თემო ჯაფარიძის შემოქმედება მრავალშრიანია. იგი ფერწერული ნამუშევრების გარდა, ესეებს, პროზაულსა და პოეტურ ნაწარმოებებსაც ქმნიდა. მხატვრის პირველი გამოფენა 1964 წელს თსუ-ის სააქტო დარბაზში შედგა და ოფიციოზმა ის „ფორმალიზმსა და ბურჟუაზიულ ხელოვნებასთან” გააიგივა. საბჭოეთში მისი ხელოვნება ნონკონფორმისტულად მიიჩნიეს. ქართულ სახვით ხელოვნებაში თემო ჯაფარიძის მიერ ნახატი-ობიექტების, ასამბლაჟების, სივრცობრივი ობიექტებისა თუ კონცეპტუალური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნების დანერგვა ნოვატორულია. მის ნამუშევრებში მუდმივად თანაარსებობს ნაივურობა, ფსიქოლოგიზმი, ლირიკული რეალიზმი, ეგზისტენციალიზმი, ექსპრესიონიზმი და, იმავდროულად, კონსერვატორული ხედვა.

ჯაფარიძე თემო
თემო ჯაფარიძე
დაბადების თარიღი27 მარტი, 1937გარდაცვალების თარიღი27 სექტემბერი, 2012Share






