Skip to content Skip to footer

გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკეთა 60-იანი წლების თაობის წარმომადგენელი,  თბილისის საპატიო მოქალაქე. სამხატვარო აკადემია დაამთავრა 1964 წელს. იყო ნიკოლოზ კანდელაკის, ვალენტინ თოფურიძისა და გოგი ოჩიაურის მოსწავლე. 1975 წელს მოქანდაკემ შექმნა ქალის შიშველი ფიგურა, სახელწოდებით “ახალგაზდრობა”, რომელიც, სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, საკავშირო…

მოქანდაკე, სცენოგრაფი და გრაფიკოსი, ნინო წერეთელი 1922 წელს დაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია. თამარ აბაკელიასთან ერთად,   ის არის პირველი ქართველი ქალი, რომელმაც  ქანდაკება პროფესიად აირჩია. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად (ის 37 წლისა გარდაიცვალა), მან   სამოცამდე ნამუშევარი დატოვა ქანდაკების, გრაფიკისა და სცენოგრაფიის დარგში. იყო იაკობ…

თამარ კვესიტაძე – ხელოვანი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. თამარ კვესიტაძემ თოჯინების კეთება დაიწყო. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც მისი ნამუშევრებით დილერები და გალერეები დაინტერესდნენ. მან ზუსტად დაინახა საკოლექციო, უნიკალური თოჯინების ბიზნესი თავისი იერარქიებით და დახვეწილ დასავლურ ტექნოლოგიებს მაღალმხატვრული ინდივიდუალური შემოქმედებითი ხერხები დაუპირისპირა.…

ვაჟა მელიქიშვილი ავტორია მნიშვნელოვანი ნამუშევრების როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: გამარჯვების სტელა (სიღნარი-1966 წ) აკაკი წერეთლის მემორიალი (საჩხერე-სხვიტორის გასაყარზე – 1988წ), შინ მოუსვლელთა “გრანდიოზული მემორიალი სენაკში” – “დიდების კუბი” (1976-1984 წ), მას ეკუთვნის ბარელიეფების სერია: “დოვლათი” (თბილისი 1969 წ), კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში განათავსებული “თბილისური…

მოქანდაკე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2005). 1980 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ამავე წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის: საერთაშორისო სიმპოზიუმი (რიგა, ლატვია, 1986), საერთაშორისო სიმპოზიუმი, კომპოზიცია “კორიდა” (ბიარიცი, საფრანგეთი, 1991, 1998), ქანდაკების საერთაშორისო სიმპოზიუმი “La Manche Cerisy La-Foret, Biennale de Sculpture Ouistreham Riva Bella” (საფრანგეთი,…

მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელი. გურამ კორძახიამ სამხატვრო აკადემია 1952 წელს დაამთავრა და მაშინვე საკავშირო მასშტაბით  გაითქვა სახელი: მისმა  სადიპლომო ნამუშევარმა, ვლადიმირ მაიაკოვსკის ქანდაკებამ, 29 წლის სკულპტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა.  ქანდაკება თავდაპირველად  მოსკოვში, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში დადგეს; მოგვიანებით კი მისი ასლი…

მოქანდაკე, ხელოვანი ლიზა ეპიტაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. 1981 წელს დაამთავრა ქანდაკების ფაკულტეტი. მუშაობდა სსრკ სამხატვრო აკადემიის სკულპტორთა თბილისის სამხატვრო სტუდიაში (1983-1986). 1988-2005  წლებში  ლიზა ეპიტაშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგრადში (სერბეთი). 2005 წლიდან 2012 წლამდე იყო თბილისის ლითოგრაფიის შემოქმედებითი სტუდიის კოორდინატორი. საქართველოს კულტურის სამინისტროს საექსპერტო საბჭოს…

თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლადო გრიგოლია ქართული წიგნის ხელოვნების დიდოსტადად ითვლება. მისი მემკვიდრეობა მოიცავს წიგნის გრაფიკას, ნახატებს, შრიფტს, წიგნის მორთულობის ნიმუშებსა  და ქანდაკებას. დაწერილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“.…

მოქანდაკე და იუველერი, დაიბადა 1941 წელს ბორჯომში, საქართველო. ბავშვობა გაატარა ბათუმში. სამი წლის მანძილზე სწავლობდაათბილისის სამხატვრო აკადემიისაქანდაკების ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში საცხოვრებლადამოსკოვშიაგადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლის ასაკში საბჭოთა მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1969 წელს იქორწინა საფრანგეთის მოქალაქე კატრინ ბარსაკზე, ცნობილი თეატრალური…

პირველი ქართველი პროფესიონალი მოქანდაკე, ქანდაკების რეალისტური სკოლის ფუნძემდებელი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; მისი პირველი პროფესორი (1922). სამხატვრო განათლება მიიღო მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში, (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლასა (1984-1898) და პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). 1906-1907 წლებში ნიკოლაძე ოგიუსტ…

მოქანდაკე, გრაფიკოსი, თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1999). გია ჯაფარიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1968 წელს დაამთავრა; 1972 წელს კი  ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში დაასრულა სწავლა. 1970 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991);…

მოქანდაკე და პედაგოგი, რომელმაც იაკობ ნიკოლაძესთან ერთად, ქართული საქანდაკო სკოლას ჩაუყარა საფუძველი.   ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ კანდელაკი პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის თავისუფალი მსმენელი გახდა. სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო, თვენახევარი საპატიმროში გაატარა. გათავისუფლების შემდგომ, დავით კაკაბაძესთან ერთად,  დიმიტროვ-კავკაზსკის სამხატვრო სტუდიაში გააგრძელა…

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.