Skip to content Skip to footer

მარინე ივანიშვილი (დ.1952) მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983). 1976 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. არტისტული მოღვაწეობის აქტიურ წლებში, ძირითადად, მუშაობდა მცირე პლასტიკის ჟანრსა და გრაფიკაში – ორივე მედიუმში ქმნიდა მოდერნისტულ ფორმებს. მისი შემოქმედების მთავარი მოტივებია ტორსები, ცხენები და…

თემო ჯაფარიძის შემოქმედება მრავალშრიანია. იგი ფერწერული ნამუშევრების გარდა, ესეებს, პროზაულსა და პოეტურ ნაწარმოებებსაც ქმნიდა. მხატვრის პირველი გამოფენა 1964 წელს თსუ-ის სააქტო დარბაზში შედგა და ოფიციოზმა ის „ფორმალიზმსა და ბურჟუაზიულ ხელოვნებასთან” გააიგივა. საბჭოეთში მისი ხელოვნება ნონკონფორმისტულად მიიჩნიეს. ქართულ სახვით ხელოვნებაში თემო ჯაფარიძის მიერ ნახატი-ობიექტების, ასამბლაჟების, სივრცობრივი…

ზურა აფხაზი (აფხაზიშვილი) თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1996) შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში, მუშაობდა უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად. არის ქართულ-გერმანული საზოგადოების წევრი. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ახალი ექსპრესიონისტული გერმანული მხატვრობისთვის სახასიათო ბრუტალობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე. თუმცა მხატვარმა შეძლო მათი განვითარება ორიგინალურ მრავალფეროვნებად მასშტაბურ სერიებში,…

ალექსანდრე ბანძელაძე დაიბადა ციმბირში, ქ. ტულუნში, სადაც მისი ოჯახი მამის გადასახლების გამო ცხოვრობდა. 1942–1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1947 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს პოლიტიკური „არასანდოობის“ გამო (დიპლომი მიენიჭა 1962 წელს). ალექსანდრე ბანძელაძე მაძიებელი შემოქმედი იყო. იგი ერთნაირი გატაცებით მუშაობდა…

თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში.  მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები სერიიდან „ქართული მუქი“ ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია და არაერთი კრიტიკოსის მიერ შთამბეჭდავ გრაფიკულ ნამუშევრად არის აღიარებული. „ეს აბსტრაქტული ისტორიები ქალთა ხასიათს  აჩვენებს. პროექტი, მთლიანობაში, ერთი…

ავთო ვარაზი დაიბადა თბილისში 1926 წლის 25 ოქტომბერს. იგი 1960–1970-იან წლებში ქართული სახელოვნებო და ინტელექტუალური წრეების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. მისი სახელოსნო და შემოქმედებითი პოზიცია წარმოადგენდა იმ გარემოს, რომელშიც ჩაისახა და განვითარდა ომისშემგომი არაოფიციალური ხელოვნება და ნონკონფორმული მიმართულებები, რის გამოც ქართველ შემოქმედთა თაობებისთვის იგი განმსაზღვრელ…

ავთო მესხი ბავშვობიდან ხატავდა… ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორიც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა, მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო,” – იხსენებდა მხატვარი. ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად. ის 13-14…

ვახტანგ (ვატია) დავითაშვილი ცხოვრობდა თელავში, სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, დაუახლოვდა იმ დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენლები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ვატია დავითაშვილი მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად…

ოთარ ჩხარტიშვილი (1938-2006) იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის წამყვანი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვარი და გრაფიკოსი, რომლის შემოქმედებაც ტოტალიტარული რეჟიმისა და ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს წარმოადგენდა. ქართულ ხელოვნებაში მან პირველმა დაამკვიდრა ანტიფორმალისტური მიდგომა, სადაც ესთეტიკა კონცეფციას დაუთმო. მისი მხატვრული მემკვიდრეობის ცენტრია 18 წლის მანძილზე შექმნილი ასეულობით ფერწერული…

კარლო კაჭარავამ,  მხატვარმა, პოეტმა  და  არტკრიტიკოსმა   1986  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986-1994 წლებში იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. 1988–1990 წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სემინარებსა და ფესტივალებში  (ბაკურიანი, ნარვა, პალანგა, სენეჟი,  პარიზი,    ბარსელონა). ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობის…

ლევან ჭოღოშვილი დაიბადა 1953 წელს, თბილისში. 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და 1973 წლიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალური მხატვარი ხდება, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტები ქმნიან საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფებს ხელოვნების ისტორიკოსებთან ერთად, როგორიცაა ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი თუმანიშვილისა და გიორგი მარჯანიშვილის ჯგუფი. სხვა არაოფიციალურ მხატვრებთან ერთად…

ლალი ზამბახიძე შემოქმედებით ასპარეზზე 1970-იანი წლებიდან გამოდის და ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1965) შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებელი მხატვრული სტილის განვითარებისა და ჩამოყალიბების რთული, მაგრამ საინტერესო და ძიებებით აღსავსე, წარმატებების მომტანი შემოქმედებითი გზა. მუშაობს…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.