შალვა მატუაშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1987 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 2007 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შალვა მატუაშვილი ფერმწერი და გრაფიკოსი ფიგურატიული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენელია, ინტელექტუალი, მუდმივი შემოქმედებითი ძიების პროცესში დიდი მხატვრების შედევრებისგან მიღებულ ინსპირაციას საკუთარი აზროვნე-
ბის პრიზმაში ატარებს, მხატვრობას განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით უდგება. ლესირებისა და სფუმატოს მეთოდი, ფერითა და შუქით შექმნილი მრავალფენოვანი ფერწერული ფაქტურა, დახვეწილი მანერა და ინდივიდუალური ხელწერა გამოარჩევს შალვა მატუაშვილის სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს, იქნება ეს ნატურმორტი, პეიზაჟი, ჟანრული სცენა, ქალის ნატიფი და დახვეწილი პორტრეტები თუ ფიგურატიული კომპოზიციები, სადაც ქალის სხეულის სილამაზე და პლასტიკა განსაკუთრებული ჰარმონიითა და მელოდიურობით მეტყველებს. შალვა მატუაშვილი 1987 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში (თბილისი); ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ასევე კერძო კოლექციებში: გერმანიაში, მიუნჰენში – ოლივერ მიხაელ ჰასბელისა და ბოდო შმიცის კოლექციებში; თურქეთში ჰიქმეთ ოზდან ოღლის კოლექციაში, ასევე პარიზის, მოსკოვის, ბერლინის, ნიუ-იორკის კერძო მფლობელებთან.
სხვა ავტორები
მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art)…
ოთარ ჯიშკარიანი საქართველოს დამსახურებული მხატვარი და XX საუკუნის 50-იანელთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. შემოქმედების ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი უმთავრესი საზრუნავი თანამედროვე ქართული წიგნის მხატვრული დონის ამაღლება იყო. პარალელურად მუშაობდა ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაშიც, ქმნიდა შრიფტის გარნიტურებს, პლაკატებს, შესრულებული აქვს მონუმენტური მოზაიკური პანოები და გობელენისათვის განკუთვნილი რამდენიმე ესკიზიც.…
ა. ციმაკურიძე იწყებს სწავლას კავკასიის ნატიფი ხელოვნების ხელშეწყობის სკოლაში ბორის ფოგელთან და ოსკარ შმერლინგთან. შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში და ჩაირიცხა კ. იუონის სტუდიაში. მოგვიანებით სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელშია, ხოლო 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ.…