
მოქანდაკე ირინა მერაბიშვილი დაიბადა თბილისში, 1948 წელს. 1972 წელს, დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. მუსიკის პარალელურად, თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა ქანდაკებას, ფერწერასა და ხელოვნების ისტორიას. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მონაწილეობდა სახვითი ხელოვნების გამოფენებში; 1970 წლიდან ხელოვნების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა გაზეთებსა და ჟურნალებში: „სამშობლო“,…

გია მიმინოშვილი, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1983); მიიღო თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის კინო-ფოტო ფაკულტეტის „ავტორ-ოპერატორის“ დიპლომი (1987); „ვარძია არტ ჯგუფი“ დამაარსებელი (1989); 1993 წლიდან დღემდე ცხოვრებს და მუშაობს კიევში, როგორც ინტერიერის კერამიკული გამფორმებელი, ფუნქციური სივრცითი ობიექტების დიზაინერი და თავისუფალი ხელოვანი, რომელიც მონაწილეობს სოლო…

გიგიშა პაჭკორია, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1986); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007).გიგიშა პაჭკორიას ინტერესი კერამიკისადმი ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა. „მამაჩემი მხატვარი იყო, სახლში თიხა მოჰქონდა და სხვადასხვა საგანს ვაკეთებდი. მახსოვს, როცა დედაჩემმა პირველად მიმიყვანა მუზეუმში, სადაც გავეცანი უძველეს…

ოთარ ვეფხვაძე დაიბადა ქალაქ ბორჯომში (საქართველო). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (1975). თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (1990-1992); ფენიქსის სამხატვრო უნივერსიტეტის (არიზონის შტატი, აშშ) პედაგოგი (1991). ოთარ ვეფხვაძე არის ავტორი ნამუშევრებისა: “გაზაფხული” (1978), “ჰელლადოს” (1986), “გელათი” (პიკასოს ვერცხლის მედალი ვალორისის…

ლალი ქუთათელაძე, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1982); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007). 1980/1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში, როგორც ხელოვანი და კურატორი: “Fest I Nova 2017” – „ურთიერთობის მრავალფერი ხალიჩა“, Art…

ნატო ერისთავი, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1989-1994); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი (2006-2013); ბავშვთა კერამიკული ძერწვისა და ხატვის სახელოსნოს ხელმძღვანელი (1999-2015), ქართული კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის “თიხის ოფისის” თანადამფუძნებელი (2007); ქართული ფაიფურის შემოქმედებითი სახელოსნოს “White Studio” დამფუძნებელი (2013); პირველი ქართული…

მალხაზ შველიძე, მხატვარი-კერამიკოსი, ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში (საქართველო); დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება. 1992-1993 წწ. მუშაობდა კერამიკის პედაგოგად ჰერნინგში (დანია); 1979 წლიდან მონაწილებდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრებია: შადრევანი, სოჭის მსახიობის სახლი (1989); “მხედრები” (1990); “ადგილის სული” (იტალია, 1992); სერია…

ვახტანგ ქოქიაშვილი ვიტრაჟული ხელოვნების ჟანრის პიონერია საქართველოში, მისი ნამუშევრები ამშვენებდა პოპულარულ საჯარო და კერძო სივრცეებს საქართველოს ქალაქებში – თბილისის ფუნიკულიორის საბაგირო სადგურის ინტერიერიდან შავი ზღვის საკურორტო ქალაქების ინტერიერებამდე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1956 წელს. 1962-1969წწ, 1974-1979წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის საწარმოო კომბინატის მთავარი…

გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკეთა 60-იანი წლების თაობის წარმომადგენელი, თბილისის საპატიო მოქალაქე. სამხატვარო აკადემია დაამთავრა 1964 წელს. იყო ნიკოლოზ კანდელაკის, ვალენტინ თოფურიძისა და გოგი ოჩიაურის მოსწავლე. 1975 წელს მოქანდაკემ შექმნა ქალის შიშველი ფიგურა, სახელწოდებით “ახალგაზდრობა”, რომელიც, სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, საკავშირო…

ალდე კაკაბაძე — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976). საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1987). ღირსების ორდენის კავალერი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. კაკაბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, მასალის, კოლორიტის, პროპორციების ფაქიზი შეგრძნება, მკაფიოდ გამოსახული ეროვნულობა, პოეტურობა. ნამუშევრები:„საქორწილო დოქი“…

მოქანდაკე, სცენოგრაფი და გრაფიკოსი, ნინო წერეთელი 1922 წელს დაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია. თამარ აბაკელიასთან ერთად, ის არის პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ქანდაკება პროფესიად აირჩია. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად (ის 37 წლისა გარდაიცვალა), მან სამოცამდე ნამუშევარი დატოვა ქანდაკების, გრაფიკისა და სცენოგრაფიის დარგში. იყო იაკობ…

თამარ კვესიტაძე – ხელოვანი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. თამარ კვესიტაძე თოჯინების კეთება დაიწყო. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც მისი ნამუშევრებით დილერები და გალერეები დაინტერესდნენ. მან ზუსტად დაინახა საკოლექციო, უნიკალური თოჯინების ბიზნესი თავისი იერარქიებით და დახვეწილ დასავლურ ტექნოლოგიებს მაღალმხატვრული ინდივიდუალური შემოქმედებითი ხერხები დაუპირისპირა.…