Skip to content Skip to footer

მოქანდაკე, მხატვარი, კარიკატურისტი, ილუსტრატრი, მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და   მულტიპლიკატორი,  თბილისური მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და სტალინური პერიოდის ჰეროიკულ- პროპაგანდისტული ფილმების   შემქმნელი, მიხეილ ჭიაურელი,  გასაბჭოების შემდეგ, აქტიურად ჩაება ახალი სისტემის მიერ ინიცირებულ კინოინდუსტრიაში – თავდაპირველად,  როგორცსაქართველოს სახ-კინ-მრეწვის რეჟისორი (1928) ხოლო მოგვიანებით – თბილისის კინოსტუდად…

უშანგი ხუმარაშვილი 1967-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი პირველი  პერსონალური გამოფენა 1994 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში შედგა. პერსონალური გამოფენების გარდა, იგი მონაწილეა მრავალი ჯგუფური გამოფენისა და საერთაშორისო ბიენალესი. მათ…

მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე  1932 წელს დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევრები: „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“ მან  მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით შექმნა. მეფის ქანდაკება იმ პერიოდის საბჭოთა ცენზურისთვის მიუღებელი იყო (მეფეთა სკულპტურების დადგმა დედაქალაქში ოდნავ მოგვიანებით დაიწყო),  ამიტომ, თამარის…

მარინე ივანიშვილი (დ.1952) მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983). 1976 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. არტისტული მოღვაწეობის აქტიურ წლებში, ძირითადად, მუშაობდა მცირე პლასტიკის ჟანრსა და გრაფიკაში – ორივე მედიუმში ქმნიდა მოდერნისტულ ფორმებს. მისი შემოქმედების მთავარი მოტივებია ტორსები, ცხენები და…

ალექსანდრე ბანძელაძე დაიბადა ციმბირში, ქ. ტულუნში, სადაც მისი ოჯახი მამის გადასახლების გამო ცხოვრობდა. 1942–1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1947 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს პოლიტიკური „არასანდოობის“ გამო (დიპლომი მიენიჭა 1962 წელს). ალექსანდრე ბანძელაძე მაძიებელი შემოქმედი იყო. იგი ერთნაირი გატაცებით მუშაობდა…

ავთო მესხი ბავშვობიდან ხატავდა… ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორიც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა, მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო,” – იხსენებდა მხატვარი. ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად. ის 13-14…

ოთარ ჩხარტიშვილი (1938-2006) იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის წამყვანი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვარი და გრაფიკოსი, რომლის შემოქმედებაც ტოტალიტარული რეჟიმისა და ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს წარმოადგენდა. ქართულ ხელოვნებაში მან პირველმა დაამკვიდრა ანტიფორმალისტური მიდგომა, სადაც ესთეტიკა კონცეფციას დაუთმო. მისი მხატვრული მემკვიდრეობის ცენტრია 18 წლის მანძილზე შექმნილი ასეულობით ფერწერული…

მოქანდაკე, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნიკოლოზ კანდელაკისა და სერგო ქობულაძის მოსწავლე. ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე. რუსუდან გაჩეჩილაძე XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული და საბჭოთა პორტრეტული ქანდაკების ერთ-ერთი რეფორმატორია. მან უარი თქვა…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.