ავთო მესხი ბავშვობიდან ხატავდა… ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორიც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა, მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო,” – იხსენებდა მხატვარი. ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად. ის 13-14 წლის ასაკში ავთო ვარაზს უახლოვდება და სწორედ მასთან ეცნობა დასავლურ ხელოვნებას. ავთო მესხის ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტებისგანაც კი. ის სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის გამოყენებით მხატვრულ ზედაპირზე ,,ახალ რეალობას” ქმნის. მისი შემოქმედება თანადროული ქართული ხელოვნებისთვის უცხო მხატვრულ მეთოდებსა და მიმართულებებს ასახავს, როგორებიცაა კოლაჟი, კუბიზმი, კონსტრუქტივიზმი თუ აბსტრაქციონიზმი.
სხვა ავტორები
მამუკა ჯაფარიძე, აკადემიური სამხატვრო განათლების მიღებიდან მოყოლებული (1987 წელი), კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტისა და სივრცის სპეციფიკის თანახმად და მოიცავს ჰეფენინგს, საგნებისა და სურათების კოლექციებს, დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებულ ფოტოარქივსა და ვიდეოპროექციებს; ასევე – ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ მანიპულაციებს, ნახატებს, ხმოვან რიგსა და პრინტებს.…
ვაჟა (ვაჟიკო) ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში. ის, თავდაპირველად, სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით სასწავლებლად გადავიდა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität der Künste – UdK), სადაც დაასრულა პროფესორ გრეგორ შნეიდერის კლასი, შემდეგ სწავლობდა ამსტერდამის გერიტ რიტველდის აკადემიაში. ვ. ჩაჩხიანის შემოქმედების დიდი ნაწილი ფილმები, ქანდაკებები, ფოტოები…
რობერტ კონდახსაზოვი დაიბადა თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც ფერწერას ეუფლებოდა ვ. შუხაევისა და ს. ქობულაძის ხელმძღვანელობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1969 წლიდან, მუშაობდა ინტერიერის დიზაინის, წიგნის გრაფიკისა და სცენოგრაფიის ჟანრებში. 1973 წელს მიიღო საქართველოს თოჯინების თეატრში სპექტაკლების სცენოგრაფიისთვის…