Skip to content Skip to footer

ვახტანგ (ვატია) დავითაშვილი ცხოვრობდა თელავში, სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, დაუახლოვდა იმ დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენლები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ვატია დავითაშვილი მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად…

ოთარ ჩხარტიშვილმა 1970-იან წლებში თავი დაიმკვიდრა წამყვან ქართველ ნონკონფორმისტ მხატვრად. ის მონაწილეობდა 1974 წლის ე. წ. ბულდოზერის გამოფენაში, ასევე ალექსანდრე გლეზერისა და ევგენი რუხინის ბინებში მოწყობილ არასანქცირებულ გამოფენებში. ოთარ ჩხარტიშვილის მჭიდრო კავშირმა მოსკოვის „ანდეგრაუნდის” მხატვართა წრესთან და 1977 წელს ზიმერლის მუზეუმის მიერ (ნიუ-ჯერსი, აშშ.) მისი…

კარლო კაჭარავამ,  მხატვარმა, პოეტმა  და  არტკრიტიკოსმა   1986  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986-1994 წლებში იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. 1988–1990 წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სემინარებსა და ფესტივალებში  (ბაკურიანი, ნარვა, პალანგა, სენეჟი,  პარიზი,    ბარსელონა). ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობის…

ლალი ზამბახიძე შემოქმედებით ასპარეზზე 1970-იანი წლებიდან გამოდის და ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1965) შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებელი მხატვრული სტილის განვითარებისა და ჩამოყალიბების რთული, მაგრამ საინტერესო და ძიებებით აღსავსე, წარმატებების მომტანი შემოქმედებითი გზა. მუშაობს…

სერგო ქობულაძე (1909-1978)- საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი; გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. თავისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე სერგო ქობულაძე თეატრის მხატვრობითა და წიგნის მხატვრული გაფორმებითაა გატაცებული. მის ამ გატაცებას ბიძგი მისცა 1934 წელს გამოცხადებულმა კონკურსმა, რომელიც მიზნად ისახავდა 1937…

გივი ვაშაკიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ის აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო, მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ…

1968 წელს მან სწავლა დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია და თეიმუაზ ყუბანეიშვილი. ასპირანტურა გაიარა ანდრეი გონჩაროვის ხელმძღვანელობით მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში, სადაც ბეჭდვით პროდუქციას მხატვრულად აფორმებდა. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. დაასურათა და გააფორმა…

მოქანდაკე, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნიკოლოზ კანდელაკისა და სერგო ქობულაძის მოსწავლე. ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე. რუსუდან გაჩეჩილაძე XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული და საბჭოთა პორტრეტული ქანდაკების ერთ-ერთი რეფორმატორია. მან უარი თქვა…

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.