Skip to content Skip to footer

მოქანდაკე ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა დაიბადა 1944 წელს, ხოლო 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. ხელოვანი არქაული ფორმებით გამორჩეული თავისი ნამუშევრების  მასალად იყენებს    გრანიტს, მარმარილოსა და  სილექსს.     მოქანდაკე საგანგებოდ უნარჩუნებს  „ქვას  საწყის მდგომარეობას“,  რათა  ხაზი გაუსვას  მის ბუნებრიობასა და სიმკვრივეს. „მე მას პირდაპირ…

ჯონი გოგაბერიშვილი 70-იანელთა თაობის ქართველ მოქანდაკეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკულპტორია, რომლის მონუმენტური, ქვაში შესრულებული ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დგას.  განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი შემოქმედება ახალ მილენიუმში.   ჯონი გოგაბერიშვილმა 1976 წელს დაამთავრა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე;  ასპირანტურა კი 1983 წელს ვალენტინ თოფურიძისა და…

1964-1970 წლებში, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. მის სადიპლომო ნამუშევარს – ფიროსმანის  სამი მეტრის სიმაღლის ფიგურული კომპოზიციას, მაღალი  შეფასება მისცა დიპლომების დაცვაზე მოწვეულმა მოქანდაკემ, მიხაილ ანიკუშინმა, რომელსაც იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის  მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნის პოსტი ეკავა.  მისი მიწვევით, ნეველი ჯიქიამ სწავლა განაგრძო საბჭოთა…

სიმონ გირკელიძემ, მას შემდეგ, რაც მხატვრობა მოწოდებად აირჩია, თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფია – გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა მიატოვა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1970 წელს, მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით დაასრულა. მუშაობდა ძირითადად  ქანდაკების ჟანრში. ამის პარალელურად, ფერწერულ ნამუშევრებსაც ქმნიდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა ჯერ კიდევ…

მოქანდაკე რამაზ მანჯგალაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია – იყო ირაკლი ოქროპირიძისა და კოტე მერაბიშვილის სტუდენტი. აკადემიის დასრულებისთანავე მონაწილეობდა ყველა რესპუბლიკურ, საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენაში. 1977 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც ჩაიბარა გალერეის ქანდაკების ფონდი. 1990-იანი წლების არეულობის დროს, განადგურებას გადაარჩინა ფონდის მრავალი ნამუშევარი.…

მოქანდაკე და პედაგოგი, ნოდარ თოფურია-ვოიტკევიჩი, ძირითადად მცირე პლასტიკის ჟანრიში მუშაობდა – მის მიერ  შექმნილმა, დახვეწილი ფორმის დაფერილი თაბაშირის სკულპტურებმა  მაშინვე მიიპყრო პროფესიული წრეების ყურადღება. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში (1964-1970), ნოდარ თოფურია ნიკოლოზ კანდელაკის სტუდენტი იყო. 1973 წელს მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ გამოფენაში, რის შემდგომაც…

ჯუმბერ ჯიქია – მოქანდაკე და პედაგოგი; სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის კათედრის გამგე.  მან  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1974 წელს დაამთავრა. მონაწილეობდა ქანდაკების საერთაშორისო კონკურსებში: “ტრადიცია და ძიება”, “ფანანო არტე”, “ზამთრის სალონი”. ჯუმბერ ჯიქიას შესრულებული აქვს საპარკო და მონუმენტური პლასტიკის პროექტები:  მისი გამოქანდაკებულია…

მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიისა და სტალინის პრემიების ლაურეატი. საშუალო სკოლა ვალენტინ თოფურიძემ სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს თბილისში დაბრუნდა  და  ახლადგახსნილი სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკოლოზ…

თამარ (თათია) დარჩიაშვილი დაიბადა 1972 წელს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი, ილუსტრაციის მიმართულება. მუშაობდა ა. ქუთა-თელაძის სახელობის შემოქმედებით სახელოსნოში გოგი წერეთლის ხელმძღვანელობით. შემდეგ კი სტაჟირება გაიარა  ს. ქობულაძის სახელობის გრავირების სახელოსნოში. მისი შემოქმედების სფერო მოიცავს გრაფიკას, ფერწერას, ინსტალაციას, საიუველირო…

მოქანდაკე და ფერმწერი, ირინა მერაბიშვილი-შანშიაშვილი  დაიბადა თბილისში, 1948 წელს. 1972 წელს, დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია  ფორტეპიანოს სპეციალობით. მუსიკის პარალელურად, თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა ქანდაკებას, ფერწერასა და ხელოვნების ისტორიას. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მონაწილეობდა სახვითი ხელოვნების გამოფენებში; 1970 წლიდან ხელოვნების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა გაზეთებსა და…

გია მიმინოშვილი, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1983); მიიღო თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის კინო-ფოტო ფაკულტეტის „ავტორ-ოპერატორის“ დიპლომი (1987); „ვარძია არტ ჯგუფი“ დამაარსებელი (1989); 1993 წლიდან დღემდე ცხოვრებს და მუშაობს კიევში, როგორც ინტერიერის კერამიკული გამფორმებელი, ფუნქციური სივრცითი ობიექტების დიზაინერი და თავისუფალი ხელოვანი, რომელიც მონაწილეობს სოლო…

ვახტანგ ქოქიაშვილი ვიტრაჟული ხელოვნების ჟანრის პიონერია საქართველოში, მისი ნამუშევრები ამშვენებდა პოპულარულ საჯარო და კერძო სივრცეებს საქართველოს ქალაქებში – თბილისის ფუნიკულიორის საბაგირო სადგურის ინტერიერიდან შავი ზღვის საკურორტო ქალაქების ინტერიერებამდე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1956 წელს. 1962-1969წწ, 1974-1979წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის საწარმოო კომბინატის მთავარი…

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.