Skip to content Skip to footer

თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში.  მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები სერიიდან „ქართული მუქი“ ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია და არაერთი კრიტიკოსის მიერ შთამბეჭდავ გრაფიკულ ნამუშევრად არის აღიარებული. „ეს აბსტრაქტული ისტორიები ქალთა ხასიათს  აჩვენებს. პროექტი, მთლიანობაში, ერთი…

ავთო ვარაზი დაიბადა თბილისში 1926 წლის 25 ოქტომბერს. იგი 1960–1970-იან წლებში ქართული სახელოვნებო და ინტელექტუალური წრეების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. მისი სახელოსნო და შემოქმედებითი პოზიცია წარმოადგენდა იმ გარემოს, რომელშიც ჩაისახა და განვითარდა ომისშემგომი არაოფიციალური ხელოვნება და ნონკონფორმული მიმართულებები, რის გამოც ქართველ შემოქმედთა თაობებისთვის იგი განმსაზღვრელ…

ავთო მესხი ბავშვობიდან ხატავდა… ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორიც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა, მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო,” – იხსენებდა მხატვარი. ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად. ის 13-14…

ვახტანგ (ვატია) დავითაშვილი ცხოვრობდა თელავში, სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, დაუახლოვდა იმ დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენლები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ვატია დავითაშვილი მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად…

ოთარ ჩხარტიშვილი (1938-2006) იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის წამყვანი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვარი და გრაფიკოსი, რომლის შემოქმედებაც ტოტალიტარული რეჟიმისა და ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს წარმოადგენდა. ქართულ ხელოვნებაში მან პირველმა დაამკვიდრა ანტიფორმალისტური მიდგომა, სადაც ესთეტიკა კონცეფციას დაუთმო. მისი მხატვრული მემკვიდრეობის ცენტრია 18 წლის მანძილზე შექმნილი ასეულობით ფერწერული…

კარლო კაჭარავამ,  მხატვარმა, პოეტმა  და  არტკრიტიკოსმა   1986  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986-1994 წლებში იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. 1988–1990 წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სემინარებსა და ფესტივალებში  (ბაკურიანი, ნარვა, პალანგა, სენეჟი,  პარიზი,    ბარსელონა). ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობის…

ლევან ჭოღოშვილი დაიბადა 1953 წელს, თბილისში. 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და 1973 წლიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალური მხატვარი ხდება, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტები ქმნიან საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფებს ხელოვნების ისტორიკოსებთან ერთად, როგორიცაა ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი თუმანიშვილისა და გიორგი მარჯანიშვილის ჯგუფი. სხვა არაოფიციალურ მხატვრებთან ერთად…

ლალი ზამბახიძე შემოქმედებით ასპარეზზე 1970-იანი წლებიდან გამოდის და ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1965) შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებელი მხატვრული სტილის განვითარებისა და ჩამოყალიბების რთული, მაგრამ საინტერესო და ძიებებით აღსავსე, წარმატებების მომტანი შემოქმედებითი გზა. მუშაობს…

სერგო ქობულაძე (1909-1978)- საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი; გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. თავისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე სერგო ქობულაძე თეატრის მხატვრობითა და წიგნის მხატვრული გაფორმებითაა გატაცებული. მის ამ გატაცებას ბიძგი მისცა 1934 წელს გამოცხადებულმა კონკურსმა, რომელიც მიზნად ისახავდა 1937…

გოგი ჩაგელიშვილი 1944 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა: მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის დარგებში, ქმნის აბსტრაქციებს, კოლაჟებს, ობიექტებს, ინსტალაციებს. ხელოვანი რამდენიმე ლიტერატურული პროექტის ავტორიცაა. ჩაგელა – ამ სახელით დამკვიდრდა… როგორც ყველა გამორჩეული ხელოვანი, …

ბესიკ არბოლიშვილმა (დ.1955) 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, 1983–1986 წლებში- საკავშირო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნო (მოსკოვი, სსრკ). ჟანრობლივ მრავალფეროვნებაში იკვეთება მხატვრის მიერ ფორმისა და ფერის მუდმივი ძიება და გამორჩეული ხელწერა. ქალის სილამაზე, ნატიფი და დახვეწილი სხეული, ფერისა და შუქის თამაში განსაკუთრებულ…

დიმიტრი ანთაძემ (დ. 1963) 1888 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.საქართველოსათვის რთულ 90-იან წლებში ახალგაზრდა მხატვარი განგებამ იაპონიასთან დააკავშირა. იღბლიანი შემთხვევითობა ნაყოფიერი გამოდგა პროფესიული გამოცდილების გაღრმავების გზაზე. იაპონური კულტურა საოცრად ახლობელი აღმოჩნდა დიმა ანთაძესთვის, მისმა შემოქმედებამ სრულიად ახლებურიგამომსახველობა შეიძინა და წარმატებაც ხვდა წილად-მხატვრის 9 პერსონალური…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.