დიმიტრი ანთაძემ (დ. 1963) 1888 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.საქართველოსათვის რთულ 90-იან წლებში ახალგაზრდა მხატვარი განგებამ იაპონიასთან დააკავშირა. იღბლიანი შემთხვევითობა ნაყოფიერი გამოდგა პროფესიული გამოცდილების გაღრმავების გზაზე. იაპონური კულტურა საოცრად ახლობელი აღმოჩნდა დიმა ანთაძესთვის, მისმა შემოქმედებამ სრულიად ახლებურიგამომსახველობა შეიძინა და წარმატებაც ხვდა წილად-მხატვრის 9 პერსონალური გამოფენა შედგა იაპონიაში. დიმა ანთაძის მხატვრულ სამყაროში მთავარი თემა ზღაპარია. მხატვრის თქმით, ზღაპარი თავად საოცრებაა, უპირველესად თავის წარმოშობით, ყოვლისმომცველობით… და რაც მთავარია ზღაპარი ადამიანს აღქმის თავისუფლებას ანიჭებს. „მხატვრობა ჩემთვის არაჩვეულებრივი განცდაა. ის რელური ცხოვრების პარალელური სამყაროა, სადაც სივრცის, ფერის და ხაზის საშუალებით მხატვარი ცდილობს აღმოაჩინოს ან გამოხატოს საკუთარი თავი“- დიმა ანთაძე.
სხვა ავტორები
თეა გვეტაძე დაიბადა 1971 წელს რიგაში. 1988-1993 წლებში სწავლობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რის შემდეგაც განათლების მიღებას განაგრძობს გერიტ რიტველდის აკადემიაში. (ამსტერდამი, ჰოლანდია) 1994-2001 წლებში სწავლობს დიუსელდორფის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიაში, გერმანიაში. ამჟამად, ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. თეა გვეტაძე სხვადასხვა მედიაში ქმნის ნამუშევრებს, თუმცა მის შემოქმედებაში…
ოსკარ შმერლინგი გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ჯერ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884 წლიდან) და შემდეგ მიუნხენში (1891–1892). 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902–1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო…
ირინა შტენბერგი დაიბადა თბილისში. მხატვრის მამა, ვალენტინ შტენბერგი ინჟინერ-მშენებელი იყო, ამიტომ ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს: მოსკოვში, პეტერბურგში, ბათუმსა და ქუთაისში. 1917 წელს რევოლუციით დევნილი შტენბერგების ოჯახი თბილისში დამკვიდრდა. 1921 წელს ი. შტენბერგი სწავლას ნატიფი ხელოვნების წახალისების კავკასიური საზოგადოების სკოლაში აგრძელებს. 1923 წელს აბარებს თბილისის…