Skip to content Skip to footer

დაიბადა მოქანდაკის ოჯახში. სახლში, რომელიც იმავდროულად სახელოსნოც იყო და ის გარემო, სადაც მუდმივი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ, მის ნამუშევრებში იგრძნობა ინტერესი ფორმების პლასტიკური გადმოცემისა და ფერის, ჰაერისა და მათ გარშემო არსებული სივრცის ასახვისადმი. 1992 წელს თამარ მელიქიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური…

ჟანრი ლოლაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ადამიანი-ისტორიის ევროპული ორდენის კავალერი, სხვა უამრავი ჯილდოსა და წოდების მფლობელია. „მხატვრობაში მე ვარ რეჟისორიც, დრამატურგიც, სცენოგრაფიც და მსახიობიც. ეს განცდა, ეს ემოცია გაძლევს უფლებას, უფრო მეტად თავისუფალი იყო. აქ ყველაფერი გამოგონილია. უფრო ილუზიური სამყაროა. საერთოდაც, რაც…

გიგო ზაზიაშვილი  დაიბადა ქართული აბრების მხატვრის, ივანე ზაზიაშვილის, ოჯახში. თვითნასწავლ  მხატვარს ხელმოკლეობის გამო  არ მიუღია დაწყებითი განათლება,   14 წლის ასაკში  კი  დაობლდა. მომავალ მხატვარს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და დაოსტატებაში დაეხმარა მხატვარია გიგო გაბაშვილი.  მოგვიანებით  მას  მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის ქართველ რეალისტ მხატვრებთან. გ. ზაზიაშვილის შემოქმედებისათვის…

ფოტოხელოვანი და პედაგოგი, იური მეჩითოვი ფოტოგრაფირებით ბავშვობიდან იყო გატაცებული, რამაც, სულ მალე,  მისი პროფესიული გზა განსაზღვრა – 1972 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ, მან მუშაობა ფოტოგრაფად დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი ცხოვრების დიდი ნაწილიც სწორედ კინოხელოვნებას დაუკავშირდა. მეჩითოვის  პირველი პერსონალური გამოფენა თბილისის „კინოს სახლში“  1978…

თამარ მინაშვილი დაიბადა 1964 წელს ქ. თბილისში. 1980-1984 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის სპეციალობაზე; იყო ელენე ახვლედიანის სახ. სტიპენდიანტი. სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩააბარა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულებაზე. 1991-1993 წლებში გაიარა ასპირანტურის…

დავით გაბიტაშვილი  დაიბადა 1920 წელს ქ. თბილისში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის დამთავრების შემდგომ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში  (ხელმძღვანელი უჩა ჯაფარიძე). სწავლის დასრულებიდან (1952) მალევე,   1953 წლიდან,  მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. დ. გაბიტაშვილის შემოქმედება გამოირჩეოდა თხრობითი ხასიათით. მხატვარი ქმნიდა  ცხოვრების პოეტურ მონახაზებს, ასევე ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის სურათებს. …

საქართველოს სახალხო მხატვრის რუსუდან ჯავრიშვილის შემოქმედება მჭიდროდაა   დაკავშირებული ქართული პეიზაჟური ხელოვნების განვითარებასთან. მისი შემოქმედების განმსაზღვრელი მშობლიური ბუნებაა,  რომლის სილამაზესაც იგი ბავშვობიდანვე ეზიარა   სოფელ ერთაწმინდაში. ექვსი წლის რუსუდანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსე თოიძისა და შალვა მამალაძის მიერ მშობლიურ სოფელში წმინდა ესტატეს ტაძრის ტილოზე ასახვამ, რამაც მხატვრის…

ლადო თევდორაძე დაიბადა 1957 წელს. იგი 1974-1977 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, ხოლო 1979-1985 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ლადო თევდორაძის ნამუშევრებში გადმოცემულია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ყოველდღიური ყოფის ამსახველი სცენები. პერსონაჟთა სახასიათო სტილიზება, მაჟორული ფერთა გამა ერთის მხრივ ნოსტალგიურ და ამავდროულად…

ნათელა გრიგალაშვილი – ფოტოგრაფი და ხელოვანი, რომელმაც სახელი გაითქვა საკუთარი ცხოვრებისა და განცდების ამსახველი ე.წ. პირადი ფოტოპროექტებით და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების ჩაკეტილი თემების შესახებ გაკეთებული ფოტორეპორტაჟებით. გრიგალაშვილი ფოტოგრაფიით მას მერე დაინტერესდა, რაც 1984 წელს მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა და მუშაობა მინიატურების სახელმწიფო თეატრში…

ბუბა არაბულმა დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1996 წელს.მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალია. ნაზი პასტელური ტონებით შექმნილ კოლორიტში, გამჭვირვალე ჰაეროვანი ფიგურები ერთიან დეკორატიულ ზედაპირს ქმნიან. ზოგჯერ შერეულ ტექნიკას იყენებს და ნამუშევრის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ფაქტურით…

მიხეილ ხვიტია დაიბადა 1924 წელს ზუგდიდში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ ალექსანდრე ციმაკურიძის კლასი. იყო რეპინის სახელობის სტიპენდიანტი. 1948–51 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში პროფესორ უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ძირითადად მუშაობდა პეიზაჟის ჟანრში, თუმცა შექმნილი აქვს შესანიშნავი ნატურმორტები, პორტრეტები, შიშველი…

გივი მიზანდარი – მოქანდაკე, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის კავალერი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი იყო. ის გახლდათ პირველი მხატვარი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც 1960 წელს, 27 წლის ასაკში, ჰანოის სამხატვრო ინსტიტუტში  (ვიეტნამი) გაგზავნეს პედაგოგად.  აქ მან ჩამოაყალიბა ქანდაკების კათედრა და რამდენიმე წელიწადში,…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.