Skip to content Skip to footer

ირაკლი თოიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია ფართო დიაპაზონისაა. მას შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, გრაფიკა,  წიგნის ილუსტრაციები,  სცენოგრაფიული ნამუშევრები.   ადრეული ასაკიდანვე მისი ნახატები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. 1925-30 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებიდანვე იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. 1931 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. მისი პირველი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი…

იური ბერიშვილი 80-იანელთა თაობის მხატვარია. მისი ნაირფერი აბსტრაქციები ყოველთვის საცნობია, საცნობია თავისი ემოციური გამომსახველობით, მეტაფიზიკურად შეგრძნობილი სამყაროს სურათით. მხატვარი ხატავს ჟღერადი „სუფთა“ ფერებით. კომპოზიციები ლოკალური სიბრტყეებისა და თითქოს სპონტანურად მიმოფანტული წერტილ-ლაქების ათასგვარი კომბინაციით იქმნება. სპონტანურობა, ამავდროულად, გაწონასწორებულ, ჰარმონიულ მთლიანობაში ეწერება. ფორმატი განსხვავებულია… ყველაზე მცირე ზომის…

მამუკა ცეცხლაძე 1980-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1984 წელს მამუკა ცეცხლაძე მხატვრებთან – კარლო კაჭარავასთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად აყალიბებს  ჯგუფ „არქივარიუსს“.  1985 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე მამუკა ცეცხლაძისთვის დროებით დათმობილ სახელოსნოში, ყალიბდება ახალგაზრდა მხატვრების არაფორმალური გაერთიანება „X სართული“.  1987…

მარინე ივანიშვილი (დ.1952) მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983). 1976 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. არტისტული მოღვაწეობის აქტიურ წლებში, ძირითადად, მუშაობდა მცირე პლასტიკის ჟანრსა და გრაფიკაში – ორივე მედიუმში ქმნიდა მოდერნისტულ ფორმებს. მისი შემოქმედების მთავარი მოტივებია ტორსები, ცხენები და…

თემო ჯაფარიძის შემოქმედება მრავალშრიანია. იგი ფერწერული ნამუშევრების გარდა, ესეებს, პროზაულსა და პოეტურ ნაწარმოებებსაც ქმნიდა. მხატვრის პირველი გამოფენა 1964 წელს თსუ-ის სააქტო დარბაზში შედგა და ოფიციოზმა ის „ფორმალიზმსა და ბურჟუაზიულ ხელოვნებასთან” გააიგივა. საბჭოეთში მისი ხელოვნება ნონკონფორმისტულად მიიჩნიეს. ქართულ სახვით ხელოვნებაში თემო ჯაფარიძის მიერ ნახატი-ობიექტების, ასამბლაჟების, სივრცობრივი…

ზურა აფხაზი (აფხაზიშვილი) თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1996) შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში, მუშაობდა უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად. არის ქართულ-გერმანული საზოგადოების წევრი. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ახალი ექსპრესიონისტული გერმანული მხატვრობისთვის სახასიათო ბრუტალობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე. თუმცა მხატვარმა შეძლო მათი განვითარება ორიგინალურ მრავალფეროვნებად მასშტაბურ სერიებში,…

ალექსანდრე ბანძელაძე დაიბადა ციმბირში, ქ. ტულუნში, სადაც მისი ოჯახი მამის გადასახლების გამო ცხოვრობდა. 1942–1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1947 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს პოლიტიკური „არასანდოობის“ გამო (დიპლომი მიენიჭა 1962 წელს). ალექსანდრე ბანძელაძე მაძიებელი შემოქმედი იყო. იგი ერთნაირი გატაცებით მუშაობდა…

თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში.  მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები სერიიდან „ქართული მუქი“ ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია და არაერთი კრიტიკოსის მიერ შთამბეჭდავ გრაფიკულ ნამუშევრად არის აღიარებული. „ეს აბსტრაქტული ისტორიები ქალთა ხასიათს  აჩვენებს. პროექტი, მთლიანობაში, ერთი…

ავთო ვარაზი მხატვრებსა და ინტელექტუალებს შორის 60-70-იან წლებში თითქმის ლეგენდად იყო ქცეული.    სწორედ მისი ადამიანური და შემოქმედებითი ხიბლით იკვებებოდა გარემო,  რომელშიც  ჩაისახა ომის შემდგომი ნონკონფორმიზმის არაოფიციალური ხელოვნება.  ამიტომ ქართველ შემოქმედთა უმრავლესობა, ვინც არაოფიციალურ ხელოვნებას ქმნიდა, მეტ-ნაკლებად მისგან იყო დავალებული. ავთო ვარაზი ცხოვრებასა და ხელოვნებაში უკომპრომისო იყო.…

ავთო მესხი ბავშვობიდან ხატავდა… ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორიც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა, მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო,” – იხსენებდა მხატვარი. ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად. ის 13-14…

ვახტანგ (ვატია) დავითაშვილი ცხოვრობდა თელავში, სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, დაუახლოვდა იმ დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენლები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ვატია დავითაშვილი მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად…

ოთარ ჩხარტიშვილმა 1970-იან წლებში თავი დაიმკვიდრა წამყვან ქართველ ნონკონფორმისტ მხატვრად. ის მონაწილეობდა 1974 წლის ე. წ. ბულდოზერის გამოფენაში, ასევე ალექსანდრე გლეზერისა და ევგენი რუხინის ბინებში მოწყობილ არასანქცირებულ გამოფენებში. ოთარ ჩხარტიშვილის მჭიდრო კავშირმა მოსკოვის „ანდეგრაუნდის” მხატვართა წრესთან და 1977 წელს ზიმერლის მუზეუმის მიერ (ნიუ-ჯერსი, აშშ.) მისი…

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.