Skip to content Skip to footer

სოფიო კინწურაშვილი – მხატვარი, წიგნის დიზაინერი და ილუსტრატორი. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა გამომცემლობასთან, არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ილუტრაციების მხატვარი. მანვე შეასრულა მინიატიურები ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისათვის“, რომლის ჭედური ყდა შექმნა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა გუჯი ამაშუკელმა. ეს უნიკალური წიგნი დაცულია საქართველოს გაეროს სათავო ოფისის საგამოფენო დარბაზის მუდმივ…

შალვა მატუაშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1987 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 2007 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შალვა მატუაშვილი   ფერმწერი და გრაფიკოსი ფიგურატიული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენელია, ინტელექტუალი, მუდმივი შემოქმედებითი ძიების პროცესში დიდი მხატვრების შედევრებისგან მიღებულ ინსპირაციას საკუთარი აზროვნე- ბის პრიზმაში ატარებს,…

გოგა მაღლაკელიძე 1981-1987 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1984 წლიდან იყო მხატვართა ჯგუფ „არქივარიუსის“ წევრი. 1987-88 წლებში ხელოვანის ნამუშევრები ე.წ. „X სართულისა“ და „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ არაფორმალური ჯგუფების მხატვრებთან ერთად ექსპონირებული იყო ლენინგრადში, რუსულ მუზეუმში ქართული ავანგარდისა და ნარვაში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ გამოფენებში.…

თბილისის 1910-1920-იანი წლების ავანგარდული ცხოვრების მონაწილე, ფერმწერი და გრაფიკოსი, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი დაიბადა თბილისში  სომეხი ეროვნების  ოჯახში და მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა. 1910 წელს დაამთავრა  თბილისის ნიკოლაი სკლიფოსოვსკის ფერწერისა და ხატვის სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვში ვ. მეშკოვის სტუდიასა და პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1917 წელს დაბრუნდა…

გია ლორია სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1981-1987 წლებში კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1980-იანი წლებიდან იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ წევრი, ამავე თაობის ხელოვანებთან ერთად მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში ე. წ. „X სართულისა“ და მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოებში. მონაწილეობდა მხატვრების მიერ თავიანთ სახლებსა და სახელოსნოებში მოწყობილ…

გელა ზაუტაშვილი 1980-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მათ შორისაა „თაობა 80“ (მხატვრის სახლი, თბილისი, 1986 წ.), „ქართული ფიგურატიული ხელოვნება“  (ერმიტაჟის ბაღი, მოსკოვი, 1987 წ.), ქართული აბსტრაქტის პირველი ჯგუფური გამოფენა (სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, თბილისი, 1987 წ.), „ავანგარდი-88“ (თბილისის მუზეუმი, 1988 წ.),…

ქეთევან მატაბელმა  1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. ის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების, კოლაჟებისა და ასამბლაჟების ავტორია.  მხატვრისმიერ შექმნილი ფოლიანტები,  სხვადასხვა მასალით     დატვირთული კოლაჟები,  წიგნის ილუსტრაციები ხელოვანის ნდივიდუალური ხელწერითაა აღბეჭდილი. ქეთევან მატაბელის ცნობილი ფერწერული სერია „ძველი თბილისი“ 1984 წელს შეიქმნა. მხატვრის…

მოქანდაკე, მხატვარი, კარიკატურისტი, ილუსტრატრი, მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და   მულტიპლიკატორი,  თბილისური მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და სტალინური პერიოდის ჰეროიკულ- პროპაგანდისტული ფილმების   შემქმნელი, მიხეილ ჭიაურელი,  გასაბჭოების შემდეგ, აქტიურად ჩაება ახალი სისტემის მიერ ინიცირებულ კინოინდუსტრიაში – თავდაპირველად,  როგორცსაქართველოს სახ-კინ-მრეწვის რეჟისორი (1928) ხოლო მოგვიანებით – თბილისის კინოსტუდად…

ლია შველიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1984 წელს დაამთავრა. 80-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელი ლია შველიძე იყო ხელოვანთა არაფორმალურ ჯგუფ „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ წევრი. ლია შველიძის თქმით, მისი მხატვრული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო 1987 წლიდან სწორედ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სახელოსნოში მუშაობა. ის პირველი ქართველი…

ჯემალ კუხალაშვილმა   1978  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1980‑იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი შემოქმედება განსაკუთრებული პერსონალურობით გამოირჩევა. ხატავს ყოველდღიურობას მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით. მხატვრისეული სამყაროს აღქმა კი იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ თითქოს ვერ იტევს და ვერც ტილოზე ხატევს. ჯემალ კუხალაშვილის…

უშანგი ხუმარაშვილი 1967-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი პირველი  პერსონალური გამოფენა 1994 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში შედგა. პერსონალური გამოფენების გარდა, იგი მონაწილეა მრავალი ჯგუფური გამოფენისა და საერთაშორისო ბიენალესი. მათ…

თემო ჯავახიშვილმა (ჯავახი) 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. პარალელურად, 1974 წელს სწავლა დაასრულა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ სამსახიობო სტუდიაში. 1995 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მარიონეტების თეატრში. თემო ჯავახი, როგორც მხატვარი 1976 წლიდან მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში მოწყობილ არაერთ გამოფენაში. მათ შორისაა…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.