თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად. დაიბადა 1901 წელს საქართველოში. ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში მას ასწავლის ალექსანდრ ზალცმანი. 1922 წლიდან იგი ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. პირველად მისი ნამუშევრები 1922 წელს…
გიორგი გეგეჭკორი – ფერმწერი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგი გეგეჭკორი არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. 1990-იანი წლებიდან…
კოტე სულაბერიძე მხატვრების 90იანი წლების თაობის წარმომადგენელია. კოტე სულაბერიძის ნამუშევრები 1990 იანი წლების დასასრულ გამოჩნდა. ჯერ კიდევ მის სადიპლომო ნამუშევარში გამოვლინდა ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის სინთეზირების მცდელობა. კოტე სულაბერიძის ისტორია უცნაურად იწყება: როდესაც აკადემიაში აბარებდა, მას ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს. თვალის ექიმმა მხატვარი დალტონიზმის დიაგნოზით…
მურთაზ შველიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1992 წელს დაამთავრა. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზის დაწყება დიდ პოლიტიკურ ქარტეხილებს დაემთხვა. 1990-იანი წლების თბილისი, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი, „პერესტროიკის“ პერიოდის წინააღმდეგობებით სავსე გარემოა. „მხატვრობა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც საქართველოსთვის იმ გარდამტეხ დროს დამეხმარა, ჩემი სათქმელი…
ზურაბ გიკაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1986-1992). ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1991 წელს, მან მოიგო სამხატვრო კონკურსი და მხატვარ მარკუს ლიუპერცისთან ერთად დაჯილდოვდა იტალიის ქალაქ ჯიბელინაში, ხმელთაშუა ზღვის პირველ ატელიეში, მუშაობის უფლებით. კონკურსი ორგანიზებული იყო აკილე ბონიტო ოლივას მიერ. ზურაბ გიკაშვილი თანამშრომლობდა „The Studio Francesco…
სოფიო ჩერქეზიშვილის ნამუშევრები ემოციებით დატვირთულ დღიურებს მოგვაგონებს, სადაც ვიზუალური ხატებებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა. მომაჯადოებელი ტრანსფორმაცია ერთ მედიუმს მეორედ გადააქცევს და ქმნის მისეულ ესთეტიურ ფორმებს, მესიჯებს და უსასრულო ინსპირაციას. 1990 წელს სოფიო ჩერქეზიშვილმა დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1994 წელს კი –…
მაკა ბატიაშვილის ინსპირაციის წყაროა ყოფითი მომენტები, ყოველდღიური რეალობა, რომელიც მის ხელოვნებაში განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან ვიზუალურ გამოსახულებებად გადაიქცევა. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სიტუაციებიდან აღებული პერსონაჟები, რომლის გარშემოც არსებობს ემოციური გარემო და საგნები, მხატვარი ახერხებს წონასწორობის დაცვას და არასდროს გადალახავს საზღვრებს. მაკა ბატიაშვილი 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…
ზურაბ სეხნიაშვილი განათლებით არქიტექტორ-რესტავრატორი იყო. მას აღდგენილი აქვს 60-ზე მეტიისტორიული ძეგლი, მონაწილეობდა სვეტიცხოვლისა და დავით გარეჯის სარესტავრაციო სამუშაოებში. მის მხატვრად ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ავთო ვარაზმა. ზურაბ სეხნიაშვილმა ხატვა აბსტრაქციით დაიწყო, რაც მისი პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო. მიუხედავად ამისა, მისი ხელოვნება უფრო ესთეტიკურ ჭრილში განიხილება,…
ზაალ ბაჩანაშვილი 80-იანელთა თაობის მხატვარია. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ზაალ ბაჩანაშვილმა როგორც მხატვარმა თავის შემოქმედებაში საკუთარი კომპოზიციური მოდელი შექმნა. მხატვარი თითქმის ყველა ნამუშევრის ზედა ნაწილში თეთრ წრეს, უფრო ხშირად კი, თეთრი წრის მცირე სეგმენტს გამოსახავს. თითოეული ნამუშევარი ცხოვრებისეულ კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება,…
დათო-არჩილ სულაკაურმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საკმაოდ მრავალფეროვანია მისი შემოქმედებითი გზა: 1986 წელს გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი „მხატვრისა და მასალის ურთიერთდამოკიდებულება“; 1987 წელს იყო ქართული თოჯინური ფილმების სცენარისტი და მხატვარი; 1989 წელს – ერთ-ერთი სცენარისტი ფილმისა „ანემია“; 1989-2010 წლებში შეასრულა კედლის მხატვრობა საქართველოს…
ლეილა შელია 80-ანელთა თაობის მხატვარია. მან 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლეილა შელიას სახელი, უპირველესად, აბსტრაქციასთან ასოცირდება. თუმცა მის შემოქმედებაში ნატურმორტებსაც ნახავთ და ნიუსაც… ქმნის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებს. „შინაგანი განწყობა… ბუნება… კმაყოფილი ვარ, როდესაც არ ვფიქრობ და ისე გამოდის ნამუშევარი. მინდა, გადმოვცე…
თემურ თათანაშვილი დაიბადა კასპის რაიონში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მხატვარი 1979 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს საგაზაფხულო, საშემოდგომო, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. თემურ თათანაშვილის ფერწერული ტილოები განზოგადებული ფერწერის ენით მეტყველებს. რელიგიური თუ ყოფითი ცხოვრების ამსახველ სცენებში გამომსახველობა ფერადოვანი ლაქებისა თუ სიმბოლურ გამოსახულებებად გარდაქმნილი…
