Skip to content Skip to footer

ნიკო ცეცხლაძე 1980-იან წლებში იყო ხელოვანთა არაფორმალური ჯგუფების – „X სართულისა“ და „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ წევრი. ამავე წლებიდან მონაწილეობს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტსა და გამოფენაში. ძალიან დიდი მუხტის მქონე 1990-იანი წლების დასაწყისში ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ ღია, საჯარო სივრცეში – მიწისქვეშა გადასასვლელში აჩვენეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი…

ოლეგ ტიმჩენკო ერთ-ერთი წევრია 1980-იანი წლების დასასრულისა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოქმედი ავანგარდული ჯგუფისა, რომელიც „X სართულის“ სახელითაა ცნობილი. ამ ჯგუფის წევრებმა პოსტ-მოდერნისტული ხელოვნების გააზრება და საკუთარ კონტექსტში მისი წარმოდგენა დაიწყეს ცვლილებებისკენ მიმართული „პერესტროიკის“ პერიოდში. მაშინ ქართველი აუდიტორია არ იცნობდა ფორმატებს – არტისტულ აქციას ან…

ილია ზაუტაშვილი მულტიმედიური არტისტი, მრავალი ლოკალური, საერთაშორისო გამოფენისა და სახელოვნებო ღონისძიების მონაწილე ნიუ-იორკიდან სეულამდე, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინსტიტუციური ინიციატივების დამფუძნებელი, საკურატორო პროექტებისა და კრიტიკული ესეების ავტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი. ადამიანური განზომილება, მეტაფიზიკური კვლევა და მუდმივი ტრანსფორმაცია ილია ზაუტაშვილის შემოქმედების სამი ძირითადი პერსპექტივაა.…

ლუკა ლასარეიშვილი (ლუკა ლაზარი) 1982 წლიდან დამოუკიდებელ პროფესიონალ მხატვრად მონაწილეობს გალერეებსა და მუზეუმებში გამართულ მრავალ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში. ის მუშაობს სხვადასხვა მედიუმში: ფერწერა, ინსტალაცია, ობიექტი და ვიდეოარტი. 1989 წელს ლუკა ლაზარი ცხოვრობდა კასელში, გერმანიაში, როგორც ფრიდერიციანუმის მუზეუმის რეზიდენტი მხატვარი. 2003 წლიდან დღემდე ის ცხოვრობს…

ლორეტა შენგელია – საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), გრაფიკოსი, ფერმწერი. თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1966 წელს, სადაც გრაფიკის ხელოვნებას ეუფლებოდა ლადო გრიგოლიასა და სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. ლორეტა შენგელიას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული წიგნისა და ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. მის მიერ ილუსტრირებული „შუშანიკის წამება“ ამ ნაწარმოების ილუსტრაციებს…

გელა მანჯავიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობას ეკუთვნის. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. „როგორც წითლიდან იისფერამდე, ცხოვრება მხატვრის ნაირფერია“ – ეს ფერმწერ გელა მანჯავიძის განაცხადია. გელა მანჯავიძის თაობის მხატვრებმა ქართული ფერწერის ისტორიის ახალი ფურცელი შექმნეს. „რკინის ფარდა“ გაიხსნა და დასავლეთმა აღმოაჩინა სამყარო (ქართველი…

ია გიგოშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ სერგო ქობულაძე და ლორეტა შენგელია. აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა სერგო ქობულაძის სახელოსნოს ასპირანტურაში უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ქართველმხატვრებს შორის ია გიგოშვილმა პირველმა აითვისა და საქართველოში დაამკვიდრა სერიგრაფიის ტექნიკა, რომელიც საბჭოთა კავშირში…

ლევან ხარანაულმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მხატვარი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1983 წლიდან. პერსონალური გამოფენები გამართული აქვს თიანეთის მხარეთმცოდნეობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ქართული ლიტერატურის მუზეუმებში; თბილისის კერძო გალერეებში – „TMS“ -სა და „ძველ გალერეში“. სხვადსხვა წელს მისი სოლო გამოფენები მოეწყო…

ნინო მორბედაძემ  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა და მაშინვე მიიპყრო ყურადღება სიურრეალისტური ფიგურატიული კომპოზიციებით და აკადემიური მხატვრის გამორჩეული ოსტატობით.   მისი ნახატები ნორტონ და ნენსი დოჯებმა შეიძინეს საბჭოთა პერიოდის მხატვრობის თავიანთი კოლექციისთვის, რომელიც დღეს, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის უმდიდრესი კოლექციის ნაწილია. საქართველოს მასშტაბით მხატვარს…

ლევან ლაღიძე 80-იანელთა თაობის ქართველ მხატვართა წარმომადგენელია. სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში ტერმინის – „80-იანელთა თაობის“ შემოტანა ლევან ლაღიძის სახელს უკავშირდება. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლევან ლაღიძის თქმით, „მხატვრობა იწყება არა მაშინ, როცა შეგიძლია ხატო, არამედ, როცა არ შეგიძლია, არ ხატო…“ –…

ირაკლი ფარჯიანი სვანეთში დაიბადა. მან 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ირაკლი ფარჯიანის მხატვრული ესთეტიკა და ხელწერა ხელოვნებაში ინდივიდუალობისა და ტრადიციის ურთიერთმიმართების უაღრესად საინტერესო ნიმუშია. მისი შემოქმედების მთავარი თემა სახარებაა. თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ირაკლი ფარჯიანის ყოველი სურათი მხატვრული სამყაროს ერთი დიდი ხატია.…

ირაკლი თოიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია ფართო დიაპაზონისაა. მას შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, გრაფიკა,  წიგნის ილუსტრაციები,  სცენოგრაფიული ნამუშევრები.   ადრეული ასაკიდანვე მისი ნახატები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. 1925-30 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებიდანვე იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. 1931 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. მისი პირველი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.