებიდან გამოდის და ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1965) შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებელი მხატვრული სტილის განვითარებისა და ჩამოყალიბების რთული, მაგრამ საინტერესო და ძიებებით აღსავსე, წარმატებების მომტანი შემოქმედებითი გზა. მუშაობს…
სერგო ქობულაძე (1909-1978)- საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი; გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. თავისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე სერგო ქობულაძე თეატრის მხატვრობითა და წიგნის მხატვრული გაფორმებითაა გატაცებული. მის ამ გატაცებას ბიძგი მისცა 1934 წელს გამოცხადებულმა კონკურსმა, რომელიც მიზნად ისახავდა 1937…
გოგი ჩაგელიშვილი 1944 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა: მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის დარგებში, ქმნის აბსტრაქციებს, კოლაჟებს, ობიექტებს, ინსტალაციებს. ხელოვანი რამდენიმე ლიტერატურული პროექტის ავტორიცაა. ჩაგელა – ამ სახელით დამკვიდრდა… როგორც ყველა გამორჩეული ხელოვანი, …
ბესიკ არბოლიშვილმა (დ.1955) 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, 1983–1986 წლებში- საკავშირო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნო (მოსკოვი, სსრკ). ჟანრობლივ მრავალფეროვნებაში იკვეთება მხატვრის მიერ ფორმისა და ფერის მუდმივი ძიება და გამორჩეული ხელწერა. ქალის სილამაზე, ნატიფი და დახვეწილი სხეული, ფერისა და შუქის თამაში განსაკუთრებულ…
დიმიტრი ანთაძემ (დ. 1963) 1888 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.საქართველოსათვის რთულ 90-იან წლებში ახალგაზრდა მხატვარი განგებამ იაპონიასთან დააკავშირა. იღბლიანი შემთხვევითობა ნაყოფიერი გამოდგა პროფესიული გამოცდილების გაღრმავების გზაზე. იაპონური კულტურა საოცრად ახლობელი აღმოჩნდა დიმა ანთაძესთვის, მისმა შემოქმედებამ სრულიად ახლებურიგამომსახველობა შეიძინა და წარმატებაც ხვდა წილად-მხატვრის 9 პერსონალური…
გივი ვაშაკიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ის აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო, მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ…
დავით ალექსიძე (დ. 1966) 1990-იან წლებში იწყებს საკუთარი ხელოვნების დემონსტრირებას. მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია აქტიურ სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებისათვის, სადაც სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე (1988-1991) აღმოჩნდა. ის იყო „ვუნდერკინდი“ ხელოვნებაში, რომელმაც ადრეულ ასაკშივე სრულიად ჩამოყალიბებული მხატვრული სისტემა შექმნა საკუთარი ფილოსოფიითა და კრიტიკული აზროვნებით. დავით ალექსიძის ხელოვნებას,…
ტატო ახალკაციშვილი ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად ქმნის ინსტალაციებს, ობიექტებს, კოლაჟებსა და ვიდეოარტს. იგი ქართველი მხატვრების იმ თაობას ეკუთვნის, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო დამთვალიერებელმა. 2004 წელს შექმნილი „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წარმომადგენელ ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი თავისი დროის მძიმე სოციალურ-კულტურული თემების გააზრებით დაკავდა და სხვადასხვა პროექტით შეეხო კოლექტიური…
ეკა აბულაძე მხატვრების 90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მოყოლებული 1990 წლიდან ის აქტიურად იფინება. ეკა აბულაძე, როგორც მხატვარი, შთაგონებას მეცნიერებაში ეძებს. მის მიერ შემოთავაზებული კოლექციები კონცეპტუალური სახელწოდებებითაა წარმოდგენილი: „ელემენტარული ნაწილაკები – სტანდარტული მოდელი”, „ელექტრომაგნეტიზმი“, „დიფრაქცია“, „სპექტრული დიაპაზონები“, „ანბანი, როგორც კაცობრიობის იდენტიფიკაცია“ და „ტრანსმუტაცია“ და სხვა. მიუხედავად იმისა,…
